x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ
image


სწორი კვება – ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა კარგი ჯანმრთელობის, სილამაზის, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ჯანსაღად კვების გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან ადამიანების უმეტესობა იღებს. თუმცა, სწორი კვების პრინციპების დაცვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით დასაწყისში. მით უმეტეს, რომ რეკლამას და არასწორ ინფორმაციას შეუძლია მცდარი წარმოდგენა შეგვიქმნას პროდუქტზე.




იოგურტი ყველაზე სასარგებლო საკვები


image


იოგურტს ხშირად წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტებს მიაკუთვნებენ, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას მის შემადგენლობაში შემავალი სპეციფიური ბაქტერიების წყალობით. სინამდვილეში მის თვისებებს გადაჭარბებულად აფასებენ და მისი მიღება ხშირად ნამდვილად არ ღირს. ორგანიზმი დიდ ძალისხმევას ხარჯავს პასტერიზებული რძის ათვისებაში. ამას გარდა, მაღაზიის იოგურტების შემადგენლობაში შედის შაქარი, არომატული და გემრიელი დანამატები, საღებავები და სხვა საეჭვო ინგრედიენტები. იოგურტი წარწერით "უცხიმო, " ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ რძის პროდუქტს ორგანიზმი კარგად აითვისებს და არ გამოიწვევს წონის მატებას.



ვეგანური ბურგერი გემრიელი და სასარგებლო


image


ვეგანური ბურგერი, მაინც ბურგერია. თეთრი ბულკისა და სოიოს კატლეტისგან ვერავითარ სარგებელს მიიღებთ. ეს სხვა სოიოს პროდუქტებსაც ეხება (სოსისი და მსგავსი ხორცის იმიტაცია), რომელსაც ძალიან რთულად ითვისებს ორგანიზმი, რაც არა მხოლოდ წონაში მატებას იწვევს, არამედ ნაადრევ სიბერესაც.


სოიოს პროდუქციის კარგი რეკლამირება ხდება იაპონიის ხარჯზე. თუმცა, თავად იაპონელები დიდი რაოდენობით სოიოს პროდუქტს არ მოიხმარენ, სოიოს კატლეტს კი, მით უმეტეს, არ ჭამენ. სოიო მათ რაციონში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ცოტაოდენი ტოფუ (სოიოს ხაჭო), სოიოს სოუსი და ბუნებრივი სოიოს მარცვლები. ამასთან, ეს პროდუქტი იაპონელებისთვის არ წარმოადგენს ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის წყაროს, ის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია მათი ტრადიციული ჩვევებისა და ცხოვრების პირობების.



100% წვენი კონსერვანტების გარეშე – ჯანმრთელობაზე ზრუნვა


image


მაღაზიაში ნაყიდი წვენი უნდა განვიხილოთ, როგორც კოკა-კოლას უკეთესი ალტერნატივა. თუმცა, ახალგამოწურულ წვენთან შედარებით გაზიან სასმელზე უკეთესი არ არის. წვენები, რომელიც მაღაზიის თაროებზეა გამოფენილი (მაცივრის გარეშე) და ვარგისიანობის ვადა რამდენიმე თვე აქვს, პასტერიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გააჩნია სასარგებლო ფერმეტები, დაკარგული აქვს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დიდი ნაწილი.



რძის ნაყინი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნაღების, მასში ნაკლები კალორიაა


image


ჩვენს ორგანიზმს უჭირს ციფრებსა და კალორიებში ორიენტაცია, და არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს ძროხის რძესთან. ამსთან, ძალიან ცუდად ითვისებს ისეთ რძეს, თუ მოხდა მისი სტერილიზაცია და პასტერიზაცია. ნაღები და ნაღების კარაქი ამ მხრივ, ორგანიზმისთვის უფრო სასიამოვნოა, რადგან არ შეიცავს კაზეინს, რომელიც წარმოადგენს მთავარ სირთულეს რძის პროდუქტების ასათვისებლად. ამას გარდა, ნაღების ნაყინის გემო გაცილებით უკეთესია.


ყველაზე სასარგებლო დესერტი ხილია!


image


ნამდვილად, ხილი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი ათვისება სწრაფად ხდება და ორგანიზმს უზრუნველყოფს უამრავი სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით. თუმცა, მისი დესერტად აღქმა არ შეიძლება. ხილი უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. უმჯობესია ის დილით მიიღოთ. თუ მას როგორც დესერტს ისე მიიღებთ, ეს გამოიწვევს ფერმენტაციის (ლათ. fermentatio დუღილის გამოწვევა) პროცესს, რაც სასიამოვნო და სასარგებლო სულაც არ არის.



ასევე დაგაინტერესებთ:


7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან!


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


6 პროდუქტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალს ანადგურებს


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!

2
792
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
792
  
2019, 31 ივლისი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 ივლისი, 12:15
საინტერესოს და სასარგებლოც.
სამწუხაროდ ჩვენთან კვების პროდუქტების დიდი წილი იმპორტირებულია, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენი პროდუქციის რეალიზება უნდა იყოს პრიორიტეტული, მაგრამ კარტელური შეთანხმებების გამო ასე არ ხდება...
0 1 2