x
image
melody_inside
რატომ აკრძალეს დასავლეთში და რუსეთის რიგ ქალაქებში ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა

დასავლეთში აიკრძალა ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე.


ენერგეტიკული სასმელი შვილებს გვიკლავს!



image

ჯერ კიდევ 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყველა დიდმა სუპერმარკეტმა აკრაძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა, წერს The Stuff.



შეზღუდვა შეეხო სასმელებს, რომლებშიც კოფეინის შემცველობა აღემატება 150 მგრ-ს ერთ ლიტრზე.

ასეთი მეოთოდის დანერგვა გადაწვიტეს იმიტომ, რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვები მოიხმარენ კოფეინის და შაქრის შემცველ უფრო მეტ სასმელს, ვიდრე ახალგაზრდები ევროპის სხვა ქვეყნებში.


ეს ბავშვებში მრავალ პრობლემას იწვევს - ჰიპერაქტიურობიდან დაწყებული თავის ტკივილებამდე.




image


ენერგეტიკულების მავნებლობა მდგომარეობს არა იმდენად მოქმედ ნივთიერებებში, რამდენადაც ერთ ქილაში არსებულ მათ კონცენტრაციაზე. სასმელის ერთ 500 მლ-იან ქილაში კოფეინის შემცველობა 160 მგრ-ია. ეს დოზა კი აღემატება 11 წლის ბავშვის დღის დოზას.

ამავე დროს, ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობის მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ შეფუთვაზე აღნიშნული არ არის ყველა შემადგენელი ინგრედიენტი. ჯერ კიდევ 2012 წელს ჩინეთის კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარული ენერგეტიკული სასმელის შემადგენლობაში შედის ისეთი ინგრედიენტი, როგორიცაა ნატრიუმის ბენზოატი. ის საშიშია მხოლოდ კოფეინთან ერთად. ხანგრძლივი მოხმარებისას ეს ნაერთი იწვევს შეჩვევას, რომ არაფერი ვთქვათ მომატებულ შფოთვაზე, თავის ტკივილზე, ხმაურზე ყურებში და სხვა მრავალ უსიამოვნო სიმპტომებზე.

image

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ენერგეტიკული სასმელის მოქმედების პრინციპი ერთნაირია - ისინი მკვეთრად ასტიმულირებენ ნერვული სისტემის მუშაობას, მაგრამ შემდეგ ახალი ძალებით ბრუნდება დაღლა. გარდა ამისა, შაქრის დონე მატულობს სისხლში, ორგანიზმიდან გამოირეცხება კალცი და მკვეთრად უარესდება კბილების მდგომარეობა- ენერგეტიკულები შლიან კბილის მინანქარს. იწვევს თავის ტკივილს, შაკიკს, უძილობას, წნევის მომატებას, გულ- სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას, ღებინებას, დიარეას. და, რა თქმა უნდა ეს სასმელები ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ ახლგაზდებს, განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს, რადგან მათი ორგანზმის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა. სამწუხაროდ კი ამ ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან.




„ეს სასმელი პოპულარობით სარგებლობს იმ ახალგაზრდებში, რომლებიც თვლიან, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი უალკოჰოლო სასმელია. ახალგაზრდებმა და მათმა მშობლებმა ხშირად არ იციან ამ სასმელში მაღალი დონით არსებულ სტიმულატორებზე“, - განაცხადა NASUWT-ის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.

მრავალმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა უკვე თქვა უარი გაყიდოს ენერგეტიკული სასმელები 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

უკვე ეს საკითხი ყურადღების ცენტრშია მოქცეული ენერგეტიკული სასმელების „აყვავების“ და მისი დაბალი თვითღირებულების გამო. (მაგალითად ოთხი 250 მლ-იანი ქილა სულ რაღაც ერთი ფუნტი ღირს. საქართველოში კი 70 თეთრიდან ზემოთ).


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა უკვე აკრძალა შოტლანდიის საავადმყოფოებში ენერგეტიკული სასმელების ბავშვებზე მიყიდვა.




image



2017 წელს ქვეყანაში დაახლოებით 669 მილიონი ლიტრი ენერგეტიკული სასმელი გაყიდეს, რომლის გაყიდვის მოცულობამ 1, 65 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.



