ტურიზმი ისპაჰანი - ქალაქი მუზეუმი, მასჯედ- ე ჯამე _საკრებულო მეჩეთი 2019, 18 ივლისი, 19:58 ეს მეჩეთი ირანის ისტორიის ისლამის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე არქიტექტურული სტილის თავისებურ საუნჯეს წარმოადგენს.
როგორ გაიტაცა თეზევსმა ქალი და ბრძოლა ამაძონ ქალებთან ისპაჰანის ეს ყველაზე დიდი საკულტო ნაგებობა ქალაქის უძველეს რაიონში მდებარეობს. შორეულ წარსულში იგი დარდაშთად იწოდებოდა. ეს სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა. სასანიანთა ეპოქაში აქ ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი იყო. არაბთა მიერ ირანის დაპყრობისა და იქ ისლამის გავრცელების შემდეგ ძველი ტაძარი დაინგრა, ხოლო მის ადგილას საუკუნეთა მანძილზე დიდებული საკრებულო მეჩეთი აღიმართა. მისი მშენებლობა თავდაპირველად დაილემელთა დინასტიის ბატონობის ხანაში, X ს-ში დაიწყო. მაგრამ პირველი ნაგებობა იმდენად უმნიშვნელო იყო, თავისი ფორმითა და სიდიდით, რომ თანამედროვე მკვლევარები მას მხედველობაში არც კი იღებენ და საკრებულო მეჩეთის ისტორიას სელჩუკთა ეპოქიდან, კერძოდ XI საუკუნიდან იწყებენ, როცა საკრებულო მეჩეთის მთავარი და ძირითადი ნაწილი აიგო. მოგვიანებით მონღოლმა ილხანებმა, “ აყ- ყოიუნლუს " თურქმანებმა, მოზაფარიანებმა და სეფიანებმა თანდათანობით ახალ - ახალი ნაგებობები შემატეს მას და ახლანდელ მოცულობამდე მოიყვანეს. საერთო ჯამში ამ საკრებულო მეჩეთის მშენებლობა 8 საუკუნე გრძელდებოდა, ამჟამად იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც დაილემელთა, სელჩუკთა, გურუხანიანთა, თურქმენთა, მოზაფარიანთა და სეფიანთა დტნასტიების ბატონობის ხანის ხელოვნებათა სინთეზი. ამიტომ მიაჩნიათ იგი ირანული ხუროთმოძღვრების საუნჯედ. ოთხპორტალიანი მეჩეთი თავდაპირველად XII საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. იმ დროისათვის ახლანდელი საკრებულო მეჩეთის ადგილას მდებარე მის წინამორბედ მეჩეთს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მინიშნებული მინიშნებული ჰქონდა ხის გუმბათიანი ნაგებობები. რომელთაც სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ. უფრო მეტად კი ბიბლიოთეკას. აქ დაცული იყო იმ ეპოქის უნიკალური ხელნაწერები, ლიტერატურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ძლიერი ხანძრის შედეგად, ბიბლიოთეკა დაიწვა და მასთან ერთად განადგურდა საკრებულო მეჩეთის ყველა მინაშენი. პორტალის შიდა კედლებისა და ფასადის მოხატულობა XIV - XV საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით შაჰ - თამაზ პირველისა და შაჰ - აბას მეორის მბრძანებლობის დროს მეჩეთში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, შიდა კედლები და ფასადი მოზაიკური მოჭიქული ფილებით მოპირკეთდა. ისპაჰანის საკრებულო მეჩეთის მშვენებას წარმოადგენს ორი დიდებული გუმბათი, რომელთა მშენებლობა სელჩუკთა იმპერიის ძლევამოსილი მბრძანებლის მალიქ - შაჰის ცნობილი ვეზირების ხოჯა ნეზამ-ოლ - მოლქი თუსის და თაჯ-ოლ - მოლქის სახნლებთანაა დაკავშირებული და მათივე სახელებითაა ცნობილი. გუმბათზე შესრულებული ქუფური წარწერა მალიქ - შაჰსა და მის ვაზირს მოიხსენიებს. არსებობს მშენებლობის ისტორიაში ყველაზე ერთი ვერსია, რომ ცოლები ერთმანეთს ეცილებოდნენ პირველობას. როცა ნეზამ ოლ - მოლქმა საკრებულო მეჩეთში გუმბათი ააგო და მალიქ - შაჰს უძღვნა. მეორე ცოლმა თავი შეურაწყოფილად იგრძნო და შეუჩნდა ქმარს და მანამდე არ მოეშვა, ვიდრე ახალი უფრო მიმზიდველი გუმბათი არ ააგებინა. თემურ - ლენგმა ააოხრა და გააპარტახა ირანი. ისპაჰანი ვერ გადაურჩა დანგრევას მაგრამ მისმა უკვე ირანში შობილმა, ნაშიერებმა, რომლებმაც აღზრდა - განათლება აქვე მიიღეს, კვლავ დაუბრუნეს მშვიდობა ქვეყანას. ააღორძინეს მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა. თიმურიანთა მბრძანებლობის ხანაში ირანში მრავალი მეცნიერი, პოეტი და ხელოვანი მოღვაწეობდა. მინიატურულმა მხატვრობამ, კალიგრაფიულმა დამწერლობამ, მოოქვრისა და წიგნის კინძვის ხელოვნებამ თიმურიანთა ხანაში განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. საკრებულო მეჩეთის საკმაოდ ვრცელ დერეფნებში მნახველთა ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს სხვადასხვა ფორმისა და ორნამენტული მოხატულობის სვეტები. ისპაჰანი _ ქალაქი მუზეუმი, ცოტა რამ ისპაჰანის ისტორიული წარსულიდან
მძოვრეთის მონასტერი, ყინწვისის მონასტერი, ატენის სიონი, - შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლები
ვინც არ ყოფილა მრავალძალში, მას თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაჭა ნანახი არ აქვს 202 1-ს მოსწონს
|