საზოგადოებრივი იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების ტერიტორია 2019, 28 ივლისი, 7:13 როგორც ძველბერძნული, ასევე სხვა ანტიკური წერილობითი წყაროებიდან, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევებიდან ირკვევა პროტოქართველური (იბერო-კოლხური), თუ იბერო-კავკასიური მოდგმა განსახლებული იყო არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი მცირე აზიის ტერიტორიებზე და უფრო შორსაც, საბერძნეთის ტერიტორიაზეც. სერ არტურ ევანსმა 1900 წელს აღმოაჩინა A-ხაზოვანი წარწერები კუნძულ კრეტაზე. ეს ტექსტები უკვე გაშიფრულია. აღმოჩენილია სულ 1427 ასეთი წარწერა. მეცნიერ გია კვაშილავას განცხადებით ეს საერთოქართველურ ენაზე შესრულებული 4000 წლის წინანდელი წარწერებია. მნიშვნელოვანია კავკასიის, წინა აზიის და სამხრეთ ევროპის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ დასკვნა გაკეთებული თავად არტურ ევანსის მიერ (ევანსი, 1895, 85), რომელიც დარწმუნებით აცხადებს, რომ "კრეტის მკვიდრი მოსახლეობა მეტყველებდა არაელინურ ენაზე." იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე ელინები საერთოდ არ იყვნენ მოსულნი. არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ კრეტაზე ბერძნები პირველად ძვ.წ. 1450 წელს ჩავიდნენ. ეს მოხდა სანტორინზე, თირაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დასუსტდა კნოსოსის მმართველობა, და ამის შემდგომ ნელ-ნელა, 100 წლის განმავლობაში ბერძნები იკავებენ კუნძულ კრეტას. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად კონტინენტურ საბერძნეთში ბერძნები პირველად მოვიდნენ დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს, ხოლო ის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ბერძნებს იქ დახვდათ, არ იყო არც ელინური და მეტიც, არც ინდო-ევროპული. (მეტის გასაგებად გაეცანით შემდეგ სტატიებს: იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები; ასევე იბერო-კოლხური ცივილიზაცია; კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან; და იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები) თავად კუნძულ კრეტას სახელწოდება ბიბლიაში საკმაოდ საინტერესოა. ბიბლიის მიხედვით მას ჰქვია "ქრთ" ან "ქართ". ბ-ხაზოვან წარწერებში კრეტას ჰქვია "კერესიო". მცირე აზიაში მაცხოვრებელი ლუვიელები კი მას ეძახდნენ "კურსანტა"-ს. გია კვაშილავას მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ A-ხაზოვან წარწერებში ეს კუნძული მოხსენიებულია, როგორც "ლასითი". საინტერესოა ის, რომ ბერძნებმა თავისი B-ხაზოვანი წარწერების შექმნისთვის, დამწერლობა ისესხეს მათი წინამორბედი პელაზგებისგან. "ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს, თვითონ არ შეუქმნიათ დამწერლობა. ისინი სესხულობდნენ წერით სისტემებს, რომელნიც შექმნილი იყო არაინდო-ევროპული ენებისთვის. ასე მაგალითად, ისტორიულ ხანაში მიკენის ბერძნებმა თავიანთი ენისთვის სხვა წყაროდან ისესხეს B-კლასის ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობის ნიშნები. ეს წყარო გახლდათ A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც შეიქმნა არაინდო-ევროპული (მონოსური ანუ მინოური) ენისთვის. (გამყრელიძე, ივანოვი, 1995, I, გვ. 783-784; ასევე 1984, II, გვ.887-888). ეს ენა მოცემულია A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებულ თიხის ფირფიტებსა და სხვა ნივთების წარწერებზე, რომლებიც აღმოჩენილი კ. კრეტის მრავალ ადგილას. მათი კვალი ასევე ჩანს ეგეოსურ კუნძულებზეც. (ჩედვიკი, 1976, გვ.4). თ. გამყრელიძისა და ვიაჩესლავ ივანოვის (გამყრელიძე, ივანოვი, 1995, I, 799, 801; ასევე 1984, II, 904, 906-907) აზრით, ჰიპოთეზა ბერძნული ტომების მოსვლის შესახებ, მათი საცხოვრისის ისტორიულ ადგილებში, მცირე აზიის გავლით ეგეოსის კუნძულებსა და კონტინენტურ საბერძნეთში, გასაგებს ხდის ბერძნულში ქართველური (სამხრეთკავკასიური) წარმოშობის ლექსიკის მთელი შრის არსებობას. გაუგებარი ეტიმოლოგიის ბერძნულ სიტყვათა მთელი რიგი ახალი გამოკვლევების შუქზე