ტურიზმი 5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ტურისტებისთვის შესვლა აკრძალულია 2019, 24 ივლისი, 8:14 სურტსეის კუნძული აკრძალვის მიზეზი სამეცნიერო ექსპერიმენტებია. 1963 წლის ისლანდიაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა და დროის მოკლე მონაკვეთში 2, 7 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძული წარმოიქმნა. კუნძულის შესწავლა მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა დაიწყეს, რადგან ეს ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ წარმოიშობა ახალი კუნძული. 2000 წლისთვის ეროზიის გამო კუნძულის ფართობი 1.5 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. კუნძული დაუსახლებელია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა გამოცხადებული, ის ტურისტებისთვის და რიგითი აღდამიანებისთვის დახურულია.კუნძული კეი მადა გრანდიაკრძალვის მიზეზი, შხამიანი გველების სიუხვე, კეი-მადა გრანდის კუნძული ბრაზილიის სანაპიროდან 35 კმ ში იმყოფება, და ერთი შეხედვით დედამიწაზე არსებულ სამოთხეს მოგვაგონებს. თუმცა ასეთ სამოთხეში სტუმრობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.რადგან მიწის ამ პატარა ნაგლეჯზე უამრავი შხამიანი გველი არსებობს. 0.43 კვადრატულ კილომეტრზე 40 000 გველი ცხოვრობს. მოსახლეობა კი მადაგრანდის გველების კუნძულს კუნძულს უწოდებს. ტურისტებისთვის მისვლა აქ მთავრობამ აკრძალა. ჩრდილო სენტინელის კუნძულიაკრძალვის მიზეზი, აგრესიული ადგილობრივი მცხოვრებლები. ინდოეთის ოკეანეში არსებულ კუნძულზე აგრესიული ტომები არსებობენ, რომლებიც ცივილიზაციასთან და ზოგადად ნებისმიერ უცხოსთან კონტაქტზე უარს აცხადებენ. მეცნიერების დასკვნით აბორიგენები იზოლაციაში დაახლოებით 40 000 წელია რაც არიან. ეს ხალხი აქტიურად იცავს საკუთარ ტერიტორიას, მაგრამ 2004 წელს ინდოეთის სახელმწიფოს კუთვნილ ვერტმფრენს ისრები დაუშინეს, მათი ისრები დაახლოებით 100 მ- მდე აღწევს. ვერტმფრენი 2004 წლის ცუნამის შემდეგ იყო მისული აბორიგენების მოსანახულებლად, რომლებიც როგორც ჩანს, გადარჩნენ და აქტიურად აგრძელებენ კუნძულის დაცვას. ისეს ტაძარი, იაპონიააკრძალვის მიზეზი, აქ შემოსვლა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ისე ძინგუს კომპლექტი. იაპონიის ერთ ერთი ყველაზე წმინდა ადგილი. მთავარი ტაძარი მაღალი ხის ღობითაა გამოყოფილი, დანარჩენი სამყაროსგან და შიგნით შესვლა მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებს და მაღალი რანგის ღვთის მსახურებს შეუძლიათ. 1945 წლამდე ეს ადგილი კიდევ უფრო იზოლირებული იყო, მას სამყაროსგან მდინარე ნიაგავა ჰყოფდა. ბერებს მდინარის გადაკვეთა ეკრძალებოდათ, ითვლებოდა რომ ეს იაპონიას უბედურებას მოუტანდა.კუნძული გრიუინარდიაკრძალვის მიზეზი, ბიოლოგიური იარაღის გამოცდები, 1942 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ეს კუნძული შოტლანდიისგან გამოისყიდა, ის ბიოლოგიური იარაღის, ციმბირის წყლულის საგამოცდო პოლიგონად აქცია. ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ ეს იარაღი ძალიან დიდი ხნით აბინძურებს გარემოს და მოსახლეობის სიკვდილიანობა 95 %-ია. 80 იანი წლების ბოლომდე კუნძული მსოფლიოს ერთერთი ყველაზე საშიში ადგილი იყო და მხოლოდ 1986 წელს დაიწყეს კუნძულის გაწმენდითი სამუშაოები. 90 წლებისთვის კუნძული სიცოცხლისთვის უსაფრთხოდ გამოაცხადეს, თუმცა მასზე დასახლების არავის გამოუთქვამს არქეოლოგები აცხადებენ, რომ ციმბირის წყლულის ფორები ნიადაგში მაინცაა დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძული ასეულობით წლების მანძილზე ექნება საცხოვრებლად გამოუსადეგარი.ისპაჰანი - ქალაქი მუზეუმი, მასჯედ- ე ჯამე _საკრებულო მეჩეთი
“ კურტუაზული " ცხოვრების ეტიკეტი ანუ რაინდების პლატონური სიყვარულის შესახებ
307 1-ს მოსწონს
|