x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გიორგი სანაიას მკვლელობის გასაღები „რუსთავი 2-ში“ დევს, სანაია აქედან გაიყიდა“
image


გაზეთი „ასავალ-დასავალი“ გიორგი სანაიას მკვლელობის 18 წლის თავს ეხმიანება და გავრცელებული ამბის განსხვავებულ გარემოებებზე რეჟისორ რამაზ სიხარულიძესთან ინტერვიუში საუბრობს.

.
„18 წლის შემდეგაც იმავეს ვფიქრობ: გიორგი სანაიას მკვლელობის გასაღები ამ ტელეკომპანიაში დევს, სანაია აქედან გაიყიდა“, – ამბობს რეჟისორი და 2002 წელს დადგმულ სპექტაკლს – „ღამის სტუმარს“ იხსენებს. მისი თქმით, ტელეკომპანია „რუთავი 2-მა“ მოითხოვა, საპრემიერო ჩვენებიდან ამოეღოთ გარკვეული ეპიზოდები, რომლებიც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ცუდი კუთხით წარმოაჩენდა.

.
რეჟისორის განცხადებით, სიუჟეტში ასახულია, თუ როგორ გადასცემს ქალი მღვდლის ფორმაში ჩაცმულ მკვლელს გასაღებს, რომელიც, სარგებლის მიღების მიზნით, პრეზიდენტის დავალებას ასრულებს; როგორ იპარება სახლში და როგორ კლავს ჟურნალისტს.


.
„შემდეგ მოსამართლე ხდება, აჯილდოებენ ღირსების ორდენით, ხდება მინისტრი, რომლისგანაც ის გოგო ინტერვიუს იღებს. იგივე გოგონა რეპორტაჟს აკეთებს მოკლულ კოლეგაზე“.
ინტერვიუში პარალელებია გავლებული სიუჟეტსა და გავრცელებულ ინფორმაციებს შორის, რომ გიორგი სანაიამ მართლაც დაკარგა გასაღები და, სავარაუდოდ, სწორედ „რუსთავი 2-ში“.
რეჟისორის თქმით, მაშინდელი „ერთი მსახიობის თეატრის“ ხელმძღვანელი, კოტე მახარაძე დააშანტაჟეს და მათთვის არასასურველი სცენები ამოაღებინეს – „ელიავაზე ბიზნესი რომ გაქვს, იმას გადავიღებთ და „გაგიპაზორებთო”.
მისი თქმით, ამ დროს სააკაშვილიც მომძლავრებული იყო და ტელევიზიას მისი მხარდაჭერა ჰქონდა.
„მახარაძე მეუბნება – ეს სპექტაკლი ამ სახით რომ გავიდეს, ეკა ხოფერია თავს ჩამოიხრჩობსო“​. ამის შემდეგ ის ეკა ხოფერიასთან საუბარს იხსენებს: „შენს თავზე რატომ მიიღე, შენ გარდა სანაიას გვერდით ეკა ბერიძეც იყო და სხვებიც, მათ ეს ამბავი თავის თავზე არ მიუღიათ-მეთქი. ჩვენთვის მტკივნეული თემაა, ამაზე მანიპულაცია არ შეიძლებაო. გამოდის, ამ სპექტაკლმა ხოფერია ლაკმუსის ქაღალდივით გააწითლა“.
სიხარულიძე მამათმავლობის ხაზის თემას ხედავს ჟვანიასა და სანაიას მკვლელობებში, რომლითაც, მისი აზრით, „ნაციონალებმა“ და „ვარდების რევოლუციამ“ იხეირა.
„რევოლუცია აქედან დაიწყეს, ამ მკვლელობით დააანონსეს, სანაიას დაკრძალვაზე 200 ათასი კაცი გამოიყვანეს ქუჩაში. სხვაგვარად ამდენ ხალხს ვერ შეკრებდნენ. დააკვირდით, ვინ იხეირა სანაიას მკვლელობით – „ნაციონალებმა“ და „ვარდების რევოლუციამ“. დღემდე ხეირობენ. ჟვანია გაწირეს და სანაიას არ გაწირავდნენ? ორივე შემთხვევაში მამათმავლობის თემა გამოიყენეს“, – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას რამაზ სიხარულძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0