საქართველო ამერიკის საელჩოს განცხადება "რუსთავი-2"-ის შესახებ 2019, 19 ივლისი, 18:53
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რუსთავი 2 ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენი მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად და უზრუნველყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სიტყვის თავისუფლების დაცვასა და მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტის შენარჩუნებაში."-ნათქვამია განცხადებაში. 791 3-ს მოსწონს
|