ტურიზმი პირველად თბილისში სინათლის ფესტივალი ჩატარდება 2019, 4 ივლისი, 15:54 განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმება, სხვადასხვა განათება. თბილისი პირველად სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება საღამოს გაიმართება. ეს იქნება ჯერ არნახული სანახაობა, რომელიც დამთვალიერებელს ჯერ ნანახი არ აქვს. ფესტივალის ფარგლებში ბაღი განათდება საინტერესო ინსტალაციებით. რაც დამთვალიერებელს გარწმუნებთ შთაბეჭდილებებით აავსებს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოტანიკური ბაღი ღამე გაიხსნება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბაღი იხილონ სხვა კონტექტში, ღამე განათებული. ეს ღონისძიება იქნება მუსიკალურად დატვირთული.სანახაობა გაიხსნება ცეცხლოვანი შოუთი. ამ ფესტივალების ისტორია დაიწყო 1990 წ-ს. ჩატარდა პირველად ინგლისში. ამ ღონისძიების მიზანი იყო, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები და თანამედროვე შენობები დაენახებინათ სხვა კუთხით, ღამით განათებული. ამ ყველაფერს ჰქონდა შოუს ელემენტები. სკვერები, ხიდები, პარკები წარმოჩინდებიან ისეთი კუთხით, როგორითაც ვერ ხედავ დღისით, მით უფრო ღამით. ასეთ ფესტივალებს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. სინათლის ფესტივალი, ნათელი ღამეები, თეთრი ღამეები. საქართველოში კი დაერქვა თბილისის სინათლის ფესტივალი. ამის შემდეგ ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი ჩატარდეს ეს ფესტივალი. საერთაშორისო რუკაზე გავა, პირველი ფესტივალის ჩატარების შემდეგ. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. იქნება DJ ცოცხალი მუსიკა. ტერიტორია დაყოფილია სხვადასხვა ზონებად, და თითოეულ ზონაში არის შესაბამისი შოუ და თითოეულ შოუს ექნება თავისი მუსიკალური გაფორმება. პირველი “ თბილისის სინათლის ფესტივალი " ტარდება ბოტანიკურ ბაღში, 5 და 6 ივლისს. 89 2-ს მოსწონს
|