x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიოს 15 ულამაზესი, ტრადიციული საქორწილო ჩაცმულობა
image



ეს ნამდვილი ხელოვნებაა!


მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ყველა პატარძალმა კარგად იცის, რომ კაბა - წმინდათა წმინდაა. ბევრ ქვეყანაში საქორწილო ჩაცმულობის - ფერი, ფორმა, ორნამენტი და სხვა არაერთი დეტალი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის საუკეთესო ამსახველია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ტრადიციული ელემენტებით შექმნილი სამოსი, თანამედროვე დიზაინერების ყველაზე ექსტრავაგანტურ "ქმნილებასაც" კი ჩრდილავს.


ნახეთ რა სილამაზეა!


1. ინდოეთი



image


ინდური ტრადიციის თანახმად, საქორწინო ცერმონიისთვის პატარძლები ძირითადად, ვარდისფერ ან წითელ კაბებს ირჩევენ. ქვეყნის ჩრდილოეთში, გათხოვილ ქალებს, შუბლის შუაგულში წითელი წერტილით განასხვავებენ.


2. ნიგერია


image


ნიგერია- აფრიკის კონტინენტზე ყველაზე უხვად დასახლებული ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 250 - მდე ერი ცხოვრობს, რომელიც 500- ზე მეტ ენაზე საუბრობს. ამიტომ, საქორწინო ცერემონიის ვიზუალური მხარე კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული. თუმცა, ნიგერიელი პატარძლები უპირატესობას, ძირითადად ნათელ ფერებს ანიჭებენ, თავზე კი ტრადიციულ თავსაბურავს - "გელეს" ირგებენ.



3. განა


image


განაში ტრადიციული ქორწილები ყოველთვის საკმაოდ "მყვირალა" და ხმაურიანია, საგულისხმოა, რომ ყოველი ოჯახი ამ საპასუხისმგებლო დღისთვის საგანგებოდ ემზადება და სადღესასწაულო კოსტიუმისთვის განსაკუთრებულ, საკუთარ ორნამენტს ირჩევს, რომლითაც ნეფე - პატარძლის სამოსელს ქარგავს.




4. მონღოლეთი



image


რაც შეეხება მონღოლეთს, აქ, ახალდაქორწინებული წყვილი ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ტრადიციულ სამოსს - "დელის" ირჩევს, "დელი" - ნაქარგიან სამოსელს წარმოადგენს, რომელიც უძველესი დროიდან მონღოლებსა და სხვა ცენტრალური აზიის მომთაბარე ტომებში საკმაოდ გავრცელებულ კოსტიუმად ითვლება.


5. იაპონია

image


ტრადიციულ იაპონურ ქორწილში პატარძალი ყოველთვის სადა, თეთრ - კიმონოშია გამოწყობილი, ეს ფერი ქვეყანაში ერთგვარ, სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოდ ითვლება.



6. ყაზახეთი

image


ყაზახურ ქორწილში პატარძალი ტრადიციისამებრ, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს, რომელსაც "საუკელე" ჰქვია, ოჯახი ქალიშვილებს მას, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან უმზადებს.


7. შოტლანდია


image


ტრადიციის მიხედვით, შოტლანდიელი მამაკაცი ქორწილში საგვარეულო კილტს იცვამს. ცერემონიის შემდეგ, კი პატარძალი, საკუთარი მეუღლის საგვარეულო მოსასხამს, მხრებზე მის ოჯახში შესვლის ნიშნად იხვევს.



8. უკრაინა


image


გუცული - ერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის კარპატებში ცხოვრობდა. მათი საქორწინო სამოსი საკმაოდ ფერადია, ხოლო თავად ქორწილი - ცეკვების, კონკურსებისა და მთელი რიგი სახალისო გათამაშებების ერთ მთლიანობას წარმოადგენს.


9. რუმინეთი


image


ტრანსილვანიის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, ქორწილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნიათ. ქორწინება ნეფე - პატარძლის მშობლების მიერ იგეგმება და ის, მთელ რიგ რიტუალურ ღონისძიებებს მოიცავს.


10. კოსოვო

image


ფოტო, რომელიც გორას რეგიონს ეკუთვნის, კოსოვოსა და მაკედონიას შორის მდებარეობს, სადაც კულტურა, ისლამს წარმართულ ელემენტებთან აერთიანებს. საქორწინო ცერემონიაზე პატარძალი თეთრ რაშზე ამხედრებული მარტო მიდის, რის შემდეგაც, ის მთელს ოჯახთან ერთად, მეუღლის მეზობლების მოსანახულებლად მიემართება.


11. ჩინეთი


image


ჩინეთში წითელი ფერი წარმატებასთან ასოცირდება და ლეგენდის მიხედვით, ის ბოროტ სულებს აფრთხობს, ამიტომ ტრადიციულ ჩინურ სამოსში ეს ფერი პრაქტიკულად ყოველთვის დომინირებს.



12. ფილიპინები


image


ეს კუნძულ ბასილანის ადგილობრივი პატარძალია. ალბათ, გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით რომ შეუღლებისას წყვილი 2 ქორწილს იხდის, ერთს ისლამურს, მეორეს კი - წარმართულს. ქორწილს უმრავლეს შემთხვევაში შეყვარებულების მშობლები გეგმავენ, ხოლო ნეფე - პატარძალი მხოლოდ საკუთარი სახეების მოხატვით არის დაკავებული.



13. უნგრეთი

image


უნგრული, ტრადიციული საქორწილო ჩაცმულობა სამი ფერის ყვავილებიანი, დაქარგული კაბისგან შედგება, რომლის ქვეშაც პატარძალი რამდენიმე სახეობის ქვედაბოლოს ატარებს, თავზე კი ფერად თავსაბურავს ირგებს.



14. ნორვეგია


image


ნორვგიაში, ტრადიციულ საქორწილო სამოსს "ბუნადს" უწოდებენ. მას ასევე, ნათლობისას ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იცვამენ. პატარძალი საქორწინო ცერემონიაზე სპეციალური გვირგვინით ცხადდება.

.


15. პერუ

image


ტრადიციული ანდესის საქორწილო კაბები - მკვეთრი ფერებითა და საგანგებოდ, მისთვის შექმნილი ორნამენტებიანი, "ფოჩებიანი" ქუდით გამოირჩევა. ამ მნიშვნელოვან დღეს, პატარძლისთვის სპეციალური - ქვედაბოლო, ხოლო სიძისთვის კი - პონჩო იკერება.





0
1106
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1106