საზოგადოებრივი იბერო-კავკასიელები - J1 და J2 ჰაპლოჯგუფების წარმომავლობა 2019, 26 ივლისი, 0:06 იბერო-კავკასიელების, მათ შორის რა თქმა უნდა ქართველური მოდგმის ხალხების საკმაოდ დიდი ნაწილის ჰაპლოჯგუფი გახლავთ J1 და J2. დღევანდელი ტექნოლოგიების, გენეტიკური სეკვესტრირების, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის ერთობლივი კვლევების მიხედვით დადგინდა იბერო-კავკასიურ ენებზე მოსაუბრე ერების, ეთნოსების, ტომების წარმომავლობა. ამ მოდგმამ უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის ცივილიზაციის იმ სახით ჩამოყალიბებაში, რა სახითაც დღეს გვაქვს. შემდგომში კავკასიიდან მიგრირებულმა ამ მოდგმის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს სემიტი ხალხები. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ იბერო-კავკასიელთა ამ ნაწილის წარმომავლობას ათასწლეულებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ოდესმე შეგვეძლო. ყველაფერი იწყება ე.წ. ეს კონკრეტული ჰაპლოჯგუფები - J1 და J2 ახასიათებს ყველაზე მეტად ინგუშებს (91, 6%-ს), ჩეჩნებს (77.6%-ს) ქართველების საკმაო ნაწილს (თუმცა საქართველოში G ჰაპლოჯგუფი უფრო ჭარბობს), ისრაელის 57, 8%-ს, არაბების დაახლოებით 54%-ს, კრეტელების დაახლოებით 40%-ს, იტალიელების დაახლოებით 32%-ს და ასე შემდეგ. მოდით, ჩავიხედოთ ამ ხალხების წარმომავლობის უძველეს ფესვებში. ყველაფერი იწყება "Y-ქრომოსომული ადამიდან", რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ დღეს არსებული ყველა კაცის წარმომავლობის საბოლოო წერტილი ამ ადამიანთან - ერთ კაცთან მიდის. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე დღეს არსებული ყველა კაცი იმ ერთი კაცის შთამომავალია. ის ადამიანი ცხოვრობდა დაახლოებით 300, 000 წლის წინ და ატარებდა ჰაპლოჯგუფს, რომელიც ყოველი დღეს არსებული ჰაპლოჯგუფის მამად გვევლინება და უწოდეს მას მეცნიერებმა - ჰაპლოჯგუფი A00. ამ მოდგმის ხალხი დაახლოებით ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე მოსახლეობდა. გავიდა რამდენიმე ათასწლეული და ამ ხალხმა დაახ. 80, 000 წლის წინ წარმოშვა ახალი მოდგმა - ჰაპლოჯგუფი BT, ზუსტად მათი განსახლების არეალი ცნობილი არაა, და მეცნიერები ისევ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს ვარაუდობენ. ჩამოვწეროთ სიის სახით თუ როგორ წარმოიშვა ამ ჰაპლოჯგუფისგან დანარჩენი ჰაპლოჯგუფები თანმიმდევრობით მანამ, სანამ არ წარმოიშვა დღევანდელი იბერო-კავკასიელების გენეტიკური ხაზები, ტოტები - J1 და J2. BT-მ წარმოშვა CT ჰაპლოჯგუფი - დაახ. 78, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სავარაუდოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკა. CT-მ წარმოშვა CF ჰაპლოჯგუფი - დაახ. 75, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო ევრაზია. CF-მა წარმოშვა F (F-M89) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 62, 500 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ აზია. F-მა წარმოშვა GHIJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 58, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია. GHIJK-მა წარმოშვა HIJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 55, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია. HIJK-მა წარმოშვა IJK ჰაპლოჯგუფი - დაახ. 53, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო აზია. IJK-მ წარმოშვა IJ ჰაპლოჯგუფი - დაახ. 44, 400 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ-კავკასია, მცირე აზია და სირია-ერაყის ტერიტორიები. IJ-მ წარმოშვა J (იგივე J-M304) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 48, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ-კავკასია, მცირე აზია და სირია-ერაყი. J-მ წარმოშვა J2 (იგივე J-M172) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 24, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალი იყო სამხრეთ-კავკასია, მცირე აზია და სირია-ერაყი. J-მ ასევე წარმოშვა J1 (იგივე J-M267) ჰაპლოჯგუფი - დაახ. 24, 000 წლის წინ და ამ მოდგმის განსახლების არეალიც იყო სამხრეთ კავკასია, მცირე აზია და სირია-ერაყი. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე490 2-ს მოსწონს |
Ibero-Caucasians. Paternal History of "J" Haplogroup
Y-chromosomal Adam - haplogroup A00 - 300,000 BC.
AOO produced haplogroup BT - 80,000 BC.
BT produced CT haplogroup - approx. 76,000 BC. this people lived probably northeast Africa.
CT produced CF haplogroup - approx. 73,000 BC. this people lived in Eurasia.
CF produced the F (F-M89) haplogroup - approx. 60,000 BC. This people lived in South Asia.
F produced the GHIJK haplogroup - approx. 56,000 BC. These people lived in Asia.
GHIJK generated HIJK haplogroup - approx. 53,000 years ago. This people lived in Asia.
HIJK produced IJK haplogroup - approx. 50,000 BC. this people lived in Asia.
IJK produced IJ haplogroup - approx. 44, 400 years ago and the area of residence of this people was the South Caucasus, Asia Minor and the Syrian-Iraq territories.
IJ produced J (same J-M304) haplogroup - approx. 48,000 years ago and the area of residence of this people lived in South Caucasus, Asia Minor and Syria-Iraq.
J produced a haplogroup J2 (same as J-M172) - approx. 24,000 years ago, and the area where these people settled in the South Caucasus, Asia Minor, and Syria-Iraq.
J also produced a haplogroup J1 (same as J-M267) - approx. 24,000 years ago and the area, where this people lived was the South Caucasus, Anatolia and Syria-Iraq.
later, this people produced the people, that we know as "Semites" Arabs. in reality, there is no such word "Semite", it is just a word based on the Biblical Legend of Noah. "Semities" are one branch of Ibero-Caucasian bloodline.