x
image
intermedia.ge
Mediator image
10 წიგნი, რომელიც ზღვაზე უნდა წაიკითხოთ
image


ზღვა, მზე, სანაპირო, რუჯი და ბევრი დრო, რომელიც ხშირად არ იციან ადამიანებმა, როგორ გაიყვანონ. ამ დროს წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. წიგნებში ამოკითხული საინტერესო, მოულოდნელი და შთამბეჭდავი ამბები მათ საზაფხულო თავგადასავალს უფრო დაუვიწყარს ხდის. ადამიანი ივსება დადებითი ემოციებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიჰყვება.
თუმცა წიგნის კითხვით განსაკუთრებული სიამოვნება რომ მიიღოთ, დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის. ჩვენ გირჩევთ 10 წიგნს, რომელიც ზღვაზე უნდა გაიყოლოთ და წაიკითხოთ.


ჯეკ კერუაკი „გზაზე“

რომანის მთავარი გმირი სალ ფარადაიზი შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. საინტერესოა ისიც, რომ სალ ფარადაიზის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია.


სკოტ ფიცჯერალდი „ნაზია ღამე“

image



„ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე ნიკოლზე ქორწინება კი მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი იკურნება.

იენ მაკიუენი „მონანიება“

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.

სტენდალი „წითელი და შავი“

image

დაბალი სოციალური წრიდან გამოსული ახალგაზრდა და ელეგანტური ჟიულიენ სორელი მღვდლობისთვის ემზადება. მან ზეპირად იცის ლათინური ბიბლია და განსწავლულობით მდიდარი ბურჟუების ყურადღებას იმსახურებს. ერთ-ერთ ოჯახში ის ბავშვების აღმზრდელად იწყებს მუშაობას, თავისი მოსწავლეების დედა შეუყვარდება და სწორედ ამ ფაქტს მოჰყვება ვნებათაღელვებით სავსე თავგადასავლები. ჟიულიენის პიროვნებაში იწყება ადრინდელი ღირებულებების გადაფასება, რაც გამოამჟღავნებს მის სულში სულ სხვაგვარ მისწრაფებებსა და შინაგან მოწოდებებს.


გიორგი ლეონიძე „ნატვრის ხე’“

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც. ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.


ნახეთ სია სრულად > > >


2
46
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
46
  
2019, 26 ივლისი, 14:10
ეგ მთაში წასაკითხია ეტყობა :დდ
2019, 25 ივლისი, 22:45
რემარკის "სამი მეგობარი" რატომ დამიჩაგრეთ? :)
0 1 2