ტურიზმი ვინც არ ყოფილა მრავალძალში, მას თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაჭა ნანახი არ აქვს 2019, 29 ივნისი, 0:09 ადრეულ პერიოდში რაჭა - ლეჩხუმთან ერთად თაკვერის სამთავროებად იწოდებოდა. ისტორიულ წყაროებში სახელი“ რაჭა " X ს- დან გვხვდება. დღეისთვის მისი ისტორიული სახელი, ონის რაიონის სოფელს, თავკვერი თავს შემორჩა.
![]() სადაც არ უნდა წახვიდე რაჭაში ყველგან შეხვდები ნატაძრალებს, ნასახლარებს, ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც მნახველებს თვალწინ იმ საუკუნის სურათებს აცოცხლებენ, როდესაც ისინი ააგეს, როდესაც მათში ქართველთათვის დამახასიათებელი სულიერი ცხოვრება სჩქეფდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სამწუხაროდ ამ ტაძრის პირვანდელმა სახემ ჩვენამდე ვერ მოაღწია. XVI საუკუნის II ნახევარში ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს მელქისედეკს აღუდგენია. სავანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, შემაღლებულ ადგილას, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია. ბერთა და დაყუდებულთათვის. ჭელიშის უდაბნოში, მამათა მონასტრის არსებობის ბოლო პერიოდში ტაძრის წინამძღოლი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია იყო, რომელიც 1921 წ-დან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გახდა. 1995 წელს კი წმინდანად იქნა შერაცხული. ![]() ![]() ![]() კედლებზე ისევ შემორჩენილია უძველესი ფრესკის მონაკვეთები. მნიშვნელოვანი სანახაობებია სიყვარულის ჩანჩქერი ამბროლაურში. საირმის სვეტები ლეჩხუმში. და ნაქერალას ფერდობზე აღმართული 9 ჯვარი. რომელიც ზღვ. დ. 1569მ.ზე მდებარეობს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 213 1-ს მოსწონს
|