x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ
image

გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იურგენ კაინხორსტი დედოფლისწყაროს ეწვია. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს, გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს REC CAUCASUS-ისა და GIZ-ის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.


დედოფლისწყარო გაუდაბნოებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი მუნიციპალიტეტია, ამიტომ გერმანული მხარის დაფინანსებით მრავალი წელია დედოფლისწყაროში კლიმატის ცვლილების შეჩერების ღონისძიებები მიმდინარეობს, რაზეც ათეულობით მილიარდი ევრო დაიხარჯა.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კი გერმანიის სახელმწიფოსთან, რადგან ვფიქრობ, რომ გერმანია ევროკავშირის ზონის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ამიტომაც თქვენი თანადგომა და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მოხარული ვიქნები თუ ამ ვიზიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.


იურგენ კაინხორსტის განცხადებით, დღეს საქართველოში უმნიშვნელოვანესი პროექტის - ბიუსფერული რეზერვატის შექმნა მიმდინარეობს და ეს ხდება სწორედ დედოფლისწყაროში. აღნიშნული პროექტის განხორციელება დედოფლისწყაროს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ბიოსფერული რეზერვატის შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ.


მათივე ინფორმაციით, სტუმარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაც დაინტერესდა. მან აღნიშნა, რომ მიესალმება იმ სასიკეთო ნაბიჯებს, რომლებიც არსებული ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. კაინხორსტის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავება და კერძოდ, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა არსებულ ფონს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გერმანიის ხელისუფლება კი ამ თანამშრომლობისთვის მზადაა.



image

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0