საზოგადოებრივი იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში 2019, 28 ივლისი, 11:47 როგორც ძველბერძნული, ასევე სხვა ანტიკური წერილობითი წყაროებიდან, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევებიდან ირკვევა პროტოქართველური (იბერო-კოლხური), თუ იბერო-კავკასიური მოდგმა განსახლებული იყო არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი მცირე აზიის ტერიტორიებზე და უფრო შორსაც, საბერძნეთის ტერიტორიაზეც. სერ არტურ ევანსმა 1900 წელს აღმოაჩინა A-ხაზოვანი წარწერები კუნძულ კრეტაზე. ეს ტექსტები უკვე გაშიფრულია. აღმოჩენილია სულ 1427 ასეთი წარწერა. მეცნიერ გია კვაშილავას განცხადებით ეს საერთოქართველურ ენაზე შესრულებული 4000 წლის წინანდელი წარწერებია. მნიშვნელოვანია კავკასიის, წინა აზიის და სამხრეთ ევროპის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ დასკვნა გაკეთებული თავად არტურ ევანსის მიერ (ევანსი, 1895, 85), რომელიც დარწმუნებით აცხადებს, რომ "კრეტის მკვიდრი მოსახლეობა მეტყველებდა არაელინურ ენაზე." კუნძულ კრეტას სხვათაშორის ბიბლიაში ებრაელები მოიხსენიებენ, როგორც "ქრთ"-ს ან "ქართს". იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე ელინები საერთოდ არ იყვნენ მოსულნი. არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ კრეტაზე ბერძნები პირველად ძვ.წ. 1450 წელს ჩავიდნენ. ეს მოხდა სანტორინზე, თირაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დასუსტდა კნოსოსის მმართველობა, და ამის შემდგომ ნელ-ნელა, 100 წლის განმავლობაში ბერძნები იკავებენ კუნძულ კრეტას. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად კონტინენტურ საბერძნეთში ბერძნები პირველად მოვიდნენ დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს, ხოლო ის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ბერძნებს იქ დახვდათ, არ იყო არც ელინური და მეტიც, არც ინდო-ევროპული. (მეტის გასაგებად გაეცანით შემდეგ სტატიებს: 1) იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები; ასევე 2) იბერო-კოლხური ცივილიზაცია; 3) კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან; 4) იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები) და 5) იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების ტერიტორია თუ გაეცანით ზემოთჩამოთვლილ სტატიებს, მაშინ დაეთანხმებოდით აკაკი ურუშაძეს, როდესაც უძველესი წერილობით წყაროებისა და მრავალი მეცნიერის მოსაზრების გათვალისწინებით, ის (აკაკი, ურუშაძე, 1964, გვ.145) ასკვნის, რომ ეს კოლხური ტომები: მაკრელები, იგივე მაკრონები, ასევე დოლიონები და მუშქები სხვა პელასგურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი. ისტორიულ ხანაში კი ამ ტომების ოდინდელი სამკვიდრებლის თანდათანობითი დავიწროება მოხდა. ხეთური (იგივე ნესიტური), ლუვიური, ასურული, ეგვიპტური, ურარტული, ებრაული, ბერძნული, ლათინური და სხვა წყაროების მიხედვით, ირკვევა, რომ ქართველური მოდგმის (მაკრელების ანუ მაკრონების, დოლიონების, ქაშქების, მუშქების და სხვა პროტოქართული ტომების საცხოვრისი იყო კავკასია, შავიზღვისპირეთი, მცირე აზია, კუნძული ევბეა, კუნძული კრეტა, ბალკანეთის ნახევარკუნძული, თესალია და პელასგია, ეგეოსისზღვისპირეთი და სხვა ტერიტორიები). ამ მხრივ ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია (1943, გვ.14; 1946, გვ.19; 1948, გვ.19) წერენ: "დაახლოებით 6 ათასი წლის წინ (ძვ.წ. მე-40 საუკუნეში) წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინის და იბერიის ანუ პირინეის ნახევარკუნძულებზე, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამ მოდგმის ხალხები წინ უსწრებდნენ შემდგომში მოსულ ინდო-ევროპელებს, რომელტაც ადგილობრივი მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს." კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე281 2-ს მოსწონს
|