სხვა რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაციები 50 თეთრიანის შესახებ? 2019, 30 მარტი, 13:23
"2016 წლის თებერვლის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებსა და მთელი საქართველოს ქუჩებში, განცხადებები გამოჩნდა წარწერით – “ვიყიდი ძველ 50 თეთრიანებს”.
განცხადებებმა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია და ყველამ აღნიშნულის ძებნა დაიწყო.
სოციალურ ქსელებში ერთი ცალი ძველ 50 თეთრიანს 2 ლარიდან 100 დოლარამდე ყიდიან, თუმცა ვინ ყიდულობს მათ ჯერჯერობით უცნობია.
გამყიდველთა უმრავლესობისთვის უცნობია, თუ რისთვის იბარებენ აღნიშნულ ძველ 50 თეთრიანებს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მეტალი რომლითაც თავის დროზე ფული დაამზადეს დღეისთვის რთულად იშოვება და ამიტომ იბარებენ. “არ ვიცი რისთვის იბარებენ. ყველა ძველ 50 თეთრიანს ეძებს, ამბობენ, რომ წნევის აპარატისთვის სჭირდებათ, ასევე გავრცელდა, რომ ოქროშიც ურევენ ფულის შემცველ მეტალსო, ვერ გამიგია რისთვის იბარებენ, მაგრამ მე პირადად უკვე გავყიდე ერთ-ერთ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 4 ცალი ძველი 50 თეთრიანი 40 ლარად და კვლავ ვეძებ. აშკარად ვიღაცისთვის ძალიან საჭირო ნივთია”, – აცხადებს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი ავტორი. ცნობისთვის, 1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“. მოგვიანებით 1 და 2 თეთრიანი მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან. ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საბჭოთა პერიოდში გამოშვებულ სავარჯიშო გირებს შემსყიდველები საკმაოდ სარფიან ფასად იბარებდნენ. ირკვევა, რომ მაშინდელი გირები დამზადებულია ფოლადისაგან, რომლის შემადგენლობაშიც პოლადიუმის შენადნობის წილი დიდია. მაშინ ამ მეტალს ნაკლებად აფასებდნენ. დღეს კი ის საკმაოდ ძვირად ფასობს." ქართულ ბაზარზე ამ 50 თეთრიანებს 50-100 ლარად ყიდიან, თუმცა მსურველი არ ჩანს. 827 3-ს მოსწონს
|