საზოგადოებრივი მარქსისტი მკვლელები 2019, 22 ივლისი, 1:09 ლენინმა მარქსისტული კომუნისტური რეპრესიებით დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი შეიწირა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, სტალინმა დაახლოებით - 23 მილიონი, ხოლო მაო ძედუნმა - 72 მილიონი. ხელები შეკრული ზურგს უკან, ზუსტი გასროლა კისერში, ვარდნა უზარმაზარ, მასობრივ საფლავში. ისინი "მოკავშირეებმა" დახოცეს. საბჭოთა კავშირი ამ გზით მრავალი წლის განმავლობაში ანადგურებდა ხალხს, მოკავშირეებთან გაერთიანებამდეც და მას შემდეგაც. ამ ადამიანებს არ ჰღირსებიათ მემორიალები, ისინი უსახელოდ, მასობრივ საფლავებში დამარხეს. სისხლიან რეჟიმს, რომელმაც იმსხვერპლა ეს ხალხი და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ, არც უფიქრიათ, რომ ამისთვის პასუხი უნდა ეგოთ. მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნა ამოშლილი იქნა ისტორიიდან. ახალგაზრდებს მთელ მსოფლიოში უყვართ წარსულის პოპულარული სიმბოლოების გამოყენებით ხუმრობა, კომუნიზმი ხომ, სხვა თუ არაფერი, თანასწორობისა და ჰარმონიის იდეაზე დგას, თავად იდეას თითქოს არც არაფერი დაეწუნება, არადა საქმე პირიქით არის. საწყის ეტაპზე, როდესაც კომუნისტები ძალაუფლებაში მოდიან, იქნება ეს რუსეთში, ჩინეთში, პოლონეთში, კუბაში თუ ნიკარაგუაში, ისინი ანადგურებენ მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს - განსაზღვრული კატეგორიის ხალხს. ეს ემსახურება არა უბრალოდ "მტრების" დახოცვას, (სინამდვილეში ისინი არც არიან მტრები) არამედ ეს ემსახურება საზოგადოების გადაწყობას. ეს სოციალური ინჟინერიაა. მოწინავე მოაზროვნეები, საუკეთესო მშრომელები, საუკეთესო ინჟინრები, მათ ყველას ხოცავენ, ხოლო შემდეგ ისინი ცდილობენ საზოგადოების ახლებურად გადაწყობას. "ჩამოახრჩეთ სულ ცირე 100 კულაკი, სიკვდილით დასაჯეთ მძევლები, გააკეთეთ ეს ისე, რომ ასობით მილის მოშორებით მყოფი ხალხი ძრწოლამ მოიცვას." ლენინი. 1917 წელს კომუნისტებმა ძალაუფლება ხელთ იგდეს. ლენინს მარქსიზმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელების საშუალება მიეცა. ვინ ამის წინაარმდეგი იყო - ხვრეტდნენ. დაუნდობლად ხოცავდნენ გლეხებს, რომლებიც ოდნავ წინაარმდეგობას მაინც სწევდნენ და დაზუსტებით არავინ იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე ან მეტზე (მხოლოდ ლენინის პერიოდში). უკრაინელებს ანადგურებდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ, თუმცა მსოფლიომ მათ დასახმარებლად არაფერი იღონა. კაცობრიობას არასოდეს უნახავს იმაზე უფრო ეფექტური განადგურების პროგრამა, ვიდრე რაც იყო უკრაინაში 1932-1933 წლების ზამთარში (სტალინის რეპრესიული რეჟიმის პერიოდში), როდესაც შიმშილით ამოწყვიტეს 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ნაციონალისტური მისწრაფებების გამო - ამ სასტიკ გენოციდს ჰოლოდომორი ეწოდა. ბევრმა არ იცის, რომ საჯაროდ მხოლოდ სოციალისტები მოუწოდებდნენ გენოციდისკენ მე-19, მე-20 საუკუნეებში. ეს ნაკლებად ცნობილი და მართლაც შოკისმომგვრელი ფაქტია. პირველად ეს გამოჩნდა 1849 წლის იანვარში, მარქსისტულ ჟურნალ "ნოიე რაინიშე ცაიტუნგ"-ში. ენგელში წერდა კლასობრივი ბრძოლის შესახებ მარქსისეული გაგებით. ის ამბობდა, რომ როდესაც სოციალისტური რევოლუცია, კლასობრივი ომი მოხდებოდა, ევროპაში არმოჩნდებოდნენ პრიმიტიული საზოგადოებები ორი საფეხურით უკან, ვინაიდან ისინი ჯერ კაპიტალისტურიც კი არ იყვნენ. იგი ჩამოთვლიდა ბასკებს, ბრეტონებს, შოტლანდიელ მთიელებს, სერბებს და მათ რასობრივ ნაგვად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ მათი განადგურება გახდებოდა საჭირო, რადგან ისინი ორი საფეხურით ჩამორჩებოდნენ ისტორიულ ბრძოლაში, მათი აღზრდა შეუძლებელი იქნებოდა რევოლუციურ საფეხურამდე. ის საუბრობდა სლავური ხალხების ვულგარულობასა და სიბინძურეზე, მაგალითისთვის, მას მიაჩნდა, რომ პოლონეთს არ გააჩნდა არსებობის გამართლება: "კლასები და რასები, რომლებიც ვერ აითვისებენ ცხოვრების ახალ პირობებს, უნდა ჩანაცვლდნენ. ისინი უნდა გაცამტვერდნენ რევოლუციურ ჰოლოკოსტში." კარლ მარქსი. "ხალხის ფურცელი", 16 აპრილი, 1853 წ. "ისტორიული იდეების ჟურნალი". თავი 42. ნომერი I, 1981 წ. ეს მარქსმა დაიწყო, იგი იყო თანამედროვე პოლიტიკური გენოციდის წინაპარი. არ გვახსენდება მოდერნული ეპოქის რომელიმე ევროპელი მოაზროვნე, მარქსამდე და ენგელსამდე, რომელსაც ოდესმე მოეწოდებინოს საჯაროდ მასობრივი განადგურებისაკენ. მარქსის და ენგელსის მოძღვრებას გულდასმით სწავლობდა ლენინი, ადამიანი, რომელმაც პირველი მარქსისტული სახელმწიფო დააარსა დედამიწაზე. "თქვენ ალბათ უნდა იცნობდეთ ექვსიოდე ადამიანს მაინც, რომელთაც ამქვეყნად არანაირი სარგებელი მოაქვთ, რომელთაგანაც პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. უბრალოდ დააყენეთ და სთხოვეთ მათ, ქალბატონო და ბატონო, კეთილი ინებეთ და გაამართლეთ თქვენი არსებობა. თუ ვერ ამართლებთ საკუთარ არსებობას, თუ არ ეზიდებით საკუთარ წილ ტვირთს საზოგადოებრივ ერთობაში, თუ არ გამოიმუშავებთ იმდენს, რამდენსაც მოიხმართ, ან ცოტა უფრო მეტს, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვახმართ ჩვენი საზოგადოების ორგანიზაციებს თქვენი სიცოცხლის შენარჩუნებას, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენ სარგებელს არ გვაძლევს, და იგი ალბათ არც თქვენთვის უნდა იყოს დიდად გამოსადეგი." ბერნარდ შოუ. ბერნარდ შოუ ამართლებდა მასობრივ ხოცვას. კატეგორიის მიხედვით, მაგრამ არა რასობრივი, არამედ უმოქმედობის, მუქთახორობის კრიტერიუმით. საზოგადოებაში "პარაზიტების" ამოხოცვა - აი რა იყო მარქსისტული სოციალიზმის ანი და ჰოე. იგი ლონდონურ გაზეთ "The Scientist"-ში გამოვიდა და მეცნიერებს მოუწოდა შეექმნათ ე.წ. "ჰუმანური გაზი". "მე მივმართავ ქიმიკოსებს, რათა გამოიგონონ ჰუმანური გაზი, რომელიც მოკლავს ელვისებურად და ტკივილის გარეშე." ბერნარდ შოუ. 1934 წ. 7 თებერვალი. სტალინმა 30-იან წლებში "ბეზპრიზორნების" (უპატრონო ბავშვების) პრობლემის გადასაჭრელად დაუშვა ბავშვთა დახვრეტა 12 წლის ასაკიდან. მისი ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: "არ არის ადამიანი - არ არის პრობლემაც". ადამიანებს გაუჩერებლად ხვრეტდნენ მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) მასშტაბით. სტალინი იქამდეც კი მივიდა, რომ ხალხს შემთხვევითი შერჩევით, ქვოტებით ხოცავდნენ. მაგალითად 100, 000 ადამიანი ტამბოვის რაიონში, და ეს გეგმა უნდა შესრულებულიყო. სახელები დიდად აღარავის ადარდებდა. ქვოტის შევსების შემდეგ, ადგილობრივი მმართველები უპატაკებდნენ სტალინს, ცენტრალურ კომიტეტს და მოითხოვდნენ დამატებით ქვოტებს. დამატებითი ქვოტები გაიცემოდა, მათი შევსების შემდეგ კი, კვლავ მოითხოვნდნენ დამატებით ქვოტას "ხალხის მტრების" გამოვლენა-დახვრეტისათვის. ასე გრძელდებოდა ხოცვა დაუსრულებლად. მათ მიზანს ევროპაში "ძველი წყობილების" განადგურება წარმოადგენდა. (მთარგმნელი და ვიდეოს ავტორი ფეისბუქ-ჯგუფი "ულტრა-მემარჯვენე) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე260 1-ს მოსწონს
|