x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს "მომღიმარი მანიაკი"
imageხუხ-ხოტიში(ჩინეთი, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონი) ჩამოახრჩვეს სერიული მანიაკი-მკვლელი ჩზაო ჩჟიხუნი, რომელმაც მოკლა 6 ადამიანი, გააუპატიურა 10 ქალი და ორი არასრულწლოვანი გოგონა.განაჩენი 2019 წლის 30 ივლისს აღსრულდა.



47 წლის სერიულმა მანიაკმა მეტსახელად "მომღიმარი მკვლელი" დანაშაულები 1995-2005 წლებში ჩაიდინა, იგი ამავე წელს დააკავეს.

მანიაკი მსხვერპლს საკუთარი ხელით ახრჩობდა, ერთ შემთხვევაში გამოიყენა ტელეფონის სადენი, ხოლო ერთხელაც ბასრი იარაღი.

ჟურნალისტებმა მას "მომღიმარი მკვლელი " შეარქვეს, სულ მუდამ ღიმილით საუბრის გამო.

image


აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ხუხ-ხოტიმის ტექსილის ფაბრიკაში ტუალეტში მოკლული ქალის გამო უსამართლოდ სიკვდილით დასაჯეს 18 წლის ახალგაზრდა,

ბიჭის მშობლები დიდხანს ცდილობდნენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას .ბიჭის რეაბილიტაცია მხოლოდ ნამდვილი მკვლელის დაკავების შემდეგ მოხდა.



ამ ამბის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ 2010 წლიდან გაამკაცრა კანონი მკვლელობაში ბრალდებულის მტკიცებულებებზე, კანონის მიღების შემდეგ სიკვდილმისჯილთა რაოდენობა 55 დან 46-მდე შემცირდა.

0
524
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0