x
image
მაია 24
ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით

image

"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:

მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას:

გადადი აქედან იქით, გადავა,

და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი"


იყო და არა იყო რა... იყო ერთი ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ერქვა ღმერთი და გააჩინა შვილი სახელად - ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა მას. როგორც კი ადამიანი წამოიზარდა, კაცობა დაიწყო და მამის მიერ დაწესებული ერთადერთი პირობა დაარღვია, მერე კი ურცხვად გადააბრალა ყველაფერი სხვას, მამამ იგი სახლიდან გაუშვა, რათა დამოუკიდებლად ესწავლა არსებობა.


კაცი წამოვიდა, გაიზარდა, გახდა კაცობრიობა, მაგრამ ვერაფრით შეელია საკუთარ ინფანტილურობას - საკუთარ თავსა და ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება არ სურდა. განუწყვეტლივ ხერხავდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა და როცა ძირს დაენარცხებოდა, თავის თავს არწმუნებდა, რომ თავისი ყოვლისშემძლე მამის ხელი აქაც წვდებოდა და სჯიდა. ამ პრინციპით ზრდიდა საკუთარ შვილებსაც.


მშობელი მამისგან შურისმაძიებელი ბუას მითი შექმნა, რომელიც ყველაფერს უკრძალავდა მათ და დააჯერა კიდეც, ვიდრე ერთ-ერთმა მათგანმა არ შეჰბედა ეთქვა, შემოქმედი უსაზღვროდ კეთილია და ჩვენც მისნაირები ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, უბრალოდ ამას თვალი უნდა გავუსწოროთო.


image



კაცობრიობამ ვერაფრით აიტანა, ვიღაცამ რომ მთელი მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია ეჭვქვეშ დააყენა, საშინლად განრისხდა და იგი ჯვარს აცვა. თავად კი მამისგან დაწესებული შეზღუდვების შესახებ ყოვლად ალოგიკური მითების შექმნა განაგრძო, როგორ შეგვქმნა საკუთარ ხატად და მსგავსად სრულყოფილმა მამამ არასრულყოფილ არსებებად.


კაცობრიობამ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით, სამყარო დაყო კეთილად და ბოროტად. წარმოიდგინა, რომ თავად არის სიკეთის მხარეს და გამუდმებით ებრძვის ბოროტების ფანტომს, რომელიც თითქოს მას ბოროტების ჩადენას აიძულებს. რეალურად კი სამყარო არც კეთილია და არც ბოროტი, იგი ნეიტრალურია და მხოლოდ ჩვენი ფანტაზიებისა და ფიქრების მიხედვით რეალიზდება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ არ დაგვიკარგავს ყოვლისშემძლეობის უნარები, უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ, რომ თავად ვართ იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც ირგვლივ ხდება.


image


მოიგონა, რომ სიცოცხლე იწყება, როცა ვიბადებით და მთავრდება - როცა ვკვდებით, სინამდვილეში კი სიცოცხლე არც იწყება და არც მთავრდება. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება, უბრალოდ ჩვენ ჩვენივე კეთილი ნებით დედამიწაზე მეხსიერების ამ ნაწილის დაბლოკვას ვახდენთ.


შთაგვაგონა, რომ არსებობს უკურნებელი დაავადებები, თუმცა ყოველგვარი დაავადების საწყისი ჩვენს აზრებში შეიძლება მოიძებნოს და თუკი შევძელით რომ ეს ავადმყოფობები მოგვეგონებინა საკუთარი თავისთვის, მაშინ გამოჯანმრთელებასაც მოვახერხებთ.


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


დაგვაჯერა, რომ ქალებმა ტანჯვით უნდა შობონ და ეს ღმერთის სასჯელია. თავდაპირველად, მშობიარობას მინიმუმ სასიამოვნო შეგრძნებები ახლდა, მაქსიმუმ ორგაზმი და ეს შემდგომ, რელიგიური ეგრეგორის აყვავების პერიოდში გადაიქცა სექსი გარყვნილებად, მშობიარობა - ტანჯვად, ბავშვები კი - ტვირთად და ზედმეტ პასუხისმგებლობად. შეგრძნებები ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, სინამდვილეში არ არსებობს.


ირწმუნა, რომ საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა - ბრძოლაა, სინამდვილეში კი, როცა ვიბრძვით მხოლოდ ბრძოლაზე ვფიქრობთ, ბრძოლით ვცხოვრობთ და მთლიანად ამ ბრძოლით მოცული ვხდებით. ნელ-ნელა ამ ბრძოლის მიზეზები იზრდება, ჩვენი ინტერესები კი ისევ საფრთხის ქვეშ რჩება. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს საფრთხეც თავად გამოვიგონეთ. რაზეც ვფიქრობთ, იმას ვიღებთ.


image


დაგვარწმუნა, რომ დედამიწაზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სიკეთე არსებობს. სინამდვილეში, სამყარო ძალიან ადვილად უგზავნის ყველაფერს მათ, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების სწამს და არ ზღუდავს საკუთარ თავს აზრით, რომ ყველას ყველაფერი ვერ ექნება.


დაასკვნა, რომ რაიმეს მისაღებად საჭიროა ან ბევრი შრომა, ან მუხლების გადატყავება და სხვისთვის თხოვნა, ან სხვისთვის წართმევა და ესეც ყოვლისშემძლე მამის ერთ-ერთ შეზღუდვად მონათლა. რეალურად, კი აბსოლუტი შეუზღუდავია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რასაც ისურვებთ და ამისთვის სრულებითაც არ არის საჭირო დაარიგოთ ღმერთი, როგორ მოიქცეს. დამერწმუნეთ, თქვენს შემოქმედს თქვენზე უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვს, უბრალოდ თქვენს აზრებს პატივს სცემს. ასე რომ, უფრთხილდით საკუთარ აზრებს.


და იყოს თქვენი რწმენისამებრ…


image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი


"სოჩიკი დაგიწერთ", ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთან


9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


ღმერთო, ნუ გვესვრი მეტეორს! - ანუ რატომ აქვს საქართველოს "ჯადო"?


სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2315
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0