სხვა გოგონამ 6 ნეკნი ამოიღო, რომ ცნობილი ანიმაციური ფილმის გმირს დამსგავსებოდა 2019, 27 ივლისი, 0:05 28 წლის შვედი, პიქსი ფოქსი ბავშვობიდან, მსოფლიო პოპულარობაზე ოცნებობდა. მოზარდობის ასაკში მას საკუთარი კერპიც კი ჰყავდა, რომელსაც არა მხოლოდ აღმერთებდა, არამედ მას ყველაფერში ბაძავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონა სრულწლოვანი გახდა, გადაწყვიტა საკუთარი გარეგნობა რადიკალურად შეეცვალა და ბავშვობის დროინდელ კერპს საბოლოოდ დამსგავსებოდა. გაგიკვირდებათ და, გოგონას სილამაზის ეტალონი ანიმაციური ფილმის გმირი - ჯესიკა რებითი იყო.იმისთვის, რომ თავადაც საყვარელი პერსონაჟის იდენტური აღნაგობა ჰქონოდა, 28 წლის პიქსი ფოქსმა მთელი რიგი ქირურგიული ჩარევები ჩაიტარა, მათ შორის 6 ნეკნი ამოიღო, შეიცვალა ცხვირის, ტუჩისა და თვალის ფორმა, რომელიც მთლიანობაში გოგონას საკმაოდ სოლიდური თანხა - 120 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდა. დღესდღეობით, მისი წელის გარშემოწერილობა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 40 სმ აღწევს.
პიქსი საკუთარი "სილამაზისა" და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მთელ თავისუფალ დროს სავარჯიშო დარბაზსა და ესთეტიკური მედიცის ცენტრებში ატარებს, თუმცა, სილამაზის სტანდარტების დევნაში, გოგონა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში, მორიგი საპასუხისმგებლო, ექსპერიმენტისთვის ემზადება.162 შეფასება არ არის |