არაორაზროვან პარალელებს ჰპოვებს ქართველურში (შდრ. გორდეზიანი, 1969; გორდეზიანი, 1970, გვ.217 და შმდ: ფურნიე, 1979) და ადასტურებს ენობრივ კონტაქტებს, რომლებიც უძველეს ეპოქაში არსებობდა ბერძნულ და ქართველურ დიალექტებს შორის. (Furnee, 1979, გვ.14 და შმდ.) იმ შემთხვევაში, თუ არასწორია გამყრელიძე-ივანოვის ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ინდო-ევროპელების წინარე სამშობლო იყო დღევანდელი სომხეთის სამხრეთით მდებარე მიწები და აქედან მოხდა შუა აზიისა და რუსეთის გავლით ინდო-ევროპელთა შესვლა კონტინენტურ ევროპაში, და მართებულია სამეცნიერო წრეებში ის, ბევრად უფრო მიღებული ვერსია, რომ ინდო-ევროპელები გავრცელდნენ მსოფლიოში ე.წ. "იამნაიას კულტურიდან", ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, რომ ბერძნულ ენაში არსებობს ქართველური წარმოშობის ლექსიკის მთელი შრე და გაუგებარი ეტიოლოგიის ბერძნულ სიყვათა მთელი რიგი არაორაზროვან პარალელებს ჰპოვებს ქართველურ ენებში. ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის ერთადერთი და ყველაზე ლოგიკური ახსნა იქნება ის, რომ პროტობერძნები ჯერ იამნაიას გამოყოფილ ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომლებიც მოვიდნენ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიებიდან, შემოვიდნენ დაახლოებით ძვ.წ. 23-ე საუკუნეში ბალკანეთის ტერიტორიაზე და დაიწყეს თანდათან ბერძნული ენის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო ძვ.წ. მე-20 საუკუნეში და საბოლოოდ ფორმირდა დაახლოებით ძვ.წ. მე-16 საუკუნისთვის და ძვ.წ. მე-15 საუკუნეში ის უკვე დაფიქსირდა B-ხაზოვან წარწერებში. ხოლო ასეთ პირობებში, როდესაც ბერძნებს ჩამოყალიბების პროცესში არ ჰქონდათ დიდი კავშირები და არ იყვნენ განსახლებულნი ჯერჯერობით მცირე აზიის ტერიტორიებზე (სადაც მოსახლეობდნენ პროტოქართველური ტომები) და დაკავებულნი იყვნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის დამხვდური მოსახლეობის ასიმილაციით და მათი კულტურის შეთვისებით, მათ ვერ უნდა მიეღოთ ამხელა გავლენები ქართველური დალექტებიდან. ეს გავლენები მათს ენაში აიხსნება მხოლოდ იმით, რომ თავად ე.წ. "პელასგები" ძალიან ახლოს ენათესავებოდნენ იბერო-კოლხურ ტომებს ან არათუ ენათესავებოდნენ, არამედ თავადაც იყვნენ ქართველურნი და პროტოქართველთა განსახლების არეალი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამხრეთ-კავკასიითა და წინა აზიით. სხვათაშორის ბალკანეთში ბერძნების ჩრდილოეთიდან მოსვლას მოჰყვა იმავე მხრიდან სხვა ინდო-ევროპელების - ჯერ თრაკიელების ტალღა და შემდგომ ფრიგიელებისა. თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი კი (1995, I, გვ.799, 801-802) აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა ბერძნულსა და ქართველურს შორის, რომელიც თავს იჩენს სწორედ არაინდო-ევროპული წარმოშობის, წინაბერძნულ, პელასგურ სიტყვებში, უნდა აიხსნას იმით, რომ ბერძნულმა ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი, ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას სადღაც ახლო აღმოსავლეთში, წინარესამშობლოდან დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიული საბერძნეთის ტერიტორიებზე. ბერძნებამდელი (პელასგური) და კავკასიური, კერძოდ სამხრეთ კავკასიური ანუ ქართველური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზებს გამოთქვამდა არაერთი დიდი მკვლევარი, როგორებიც იყვნენ: ლ. ჰერვასი, ვ. ჰუმბოლდტი, ფ.ჰომელი, ფ. მიულერი, ნ. მარი, ი. ჯავახიშვილი, მ. ჯანაშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, მ. სერგიევსკი, ს. ჯანაშია, გ. ჩიტაია, ს. მაკალათია, გ. დეეტერსი, არნ. ჩიქობავა, პ. ბერაძე, თ. ყაუხჩიშვილი, ე. ფურნეე, რ. ბეეკესი, შ. ძიძიგური, რ. გორდეზიანი, ჰ. ცებიში, ზ. გამსახურდია, რ. შმიტბრანდტი და სხვები. სულ 150 მკვლევარი და ამის შესახებ კვლევების უამრავი მასალაა დაგროვილი. კუნძულ კრეტა კაცობრიობის არსებობის პერიოდიდან, დიდი ხნის განმავლობაში დაუსახლებელი რჩებოდა და პირველად იქ დასასახლებლად შესულ ხალხს დახვდა სრულიად ცარიელი კუნძული, სადაც არანაირი ცივილიზაცია არ ყოფილა. პირველად ადამიანებისგან კრეტის დასახლება ძვ.