ძალიან საინტერესო არსებები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე -ხმალკუდა კიბორჩხალები. ისინი განსაკუთრებული არიან იმით, რომ როდესაც იღებენ რაიმე ინფექციას, მათი სისხლი იმ ადგილას სქელდება და გადაიქცევა რაღაც სითხედ, რომელიც ძალიან გავს ჟელეს.
დაზარალებული ნაწილი, მაგალითად, ფეხი ან კუდი არ აძლევს საშუალებას, რომ ინფექცია გავრცელდეს.ამ სახეობის კიბორჩალები მკაცრი მეთალყურეობის ქვერშ იმყოფებიან. არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელთაც აქვთ ლიცენზია, რათა იმუშაონ ასეთ კიბორჩალებზე. ისინი იღებენ სისხლს კიბორჩხალებიდან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიბორჩალას ზისტად იმდენი სისხლის გაღება შეუძლია, რამდენის გაღებაც არ ავნებს მის ორგანიზმს.
მათ სხეულში იდგმება სპეციალური მილი, საიდანაც სისხლი მიედინება.
ფარმაკოლოგიური კომპანიებისთის საჭიროა სკრაბი მახვილკუდას სისხლი, რათა შემოწმდეს წამლები, ტაბლეტები, კაფსულები საინექციო სითხეები ენდოტოქსინების (ტოქსიკური და მავნე ბაქტერიები) არსებობაზე ორგანიზმში, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ტესტირებულ წამალს ემატება ერთი წვეთი ხმალკუდა კიბორჩხალას სისხლის წვეთი, თუ სისხლი გადაიქცევა ჟელეს მსგავს მასად, მაშინ წამალი იგზავნება მორიგ ტესტირებასა და გამოსაცემად.
სისხლის აღების შემდეგ კიბორჩხალებს აბრუნებენ თავდაპირველ სამყოფელში.
ბოლო დროს მეცნიერები ცდილობენ მიიღონ სითხე, რომელიც იდენტური იქნება კიბორჩლას სისხლთან. სინთეზური ანალოგი უკვე გადის ტესტირებას. მოკლე დროში უკვე შსაძლებელი იქნება, რომ კომპანიებმა ვეღარ შეძლონ ხმალკუდა კიბორჩხალების ბარბაროსული გამოყენება თავიანთი მიზნებისთვის.