x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ივანე ჯავახიშვილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე
ივანე ჯავახიშვილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ნახატის ავტორი ვალერიან სიდამონ-ერისთავი


"რუსეთის მთავრობისთვის, საზოგადოდ, საქართველოს გაძლიერება საჭირო სრულებითაც არ იყო. საქართველო ისეთ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის დაუხმარებლივ მას თავის დაცვა არ შეძლებოდა და მუდამ მხოლოდ რუსეთის შემავედრებელი და ხელის შემყურე ყოფილიყო.

მაშასადამე, ყოველთვის ისე იყო ხოლმე, რუსეთის დახმარებას დასაწყისში გარეგნულად დიდი სახელი და რიხი ჰქონდა, შედეგად კი, მუდამ საშინელი და დამღუპველი, ჩვენი პატარა, მტრებით გარშემორტმული ქვეყნისა და ერისათვის. რუსეთის უპირობობა და საქართველოს უმწეოდ მიტოვება მტერთან ბრძოლის დროს, საქართველოს მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე (საგარეო) მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევას და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა.


ივანე ჯავახიშვილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე



მეფისა და მთავრობის პატივისცემასა და უფლების გაქარწყლებას ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის პოლიტიკა, საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთთან და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომლებიც რუსეთის მფარველობისა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შინაური ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისაგან დასუსტებულ სახელმწიფოს."


ივანე ჯავახიშვილი. ნაწყვეტი ნაშრომიდან "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
559
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
559
  
2019, 31 ივლისი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 ივლისი, 16:26
B-no Tornike, dzalian kargi statiebi gaqvt. Rac sheexeba egretwodebul rusets: misi identificireba samehxarod ar monxdara oficialurad doneze saqartveloshi. Me chavarare garkveuli kvlevebi , ixilet chami posti Facebook ze pavle aqauri. Tu momwert , kargi iqneba, tqveni kaxaber chgladzis da sxva saintereso patrioti qarrvelebis gacnoba!
0 1 2