მუსიკა ჯეი ლოს გრანდიოზული ოქროს იუბილე მაიამიში გაიმართა ( + ფოტოები და ვიდეოები ) 2019, 26 ივლისი, 15:40 თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე მიმზიდველი და ყველაზე სექსუალური მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ახლახანს 50 წლის გახდა. შოუ ბიზნესის ვარსკვლავმა 50 წლის იუბილე გლორიასა და ემილიო ესტეფანის სამშობლოში "Miami Beach" - ში მაიამიში გადაიხადა, რომელსაც წყაროს ინფორმაციით 250 ადამიანი ესწრებოდა.ჯეი ლომ უახლოეს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს ამ ულამაზეს სამყაროში უმასპინძლა.აი რას წერს ჟურნალ "PEOPLE" - თან მიცემულ ინტერვიუში იუბილის ერთ - ერთი მონაწილე და საპატიო სტუმარი: - " ეს იყო ნამდვილი ეპიკური საღამო, ეს იყო ნამდვილი მეგობრებისა და საოჯახო, ცხოვრების ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანების გარემოცვაში ჩატარებული დაბადების დღე, სადაც სუპერ ვარსკვლავმა მოახერხა და თითოეულ მოწვეულ სტუმარს სათითაოდ მიესალმა, რაც ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი იყო".აქვე წყარო გვიყვება, რომ მომღერალს "ვერსაჩეს" ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც დიდი საყურეებით ამშვენებდა. რაც შეეხება მის რჩეულს ალექსი როდრიგესს, რომელმაც განსაკუთრებული სხივი შესძინა საყვარელი ქალის დაბადების დღეს, მან ჯეი ლოს შავი პორშე და შავი უმშვენიერესი კაბა აჩუქა.მანამდე კი როდრიგესმა სადღეგრძელო წარმოთქვა და და მადლობა გადაუხადა ესტეფანეს, რომ ის ამაყობს ჯენიფერის არსებობით.სასიამოვნო ვახშმის შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა ცეკვის არენაზე გადაინაცვლეს, სადაც ვარსკვლავმა შუა საუკუნეების რეპერტუარი გააცოცხლა სცენაზე, სადაც მისი შვილები, ალექს როდრიგესი და საკუთარი დედაც იყო.სწორედ ამ დროს გამოჩნდა წყალზე ფეიერვერკი.ყველაზე საინტერესო და განუმეორებელი იყო დაბადების დღის ტორტი, რომელიც შავი და ოქროს ფერებში იყო გადაწყვეტილი, ასევე თეთრი და ყვითელი ყვავილებით იყო გაფორმებული.(Decorated with white and yellow flowers, sparklers, rhinestones and shiny fleur-de-lis). 213 3-ს მოსწონს
|