x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია
image

სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება



1. მენტალიტეტი


ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი ერთ ჩემს თანაკლასელს, რომელსაც სახლში ძველი დივანი ედგა. როგორც კი უფროსები თვალს მოგვაშორებდნენ, მაშინვე ამ დივანზე ხტუნვას ვიწყებდით. ძალიან მოგვწონდა: ზამბარები ამოცვენამდე იყო, ყოველ ახტომა-დახტომაზე მტვრის კორიანტელი დგებოდა.


ამ სახლში ოცი წლის შემდეგაც მომიწია სტუმრობამ. ყველაფერი ისევ ისე იყო. ის დივანიც კი, რომელზეც ვხტუნაობდით. გარემო დიდად არც შეცვლილიყო, მაგრამ ახლა უკვე შემძრა იმ გაჭირვებულმა ყოფამ, იმ სიღარიბემ, რომელიც ირგვლივ გამეფებულიყო. გონებაში ვითვლიდი, რა ეღირებოდა ახალი დივანი, დამტვრეული სკამების, გაბზარული სარკის და ჭურჭლის გამოცვლა. სანამ ვსაუბრობდით წარმოსახვაში ვათეთრებდი ჭერს, ვცვლიდი შპალერს. მინდოდა მწერების მიერ დასვრილი ფანჯრები დამეწმინდა, დივნის ქვეშიდან გამომეყარა ჯოხები და მუყაოს ნაგლეჯები, გაბზარული ქოთანი… "ეგებ ფინანსურად უჭირს" - გავიფიქრე უცებ… მაგრამ ტვინი შემეწინააღმდეგამ ხომ შემეძლო მეყიდა თუნდაც ძალიან იაფიანი მაგიდის გადასაფარებელი? საითაც გავიხედე, ყველგან სიბინძურე, ჭუჭყი, ლაქები და ნაგავი დავინახე.


მერე ასეთი კითხვა დამებადა: როგორ ფიქრობ, რატომ ახლავს სიღარიბეს სიბინძურე მუდამ? ჰოდა მეც გეკითხებით…



თუნდაც სიტყვა "ყოველთვის" შევცვალოთ სიტყვებით - "თითქმის ყოველთვის" ან "ხშირად", გვერდს მაინც ვერ ავუვლით ამ ფაქტს. სიბინძურე უფულობის გამოვლინება არამც და არამც არ არის, ეს მენტალიტეტია. აბა დაფიქრიდთ: ჭუჭყი - ეს შესაბამისი მენტალიტეტის გამოვლინებაა და რადგან სიღარიბე და სიბინძურე ძალიან მეგობრობენ, სიღარიბეც თავისებური მენტალიტეტია.


მომავლის მოლოდინით ცხოვრებას გაპარტახებამდე მივყავართ



2. მეშჩანობა



სკოლაში ლიტერატურას ერთი შესანიშნავი მასწავლებელი მასწავლიდა, თამარა ერქვა, ჭკვიანი და ძალიან გამჭრიახი ქალი იყო. ერთხელ ისეთი ფრაზა თქვა, გონებაში ჩამრჩა და მთელი ცხოვრებაა მახსოვს. ვიღაცამ ჰკითხა, მეშჩანობა რას ნიშნავსო და უპასუხა: "მეშჩანობა ძველი, გაბზარული ჭიქიდან წყლის დალევაა, როცა განჯინაში ახალი გიდევსო". ჩვენს სამშობლოში ეს ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა. ჭირისთვის გადანახული ფული და ლხინისთვის გადანახული ჯამ-ჭურჭელი, ავეჯი, ტანსაცმელი… არადა, ეს ლხინიც ძალიან იშვიათად დგება, ჭირი კი იცოცხლე… ის, ვინც მომავლის მოლოდინით ცხოვრობს, მისთვის მომავალი არასდროს დგება. ჰოდა მაშინ მივხვდი: სირცხვილია სიღარიბე, სირცხვილია სიბინძურე, სირცხვილია მენტალურად ამ დონემდე გაპარტახება, რომელიც აისახება მთელს ოჯახზე, ბავშვების მენტალიტეტზე.



