ქალი და მამაკაცი 8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ 2019, 24 ივლისი, 19:00 ნებისმიერ ქალს, როცა მამაკაცის მიმართ სიმპატიები უჩნდება, უჩნდება შეკითხვაც - რას გრძნობს ის? სერიოზულად დაინტერესებულია, თუ უბრალოდ ერთობა? ქალები, როგორც წესი ინტუიციას ენდობიან, მაგრამ შეუძლია კი ინტუიციას შეუცდომლად შეაფასოს გრძნობები? ინტუიცია ხომ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გაუცნობიერებელი, მაგრამ ღრმად შენახული გამოცდილება, გარდა ამისა, ინტუიციის პირველი სიგნალი არც ისე ძლიერია და შეიძლება ყოველდღიურ სიჩქარეში ჩვენ საერთოდაც არ მივაქციოთ მას ყურადღება. მეორეც, ინტუიცია ჩვენ შეიძლება დავუქვემდებაროთ ჩვენს სურვილებსა და მოლოდინებს. ზუსტად ამ შემთხვევაზე ითქმის, რომ ინტუიცია გღალატობს. თუ თქვენ არ ენდობით საკუთარ ინტუიციას, მაშინ თქვენ გჭირდებათ ურთიერთობის გაცილებით ღრმა ანალიზი. გაინტერესებთ, მართლა უყვარხართ თუ არა?პირველ რიგში, სიყვარულისა და შეყვარებულობის მდგომარეობაში ყოფნის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოთ. შეყვარებულობის დროს პარტნიორს აიდეალებთ, მიაწერთ ყველა ღირსებას, თვალები გიბრწყინავთ სიყვარულის ობიექტის ყველა ქმედებაზე და გიჩნდებათ შეხების სურვილიც. საქმე ისაა, რომ შეყვარებულობა საკმაოდ მოკლევადიანია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წელია. სიყვარული შეყვარებულობისგან განსხვავებით გაცილებით ხანგრძლივი და სტაბილურია, რომელიც ყალიბდება ადამიანის შეცნობის საფუძველზე, პარტნიორებს კარგათ ესმით ერთმანეთის და იციან ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ნამდვილის სიყვარული სულაც არ არის ბრმა. ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია, თუ ადამიანს არ იცნობ მთელი თავისი ემოციური სიღრმეებით. თუ ჩვენ მცდარი წარმოდგენა გვაქვს ადამიანზე, ბუნებრივია, გველის იმედგაცრუება და სიყვარულის დასრულებაც. სიყვარული განსხვავდება ვნებისაგანაც. იგი შეიძლება იყოს სიყვარულის დამატებითი ელემენტიც და ასევე შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად. ვნება, რომელიც ყველაფერს წვავს მის გზაზე, ბინდავს გონებას და გაიძულებთ იმოქმედოთ დაუფიქრებლად. იგი არ ექვემდებარება სოციალურ ნორმებს, ეს თავისებური ფორმის სიგიჟეა, რომელიც ადამიანის სულს მთლიანად ატყვევებს. მაგრამ ეს სიგიჟეც მოკლევადიანია, ადრე თუ გვიან ეს ცეცხლი დაიწყებს ჩაქრობას, რჩება მხოლოდ ფერფლი. სექსუალურად თავსებადობა შეიძლება ბევრ ადამიანს შორის იყოს, მაგრამ ეს არაა საკმარისი სიყვარულისთვის. როგორ უნდა მიხვდეთ რომ მამაკაცს უყვარხართ?პირველი ნიშანი - თვალებით კონტაქტია: უმეტეს შემთხვევაში კაცები როდესაც რამე არ აინტერესებთ, თვალს არიდებენ და კარგად თუ დააკვირდები, მაშინვე შეამჩნევთ, ინტერესი დაკარგა თუ არა. თუკი ის მუდამ თვალებით გეძებთ და თვალებით ლაპარაკს ცდილობს, ესე იგი შეყვარებულია. მეორე ნიშანი - თქვენთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს ყოფნის მოთხოვნილებაა: შეყვარებული ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს დრო გაატაროს თავისი სიყვარულის ობიექტთან. აქ საუბარია არა ხმაურიან ადგილებზე, თეატრზე, კინოზე და ა. შ. უბრალოდ ერთად ყოფნაზე - ყოველგვარი მიზეზების გარეშე, როცა წყვილს ერთმანეთთან საუბარი, გარკვეული თემების განხილვა სიამოვნებას ანიჭებთ. როგორც წესი, მამაკაცები არ არიან მიდრეკილი ისაუბრონ გრძნობებზე და ურთიერთობებზე. ეს მათთვის უინტერესო თემაა და თუ ამ საკითხზე ალაპარაკდა და მითუმეტეს თავისი ინიციატივით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მასში განსაკუთრებული ინტერესი გააღვიძეთ. გრძნობებზე საუბარში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება