x
image
მადამ ფისუნია
შუა საუკუნეების მხატვრები აშკარად სიამოვნებით ხატავდნენ კატებს, საკუთარი უკანალის ლოკვის პროცესში
imageროგორც ჩვენთვის ცნობილია, კატებისადმი სიყვარული და მათი გაკერპება ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ხალხებმა დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნდათ ინტერნეტი და არ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ფოტოების გაზიარება, სამაგიეროდ შეეძლოთ კედლებზე ხატვა. სწორედ მათ მიერ კედლებზე და ეტრატებზე მოხატული კატებით მსჯელობენ მეცნიერები იმის თაობაზე, თუ რაოდენ წმინდა არსებად მიიჩეოდა ეს ცელქი და გრაციოზული ცხოველი საუკუნეების წინ. უმეტესწილად, რა საკვირველია ჩვენ გვირჩევნია ვეტრფოდეთ კატების ფოტოებს სადაც ისინი საყვარლად გამოიყურებიან, იპრანჭებიან, ელეგანტურად პოზირებენ და ა.შ. თუმცა, როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ მოგვწონდა ისეთი სურათების შექმნა, რომლებიც ჩვენი საყვარელი ცხოველის სულ სხვა მდგომარეობას ასახავდა - უკანალის ლოკვის პროცესს!

არსებობს რამდენიმე ვერსია ამ ნამუშევრების შესახებ:

შესაძლოა არსებობდა შუასაუკუნეების თავისებური იუმორის გარკვეული გრძნობა, რაც ამ ტენდენციას უწყობდა ხელს. შესაძლებელია, ეს ერთგვარი აღტაცება ამ ცხოველით იყო გამოწვეული იმით, რომ კატებმა მშვიდად შეინარჩუნეს სისუფთავე ძალადობის, სიბინძურისა და დაავადების ბრუტალურ ხანაში. ან, სულაც, შესაძლოა ეს არის და ვინჩის საიდუმლო კოდი, რომელიც მიგვანიშნებს წმინდა გრაალის ადგილმდებარეობის შესახებ.

ასეა თუ ისე, კარგია სიცილი, ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ენერგიით აღავსებს ორგანიზმს - ვიმხიარულოთ!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0