ფულის დახარჯვის შიში თქვენ ღარიბად გაქცევთ


3. კონკიას კომპლექსი


ერთ ქალს ვიცნობ. 20 წელზე მეტი ხანია ფულს აგროვებს, რომ აგარაკი იყიდოს. მარტომ გაზარდა ორი ქალიშვილი. ნახევრად შიმშილობდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, თუ როგორ რცხვენოდა ეზოში ძველი, მუხლებზე დაკერებული შარვლით ჩასვლა. გოგონა იზრდებოდა და იზრდებოდა მისი შარვლებიც. სანტიმეტრობით ემატებოდა ქვემოთ შარვალზე დაკერებული ნაჭრის სიგრძე. ეს ნაჭერი არ იყო დანარჩენი შარვალივით გაცვეთილი - აი, მათხოვრული ჭკუა. ალბათ აქედან მოდის გამოთქმა: გაჭირვება გამოგონების მშობელიაო.


არ ვაპირებ სისტემაზე, ეკონომიკასა და მთავრობაზე საუბარს. ჩემი საქმე მთავრობასთან კი არა გონებაში შეპარულ ლპობასთან ბრძოლაა. ფულის თანაბარი რაოდენოდა სხვადასხვა ადამიანის ხელში სხვადასხვანაირად გამოიყურება. როცა დედამ ბოლოს და ბოლოს იყიდა აგარაკი, გოგონებისთვის ეს უკვე სულერთი იყო. მათ საშინელი კონკიას კომპლექსი განუვითარდათ. მიეჩვივნენ ძველ ჭურჭელს, დამტვრეული და შეკეთებულ ავეჯს, დაკერებულ პირსახოცებს, ტანსაცმელს… მათ ვერ ისწავლეს ქალურობა, ენანებოდათ საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა.



ყოველთვის, როცა რამეს ყიდულობდნენ, ხასიათი უფუჭდებოდათ: ფიქრობდნენ, რომ ამ ახალ ნივთებს არ იმსახურებდნენ. ამ ყველაფერს ორი სიტყვით გენეტიკური სიღარიბე ჰქვია. ის უკვე გასცდა მატერიალურს და შეაღწია ცნობიერში, მენტალიტეტში, გონების ყველა უჯრედს გაუჯდა, ძვალს და რბილს.



სიმდიდრე და სიღარიბე - თქვენი გონებრივი მდგომარეობაა, თქვენი ფიქრების ანარეკლი


4. ქვეცნობიერი დაპროგრამება


ბავშვები, რომლებიც ჩამომპალ კედლებს უყურებენ, სიღარიბეზე პროგრამდებიან და უკვე ზრდასრულ ასაკში გრძნობენ მის სიმძიმეს. ჩეხოვი წერდა, დამპალი კედლები და ბინძური დერეფნები სტუდენტის მიერ განათლების მიღების ხარისხზეც კი ახდენს ზეგავლენასო.


სიბინძურე და ჭუჭყი, ჩამოძონძილი გარემო, გაჭირვება ადამიანს უიღბლობაზე აპროგრამებს.


თქვენ მეტყვით, რომ გაჭირვების სიძულვილი ბევრისთვის, პირიქით, ფულის შოვნის სტიმულად ქცეულა, მაგრამ გიპასუხებთ, რომ უმეტესი ნაწილი ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებს. ჭირს და გაჭირვებას ერთი ფუძე აქვთ. ჯერ საკუთარი თავისგან განდევნეთ ჭირი, ჯერ საკუთარი თავისგან განდევნეთ გაჭირვება. სიმდიდრე ეს გონებრივი მგდომარეობაა! ზუსტად ასევე - სიღარიბე - გონებრივი მდგომარეობაა!



ასევე დაგაინტერესებთ:



ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი


9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


ღმერთო, ნუ გვესვრი მეტეორს! - ანუ რატომ აქვს საქართველოს "ჯადო"?


სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
4408
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0