სიყვარულში გამოტყდომა და მსგავსი რამეები. თუ ადამიანი მარტივად გიტყდებათ გრძნობებში, დიდი ალბათობაა, რომ ეს არ იყოს გულწრფელი, რადგან შეყვარებული ადამიანისთვის ამას ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს და მარტივად საუბარი უჭირს. ძალიან ადრეულ ეტაპეზე სიყვარულის ახსნა თუ ახერხებს ადამიანი ან ძალიან გაბედულია, ან ყალბი. მესამე ნიშანი სიყვარულის გამოვლინების არის მზრუნველობა, რაც კარგად იკითხება დეტალებში და მარტივ ქმედებებში. შეყვარებული ადამიანი ძალიან ცდილობს საყვარელ ადამიანს თავი რაც შეიძლება უკეთ აგრძნობინოს, ცდილობს გაამხიარულოს… დაინტერესებულია - როგორ გრძნობს თავს, რა სწყინს, რა უხარია… აკვირდება - რა მოსწონს, რა უყვარს, როგორი გემოვნება აქვს, მოკლედ, აინტერესებს ნებისმიერი წვრილმანი, რომლის ცოდნაც დაეხმარება ცხოვრება გაუხალისოს მისთვის საყვარელ ადამიანს. საჩუქრები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი ძვირიანი იყოს, სასიამოვნო სიურპრიზები - ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოხატვის ფორმებია. რაც შეეხება ძვირიან საჩუქრებს, ეს უფრო შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობაა ადამიანზე. მეოთხე ნიშანი იმისა, რომ ადამიანს უყვარხართ არის თქვენთან შეხების სურვილი აქ საუბარი არ არის კოცნასა და სხვა სექსუალური ტიპის შეხებაზე, არამედ ფიზიკურ კონტაქტზე, როცა გსურს გადასცე საყვარელ ადამიანს საკუთარი სხეულისა და გულის სითბო. თუ შეგიმჩნევიათ შეყვარებულები ხშირად დადიან ხელჩაკიდებული, მაშინაც კი როცა სხვა საქმით არიან გართული. ეს არის ფიზიკური ექვივალენტი სიტყვებისა - მე შენ მიყვარხარ და მინდა შენს გვერდით ყოფნა. მეტიც, ბევრ მამაკაცი მხოლოდ ამ ფორმით გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. მეხუთე ნიშანი - ყურადღება. შეყვარებული ადამიანი დაინტერესებულია საყვარელი ადამიანის ცხოვრებით - როგორ გაატარა დღე, რამ გაახარა, რამ გააბრაზა. თავის მხრივ, გაზიარების სურვილიც უნდა აღვიქვათ სიყვარულის, გაგების და ნდობის ნიშნად. თუმცა მამაკაცები ამას გაცილებით ლიმიტირებულად აკეთებენ, ვიდრე ქალები. მეექვსე ნიშანი - დიდხანს ვერ რჩება გაბრაზებული: როგორც წესი, შეყვარებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი, მამაკაცებს დიდხანს გაბრაზებული ყოფნა არ შეუძლიათ და მალევე მიდიან კომპრომისზე. თუკი ის პირველ ნაბიჯებს დგამს შესარიგებლად, თუნდაც მხოლოდ თვითონ არ იყოს დამნაშავე, ესე იგი უყვარხართ. მეშვიდე და ყველაზე უტყუარი - იგი მოგიაზრებთ თავის მომავალში: ჩვეულებრივ, კაცებს მომავალზე საუბარი არ უყვართ, მაგრამ თუკი ხუმრობით გადაგიკრავთ ხოლმე სიტყვებს, ან სამომავლო გეგმების გაზიარებისას თქვენც გახსენებთ და მოგიაზრებთ, ესე იგი მართლაც არ აპირებს თქვენს დაკარგვას. და ბოლოს, შეყვარებულ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, როგორც გამოიყურებით, რასაც დროდადრო გეუბნებათ კიდეც. ეს უბრალო კომპლიმენტები კი არაა, არამედ გრძნობის გულწრფელი გამოხატვა, აღტაცება და მოწონებაა. თუ ადამიანი მუდმივად უკმაყოფილოა თქვენი ქმედებებით ან გარეგნობით, ე.ი მას ან არ უყვარხართ, ან ძალიან გაბრაზებულია რაღაცის გამო. რაც უფრო კრიტიკული და მკაცრია თქვენი პარტნიორი, მით მეტია შანსი, რომ მას თქვენ უკვე აღარ უყვარხართ. ელა კორინთელი ასევე დაგაინტერესებთ:რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი კი არა, შენი გამოგონილი ადამიანი გიყვარსრატომ ჰყავს ყველა კაცს "ის ერთადერთი" ქალი, რომელიც არასდროს დაავიწყდებაარ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით
სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
18809 შეფასება არ არის
|