სხვა გულმავიწყობა - იმის ნიშანი, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ 2019, 18 ივლისი, 16:46 გულმავიწყობა ნორმალურია?
თუ გულმავიწყობა გახასიათებთ და ამის გამო ნერვიულობთ, სულ ტყუილად. რატომ?
სინამდვილეში გულმავიწყობა იმის ნიშანია, თქვენი ტვინი უფრო უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე ფიქრობთ. ეს ჯერ კიდევ 2017 წელს Neuron-ში ჩატარებული კვლევებით არის დამტკიცებული.
გულმავიწყობა ყოველთვის განსაზღვრულ დაავადებას, როგორიცაა დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება, არ უკავშირდება. ეს უფრო იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ. ტორონტოს უნივერსიტეტის და SickKids საავადმყოფოს მკვლევართა გუნდმა ამის დამტკიცება გადაწყვიტა. მათ გულმავიწყობას, ჯანმრთელობასა და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის პოვნა სცადეს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ინფორმაცია უნდა დავივიწყოთ და ადგილი ახალ მოვლენებსა და შემთხვევვებს დავუთმოთ. ახალი ინფორმაციის მიღებისას ტვინი ბევრ ენერგიას ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ტვინს უსარგებლო ინფორმაციის დავიწყება სჭირდება, რომ ახალს პრიორიტეტი მიანიჭოს. თუ მარტივი ნივთები გავიწყდებათ, მაგალითად, სად დატოვეთ გასაღები ან შეხვედრის ადგილი, ეს სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მეხსიერების პრობლემები გაქვთ. რაც შეეხება მეხსიერების დაკარგვის პათოლოგიურ ნიშნებს, მათ ადასტურებს შემდეგი ფაქტები:
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
273 შეფასება არ არის |