საზოგადოება 15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II) 2019, 24 ივლისი, 23:10 ყველა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ სიკვდილი ნებისმიერ ადამიანს აშინებს, თუმცა ყველა ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის გარდაუვალია.
ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არის მასში რაღაც საშიში და მისტიური. 29 წლის ტორეადორი ვიქტორ ბარიო წამით ადრე, ვიდრე გაცოფებული ხარი მოკლავდა. 31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსონი, მთა ჰელენსის ფერდობზე ვულკანის ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, რომლის დროსაც ის გარდაიცვალა. კრის კემერსის და ლისანი ფრონის უკანასკნელი სელფი პანამაში, სადაც ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ესამ, კესლიმ და სავანამ აღნიშნული სელფი წამით ადრე გადაიღეს, ვიდრე მატარებლის ბორბლების ქვეშ დაასრულებდნენ სიცოცხლეს. საბედისწერო მატარებელი უკანა ფონზე კარგად ჩანს. ორმა მეგობარმა აღნიშნული ფოტო ფეისბუქზე განათავსა. იმავე საღამოს კი მარცხენა გოგონამ, შაიენ ანტუანმა, საკუთარი მეგობარი ბრიტნი გარგოლი იმ ქამრით გაგუდა, რომელიც ფოტოზეც ჩანს. სერიულმა მკვლელმა რობერტ ბენ როუდსმა აღნიშნული ფოტო 14 წლის მსხვერპლს, რეჯინა კეი უოლტერს მანამდე გადაუღო, ვიდრე მოკლავდა. 14 წლის ავასტრალიელმა კიტ სეპსფორტმა იაპონიაში გაფრენა გადაწყვიტა, რის გამოც თვითმფრინავის ბორბალზე დაიმალა. სამწუხაროდ ის ფრენის დროს გადავარდა და გარდაიცვალა. მომღერალ ჯენი რივერა და მისი ჯგუფი, მონტერეას აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე. ისინი გარდაიცვალნენ ავიაკატასტროფაში ცოტა ხნის შემდეგ, რადგან მათი თვიმთფრინავი ჩამოვარდა. ლიდნი ლუფმა ეს სელფი პაემანზე წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ის გაგუდული იპოვნეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ობრი ტრეილმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა რომელიც ინტიმური ურთიერთობის დროს მოხდა. ბეისბოლისტმა, როი ჰოლადეიმ აღნიშნული ფოტო ტვიტერზე რამდენიმე წუთით ადრე განათავსა, ვიდრე საკუთარი თვითმფრინავით სასიკვდილოდ დაიმტვრეოდა. ანა ფაბერმა აღნიშნული სელფი საკუთარ მეგობარ ბიჭს გაიგზავნა, რამდენიმე წუთში კი ის გაიტაცეს და ორი კვირის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს. სკოლის მოსწვლეების სელფი, სა დაც შემთხვევით იქნა აღბეჭდილი წყალში ჩავარდნილი ბიჭის სახე. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ქალმა ეს ფოტო ოპერაციამდე გადაიღო, რათა ყველასთვის ეჩვენებინა როგორი მამაცად ეჭირა თავი, თუმცა ის ნარკოზიდან ვერ გამოვიდა. ამავე თემაზე: 7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული 4227 1-ს მოსწონს
|