x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
1985 წლის 12 აგვისტოს მოხდა საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დრამატული ავიაკატასტროფა

image


იაპონური ავიახაზების ლაინერი ბოინგ-747SR-46 ასრულებდა შიდა ფრენას მარშრუტით ტოკიო-ოსაკა, მაგრამ აფრენიდან 12 წუთში ლაინერს ვერტიკალური სტაბილიზატორი მოსწყდა. ავიალაინერის ეკიპაჟმა მოახდინა წარმოუდგენელი გმირობა და ფაქტობრივად უმართავი თვითმფრინავი 32 წუთის განმავლობაში ამყოფა ჰაერში. კატასტროფის შედეგად 520 ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმფრინავი მაღალი სიჩქარით შეეჯახა ოცუტაკას მთას ზღვის დონიდან 1457 მეტრზე. ის მთლიანად დაიმსხვრა, მისი ნაწილები 5 კილომეტრის მანძილზე გაიფანტა და ეგრევე გაჩნდა ხანძარი. მთაზე შავი კვამლის სვეტმა მალევე აჩვენა კატასტროფის ზუსტი ადგილი.
მრავალრიცხოვან იაპონურ სამაშველო სამსახურებს შორის არსებული კონკურენცია გახდა გაურკვევლობების და შეფერხებების მიზეზი, იმ დროს, როდესაც კატასტროფის მსხვერლნი ელოდნენ დახმარებას. აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა სწრაფადვე გამოთქვეს დახმარების სურვილი. ამერიკულმა თვითმფრინავმა Lockheed C-130 Hercules პირველმა აღმოაჩინა ბოინგის ჩამოვარდნის ადგილი კატასტროფიდან 20 წუთში და გადასცა კოორდინატები იაპონელ მაშველებს. კატასტროფის ადგილზე მიფრინდა იაპონელების ვერტმფრენი, თუმცა ეკიპაჟმა ვერ აღმოაჩინა გადარჩენილების კვალი. მთის 45 გრადუსიანი დახრის და ხანძრის გამო, რომელიც კატასტროფის მთელს პერიმეტრზე მძვინვარებდა, ვერტმფრენის კაპიტანმა, სუძუ ამორიმ მიიღო ბაზაზე დაბრუნების გადაწყვეტილება.
და კატასტროფიდან მხოლოდ 14 საათის შემდეგ ბოინგის ჩამოვარდნის ადგილზე მივიდა იაპონიის თავდაცვის მაშველთა გუნდი. მათ აღმოაჩინეს სასწაულებრივად გადარჩენილი 4 ადამიანი, რომლებიც გადაციებისგან იყვნენ დაზარალებულები. გადარჩენილები აღმოჩდა ორი ქალი და ორი პატარა გოგონა: 26 წლის იუმი ოტაი, 34 წლის ჰიროკო იოსიძაკი და მისი ქალიშვილი 8 წლის მიკიკო, 12 წლის კეიკო კავაკამი(ეს უკანასკნელი აღმოაჩინეს ხის კენწეროზე). ოთხივე გადარჩენილი იჯდა თვითმფრინავის ბოლო, უკანა ნაწილში. დანარჩენი 520 მგზავრი დაიღუპა.
შემდგომი სამძებრო სამუშაოებისას აღმოჩენილ იქნა ორი შავი ყუთი და მგზავრების მიერ დაწერილი ძალიან დიდი რაოდენობის წერილი, სადაც ისინი ემშვიდობებოდნენ ახლობლებს. ალბათ ყველაზე საშინელ ფანტაზიაშიც კი ძნელად წარმოსადგენია ის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც განიცადეს მგზავრებმა 32 წუთის განმავლობაში...
მოგვიანებით, ოთხი გადარჩენილიდან ერთ-ერთმა(კეიკო კავაკამი) კლინიკაში ყოფნისას მოჰყვა, რომ მალევე თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მისი მამა ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მას და მოუწოდებდა სულით არ დაცემულიყო, მერე კი რაღაც დროის შემდეგ გაჩუმდა. ამის გარდა მას ესმოდა სხვა დაჭრილების განწირული ყვირილი და კვნესა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რეის 123-ის მგზავრების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაიღუპა არა უშუალოდ შეჯახების დროს, არამედ უკვე მიწაზე, ჭრილობებისგან და გადაციებისგან, ვინაიდან მაშველები კატასტროფის ადგილზე გააგზავნეს ძალიან დაგვიანებით. ექიმებმა დაადგინეს, რომ ზოგი მგზავრი ცოცხალი იყო კატასტროფიდან 10 საათის შემდეგაც კი, მაგრამ ისინი ნელ-ნელა კვდებოდნენ, ხოლო მაშველები ადგილზე მივიდნენ 14 საათის შემდეგ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი იყო არასწორად შეკეთებული თვითმფრინავის უკანა ჰერმეტული შპანგოუტი, რომელმაც წნევას ვერ გაუძლო და გაირღვა.
იაპონიის ავიახაზებმა მიიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ნაწილი, ვინაიდან მათ სათანადოდ ვერ შეამოწმეს თვითმფრინავი. ავიაკომპანიის პრეზიდენტი, იასუმოტო ტაკაგი გადადგა. ავიაკომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსმა, ჰანედამ ვერ გაუძლო დანაშაულის გრძნობას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინჟინერმა, სუსუმუ ტაძიმამ, რომელიც ამოწმებდა და ადგენდა თვითმფრინავის ფრენისთვის ვარგისიანობას, ასევე თავი მოიკლა.

თვითმფრინავის კაპიტანმა, მასამი ტაკაჰამამ, მეორე პილოტმა, იუტაკი სასაკმა და ბორტინჟინერმა, ჰიროსი ფუკუდამ გამოიჩინეს უდიდესი პროფესიონალიზმი და გმირობა - მათ ფაქტობრივად უმართავი თვითმფრინავი 32 წუთის განმავლობაში ამყოფეს ჰაერში. ისინი ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და არ არღვევდნენ ელემენტარულად მიმართვის წესებსაც კი(რანგით უფროსთან) ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, კატასტროფამდე წუთებით ადრე. ჩანაწერში, რომელიც შემდგომში ხელმისაწვდომი გახდა ფართო მასებისთვის და ის Youtube-ზეც დევს, კარგად ისმის პილოტების დიალოგი ერთმანეთთან და დისპეტჩერებთან (ვისაც გაინტერესებთ ჩაწერეთ: Japan Airlines Flight 123 Accident (12 Aug 1985) - Cockpit Voice Recorder [English Subbed]) . ჩანაწერი სრულდება თვითმფრინავის კაპიტნის სიტყვებით, რომელიც მან შეჯახებამდე 2 წამით ადრე წარმოთქვა - "ეს დასასრულია".
image
4
303
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
303
  
2019, 26 ივლისი, 0:31
აბა აქ რომანებს, რომ ვწერდეთ მწერალთა კავშირი გვექნებოდა. :)
2019, 25 ივლისი, 23:49
ფბ პოსტი რომაა მაგიტომ, ჩემი ვარაუდით)))
2019, 25 ივლისი, 16:11
აქ დისლაიქი რატომ უნდა დადო არ მესმის :(
0 1 4