საზოგადოებრივი კვების ადგილებშიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური აპირებს მიიღოს ეს პოლიტიკა.


ასევე პეტრბურგშიც, შემოღებულია კანონი რომელიც კრძალავს არასრულწლოვნებზე მატონიზირებელი სასმელების გაყიდვას. არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა რიგ დაწესებულებებშიც.


ნებისმიერ მაღაზიაში ენერგეტიკული სასმელის გაყიდვისას გამყიდველმა უნდა შეამოწმოს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ მყიდველი სრულწლოვანია.


image


ამას ემატება ისიც, რომ ენერგეტიკული სასმელები აღარ გაიყიდება საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამედიცინო დაწესებულებში. დარღვევის შემთხვევაში _ ჯარიმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პეტერბურგი არ არის პირველი ქალაქი რუსეთში, სადაც შემოღებულია შეზღუდა ენერგეტიკული სასმელების გაყიდვაზე. ანალოგიური კანონები ადგილობრივ დონეზე მიიღეს ამურის, მოსკოვის და ომსკის ოლქებში.


იხილეთ ვიდეო:



მიუხედავად ექიმების დიდი ძალისხმევისა, ესპანეთში ამ ახალგაზრდის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. ენერგეტიკულმა სასმელებმა მას გული გაუხეთქეს!







თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთ აკრძალვასთან? მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?



იხილეთ ასევე:


საშიშია თუ არა კონდიციონერი ბავშვებისთვის? კონდიციონერი - კარგია და საჭიროა. რა თქმა უნდა, თუ სწორად იყენებთ მას! საჭიროა: 1. მოწყობილობის ყურადღებით შერჩევა. ინტენსიურობის რეგულირების და ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების შესაძლებლობა. 2. ინსტრუქციის შესწავლა...


საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 400 გვერდიანი ანგარიში მოამზადა ადამიანის თვალებზე და ორგანიზმზე დიოდური ნათურების მოქმედების საშიშროებაზე. ისინი მოუწოდებენ თანამდებობის პირებს გადახედონ მაქსიმალურ ზღვარს იმ დიოდური ნათურების ზემოქმედებისა, რომლებიც ასხივებენ მეტ ცისფერ სინათლეს, ვიდრე განა...

ხარ გაფრთხილებული - ნიშნავს, ხარ შეიარაღებული. 1. მისცე უფლება შევიდეს უკანა კარებში დაცვის გარეშე, ამგვარად დაფეხმძიმება შესაძლებელია. როგორ? შესვლისას, უფრო სწორად კი დამთავრებისას, სპერმა ყოველთვის შიგ არ რჩება - მას შეუძლია გადმოვიდეს და დანიშნულების ადგილზე მოხვდეს. 2. პრეზერვატივის კბილებით გახსნა.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რუსი პროფესორი სერგეი ბუბნოვსკი ამტკიცებს, რომ მან იპოვა ყველაზე წარმატებული მეთოდი იმუნიტეტის ამაღლებისთვის. ამისთვის კი აუცილებელია გამოიყოს ჩვენი დროის მხოლოდ 15 წამი. თუ თქვენ სუსტი იმუნიტეტი გაქვთ, ხშირად იტანჯებით გრიპით და გაციებით, ან შეგაწუხათ ალერგიამ, სც...

არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სექსი - საუბრობს ფილოსოფიის დოქტორი, ექსპერტი ქრისტენ მარკი. ამავე ლოგიკით, არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციები ქალიშვილობის დაკარგვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი მომენტის აღწერა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა გოგონამ....


1
402
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
402
  
2019, 2 აგვისტო, 15:19
საინტერესო სტატიაა. ნებისმიერი ენერგეტიკული სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, რაც ადრენალინის დიდი რაოდენობით გამოყოფას უწყობს ხელს.
კოფეინი თავის მხრივ ხელს უწყობს წნევის აწევას და გულის რიტმის აჩქარებასაც.
0 1 1