სხვა მთვრალმა კაცმა გველს უკბინა და... გველი მოკვდა 2019, 30 ივლისი, 14:49 შემთხვევა ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში მოხდა, იუწყება სააგენტო Reuters-ი. გველი სახლში იმ დროს შესრიალდა, როდესაც მამაკაცი სახელად რაჯ კუმარი სპირტიან სასმელს მიირმევდა. "გველმა უკბინა, საპასუხოდ თვითონაც კბილებით ჩაფრინდა გველს"-ამბობს რაჯას მამა, ბაბუ რამ კუმარი. ამის შემდეგ რაჯ კუმარი შეუძლოდ გახდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რა გახდა მამაკაცის ცუდად გახდომის მიზეზი უცნობია, რადგან როგორც გაირკვა გველი შხამიანი არ იყო. "შემთხვევა განსაკუთრებით უცნაურია-აღნიშნა რაჯ კუმარის მკურნალმა ექიმმა- მქონია შემთხვევები, როცა გველისგან დაკბენილი ადამიანი მოუყვანიათ, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც თავად პაციენტის მიერ დაკბენილი გველი ჩანთით მოეტანოთ".გველი მოკვდა, რაჯ კუმარის მდგომარეობა სტაბილურია. ანალოგიური მოხდა ინდოეთში ამა წლის მაისში, ინდოეთის შტატ გუჯარატში 70 წლის მოხუცს გველმა უკბინა, განრისხებულმა მამაკაცმა საპასუხოდ გველს სხეულის ნაწილი მოაკვნიტა, თუმცა ამ შემთხვევაში პენსიონერი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 686 5-ს მოსწონს
|