x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქორწილის დროს დედინაცვალმა მეუღლის ვაჟს სიტყვით მიმართა - ბიჭუნამ კი ცრემლები ვერ შეიკავა

image

ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ჯოშუა ნიუვილი თავის მომავალ მეუღლეს - ავიაციის კაპრალს ემილი ლიხანს, პირველად, სამხედრო სამსახურში შეხვდა. მამაცი და გამბედავი ჯოშუა მომხიბვლელი ემილით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და სულ მოკლე დროში, მას ხელიც სთხოვა. წყვილმა თავიანთი ურთიერთობის დასაკანონებლად, დრო უქმად აღარ დაკარგა და ხელმძღვანელობას ხანმოკლე შვებულის თხოვნით დაუყონებლივ მიმართა. თანხმობის მიღებისასთანავე, კი შეყვარებულებმა ქორწილისთვის მზადება ერთიანი ძალებით დაიწყეს.


image

საქორწინო ცერემონია საგანგებოდ შერჩეულ, ულამაზეს ტბის პირას, ახლობლებისა და ნეფე -პატარძლის მეგობრების ვიწრო წრეში გაიმართა. წვეულებას ასევე, პირველი ქორწინებიდან ჯოშუას 4 წლის ვაჟი, გეიჯიც ესწრებოდა, რომელიც მამასთან, წლების განმავლობაში, დედობრივი ალერსისა და მზრუნველობის გარეშე იზრდებოდა.


image


ქორწილის მთავარ სიურპრიზად კი, პატარძლის საგანგებოდ მომზადებული სიტყვა იქცა, რომელიც მან, თავის პატარა გერს საჯაროდ მიუძღვნა. აი, რა ტექსტით მიმართა მან გეიჯის:

image


"ძალიან მინდა რომ თავს ყოველთვის დაცულად გრძნობდე და მინდა, ეცადო, რომ ცხოვრებაში ღირსეული ადამიანი იყო. შენ - განსაკუთრებული, ჭკვიანი, კეთილი და საყვარელი ბიჭი ხარ, შენ მე ძალიან დამეხმარე გავმხდარიყავი ის, რასაც მე დღეს წარმოვადგენ. სამწუხაროდ, მე შენ სიცოცხლე ვერ გაჩუქე, მაგრამ თავად ცხოვრებამ, მე უდიდესი საჩუქარი გამიკეთა და იცოდე, რომ ეს საჩუქარი შენ ხარ!"


image


ალბათ, რთულია, წარმოიდგინო ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, თუ რა ემოციას განიცდიდა ბიჭუნა იმ წუთებში, რომელიც წლების განმავლობაში დედის გარეშე იზრდებოდა. ემილის საგანგებო მიმართვით გულაჩუყებულმა პატარამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა, გოგონამ გეიჯი ხელში აიყვანა და მის დამშვიდებას კიდევ დიდხანს ცდილობდა.


imageimage


პატარას ემოციური განწყობა, საქორწინო ცერემონიის დანარჩენ სტუმრებსაც გადაედოთ და საკმაოდ, მკაცრი ჯოშუას ჩათვილით, შეკრებილი საზოგადოება ამ ბედნიერ დღეს ცრემლებს ძლივს იკავებდა. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ახალშექმნილ ოჯახს ბედნიერება ვუსურვოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ ემილი პატარა, მგრძნობიარე ბიჭუნასთვის, ნამდვილი, მოსიყვარულე დედა გახდება, დედა, რომელიც მას აქამდე არასდროს ჰყოლია.


image





0
3658
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3658