x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
6 სავსებით უსაფრთხო საშუალება სახლის დასასუფთავებლად
image

ყველა ჩვენთაგანს მოსწონს სახლში სისუფთავე და სასიამოვნო სურნელი, გარკვეული მიზეზების გამო გვიწევს ქიმიური საშუალებების გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად, ეს ნივთიერებები კი უშვუალოდ ჩვენ გვაყენებენ ზიანს.


შეძენილი საწმენდი საშუალებების უმრავლესობა საზიანოა გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისათვის. როგორ მოვნახოთ ალტერნატივა?


ბუნებრივი სასუალებების ჩამონათვალი, რომლთა გამოყენება თამამად შეგიძლიათ:



1. უნივერსალური პროდუქტი რომლის ძირითად ინგრედიენტს ძმარი შეადგენს.image

შემადგენლობა


2 ჭიქა წყალი;
1/2 ჭიქა თეთრი ძმარი;
2 სუფრის კოვზი სოდა;
10 წვეთი ჩაის ხის ზეთი.


ამ კომპონენტებისაგან მომზადებული ნარევი, საშუალებას მოგცემთ ადვილად გაუმკლავდეთ ლაქებს და ჭუჭყს ნებისმიერ ზედაპირზე, მისი საშუალებით შეგიძლიათ გარეცხოთ, იატაკები, ფილები, ონკანები და ბევრი სხვა რამ.


2. ტუალეტის სისუფთავისათვის:image

შემადგენლობა:


ნახევარი ჭიქა სოდა:
1 ჭიქა თეთრი ძმარი:
ნახევარი ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი.



3. სარეცხი საშუალებებიimage

შემადგენლობა:


1 ჭიქა ბორის მჟავა (ფხვნილში);
1 ჭიქა სოდა
1 ჭიქა თხევადი საპონი
ჩაის ხის ეთერზეთების 10-15 წვეთი (სურვილისამებრ);
17 ჭიქა წყალი.


რეცხვის დროს, გამოიყენეთ ნახევარი ჭიქა ამ ყველაფერის შერევის შემდგომ მიღებული ხსნარი. დაიტანეთ ნარევი ტანსაცმელზე და მოათავსეთ სარეცხის მანქანაში.



4. საშუალება ჭურჭლის რეცხვისთვის.image

შემადგენლობა:



1.5 ჭიქა მდუღარე წყალი;
1/4 თხევადი საპონი
1 სუფრის კოვზი სოდა;
1/4 გახეხილი საპონი
ჩაის ხის ეთერზეთი 10-30 წვეთი


საპონი და ეთერზეთები არ შეიცავს ქიმიკატებსა და ტოქსინებს. უფრო მეტიც, საპონი დამზადებულია ბუნებრივი ზეითუნის ზეთით.



5. საშუალებები ფანჯრებისა და სარკეების გასაწმენდად.image


შემადგენლობა:



¼ ჭიქა ძმარი;
¼ ჭიქა იზოპროპილის ალკოჰოლი;
1 სუფრის კოვზი სიმინდის „კრახმალი"
2 ჭიქა წყალი
10 წვეთი ზეთი ( თქვენი შეხედულებისამებრ)


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, შემდეგ მოათავსეთ სპეციალურ შესასხურებელ მოცყობილობაში და კარგად შეანჯღრიეთ. ნარევი მიასხურეთ სარკეებს, ფანჯრებს და კარგად გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით, რათა ზედაპირი ბრწყინავდეს.


6. ბუნებრივი ჰაერის გამწმენდი საშუალება.image


შემადგენლობა:


15 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი.
1/2 ჭიქა ძმარი;
1.5 ჭიქა წყალი.


შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სუფთა კონტეინერში შემდეგ გადაიტანეთ შესასხურებელ საშუალებაში და მიმოფანტეთ იგი მთელს ოთახში მინიმუმ სამჯერ დღეში.

0
35
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0