x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პროტოქართველთა დამწერლობის ნიმუშები
პროტოქართველთა დამწერლობის ნიმუშები


როგორც ძველბერძნული, ასევე სხვა ანტიკური წერილობითი წყაროებიდან, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევებიდან ირკვევა პროტოქართველური (იბერო-კოლხური), თუ იბერო-კავკასიური მოდგმა განსახლებული იყო არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი მცირე აზიის ტერიტორიებზე და უფრო შორსაც. კვლევები ამის შესახებ დღეს უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ივ. ჯავახიშვილიც კი (1949, გვ.236) ფიქრობდა, რომ ქართველური დამწერლობის უძველესი ნიმუშები მოსალოდნელია, რომ აღმოჩენილ იქნას მცირე აზიაში, ხოლო აკადემიკოსი აკ. ურუშაძე (1964, გვ.145-168) მიიჩნევდა, რომ ამ ნიმუშების აღმოჩენა მოსალოდნელია საბერძნეთის ტერიტორიაზეც.


ივანე ჯავახიშვილი


სერ არტუ ევანსმა 1900 წელს აღმოაჩინა ა-ხაზოვანი წარწერები კუნძულ კრეტაზე. ეს ტექსტები უკვე გაშიფრულია. აღმოცენილია სულ 1427 ასეთი წარწერა. მეცნიერ გია კვასილავას განცხადებით ეს საერთოქართველურ ენაზე შესრულებული 4000 წლის წინანდელი წარწერებია.



ა-კლასის ხაზოვანი წარწერები

რაც შეეხება კოლხური დამწერლობის ნიმუშებს, ისინი უკვე დიდი ხნის აღმოჩენილია სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლაგომში და დათარიღებულია ძვ.წ. VI-II საუკუნეებით (ინგოროყვა 1939, გვ.168; კუფტინი 1950, ტომი II, გვ.78-82; ჰ.ფენრიხი, 2013, გვ.226-231)


ჰ. ფენრიხი. ქართული წარწერებიდაბლაგომში აღმოჩენილი კოლხური წარწერები

პ. ინგოროყვა (1939; 1940, გვ.168) თავის ნაშრომში ახსენებს ქართული წარწერების უძველეს ნიმუშებს, რომლებიც აღმოჩენილია კოლხეთის ტერიტორიაზე. სამტრედიის რაიონის სოფელ დაბლაგომში განათხარ ძეგლებზე (არქეოლოგი ნ. ბერძენიშვილი).

ასევე "1970-1972 წლებში იმავე სოფელში, დაბლაგომში გამოვლენილია სამარხი, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებით და მასზე გამოსახულია კოლხური დამწერლობის ნიშნები. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მიცვალებულის სახელი." წერს არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც გრაკლიანი გორის დიდი აღმოჩენის კვლევას ხელმძღვანელობს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს 11-ფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ანუ 11 სხვადასხვა პერიოდის ადამიანის ცხოვრების უწყვეტი პერიოდი 1.5 მილიონი წლის წინადელი პერიოდიდან გვიან ანტიკურ ხანამდე. აქ გამოვლენილია დიდი რაოდენობით კერამიკული, რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ნაწარმი.


გრაკლიანის ღუმელი


მათ შორის ადგილობრივ ნახელავთან ერთად ძველი სამყაროს ცივილიზაციის ცენტრებში (შუმერი, ეგვიპტე, ირანი, საბერძნეთი) დამზადებული ნივთები, მაგალითად 6000 წლის წინანდელი, ძვ.წ. IV ათასწლეულის შუმერული საბეჭდავი. როგორც ჩანს საქართველოს მაშინდელი მოსახლეობას სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობებში იყო ჩაბმული ამ ცენტრებთან საკმაოდ ინტენსიურად. ეს ზოგადსაკაცობრიო დიდი აღმოჩენაა. აქვეა აღმოჩენილი ძვ.წ. VI-IV საუკუნეების საკრალური ღუმელი, ძალიან დახვეწილი ფორმებით და დამზადების ტექნიკით. აქვე აღმოჩნდა დაახლოებით ძვ.წ. X საუკუნის უფრო სავარაუდოდ კოლხური, თუ იბერო-კოლხური დამწერლობის ნიმუში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული. (ინფორმაციის წყარო: გია კვაშილავა)


გრაკლიანის წარწერა



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
673
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
673
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0