წ. მე-6 ათასწლეულის დასაწყისში მოხდა, დღევანდელი დღიდან დაახლოებით 8000 წლის წინ. ამ კუნძულის პირველმოსახლეები სწორედ სამხრეთ კავკასიელი ტომები იყნენ, რომელთაც იქ დააფუძნეს პირველი ცივილიზაცია. მათ იქ შეიტანეს ვაზი, ხორბლეული და ბრინჯაოს წარმოების კულტურა, რაც დადასტურებულია არქეოლოგიური კვლევებით. დაახლოებით ამ პერიოდიდან როგორც კრეტაზე, ასევე მთელ დღევანდელ საბერძნეთში მოსახლეობდნენ ნათესაური წარმომავლობის არაინდო-ევროპელი ტომები, რომლესაც შემდგომში პელაზგები ეწოდათ. აპოლონიოს როდოსელს აქვს მოთხრობილი მაკრელების, იგივე მაკროკეფალების, დოლიონებისა და მუშქების (ასევე იხ. პროტოქართველები ბიბლიაში) განსახლების შესახებ, სადაც ის მაკრელთა ტომს პირდაპირ პელასგებად თვლის. ეს ცნობა შემდეგი ხასიათისაა: "დოლიონებმა არგონავტებზე იფიქრეს, რომ მაკრელ ბაჟკაცთა პელასგური ლაშქარი მოგვადგაო." ამას სქოლიასტი (Merkel, 1854, 363-364) ამგვარად განმარტავს: "მაკრელი - ეგრედ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან კუნძულ ევბეადან, საიდანაც მაკრონები ეწოდათ. საქმე ისაა, რომ კუნძულ ევბეას მაკრისიც ერქვა. პელასგური კი იმიტომ თქვა პოეტმა, რომ კუნძული ევბეა მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელიც უწინ პელასგიად იწოდებოდა. მაკრონები დოლიონების მეზობლები იყვნენ." სტრაბონის (strabo XII.3.18; Jones 1961, V, გვ.398-399), სტეფანე ბიზანტიელისა (გეორგიკა, III, 1936, გვ. 281) და ევსტათი თესალონიკელის (ურუშაძე, 1964, გვ.128) მიხედვით, მაკრონი პელასგური მოდგმის დასავლურ ქართველური (კოლხური) წარმოშობის მეგრელ-ჭანთა/ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავს (იხ. ჯავახიშვილი 1908, გვ.24-25); ჩიქობავა 1936, გვ.4; მეგრელიძე 1938, გვ.67; მაკალათია 1941, გვ.129 და 136). მათი გვიანდელი განსახლების კერა იყო ევქსინის პონტოს ანუ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო, მაგრამ მათი უწინდელი განსახლების სივრცე შავი ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებს მოიცავდა. რაც შეეხება დოლიონებს, მათ შესახებ აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტი (I, 1037) წერს: "ეფოროსი (კვიმელი) ამბობს, რომ დოლიონები პელასგები იყვნენ." (უფრო ვრცლად იხ. ურუშაძე, 1964, გვ.144, 294-195, 371). აპოლონიოს როდოსელის (I.936-1022) ცნობით, დოლიონები მოსახლეობდნენ მცირე აზიაში, მდინარე ესეპოსსა (ამჟამინდელი გიონენი) და მდინარე რინდაკოსს (დღევანდელი მუსტაფაქემალფაშა) შუა მდებარე მხარეში. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ მაკრონები და დოლიონები და მათი განსახლების არეალში ან ამ არეალის პირდაპირ მეზობლად მდებარეობდა ქალაქი ტროა. მასალა შეგროვებულია მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალისტის, გია კვაშილავას მიერ კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე595 2-ს მოსწონს |
ხეთური (ნესიტური), ლუვიური, ასურული, ეგვიპტური, ურარტული, ებრაული, ბერძნულ-ლათინური და სხვა წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველური მოდგმის (მაკრელების ანუ მაკრონების, დოლიონების, ქაშქების, მუშქების და სხვ.) ტომების საცხოვრისი იყო: კავკასია, შავიზღვისპირეთი, მცირე აზია, კ. ევბეა, კ. კრეტა, ბალკანეთის ნახევარკუნძული (თესალია და პელასგია) ეგეოსისზღვისპირეთი და სხვა ტერიტორიები.
ამ მხრივ, ივ. ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია (1943, გვ.14; 1946, გვ.19; 1948, გვ.19) წერენ:
"დაახლოებით 6 ათასი წლის წინ (ძვ.წ. მე-40 საუკუნეში) წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინის და იბერიის ანუ პირინეის ნახევარკუნძულებზე, აგრეთზე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები, ევროპაში ამ მოდგმის ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდო-ევროპელებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს.