სხვა კითხვის დასმის არასდროს შეგეშინდეთ! 2019, 16 ივლისი, 17:18 დრაკონმა ტყეში მგელი დაიჭირა და ეუბნება: - შეხედე, ვიწერ: „მგელი, ნაცრისფერი, რაოდენობა ერთი“. დღეს საღამოს, სადილზე მოხვალ და შეგჭამ. გაიგე? - გავიგე. - კითხვები გაქვს? - არა. მგელი გაბრუებული წავიდა. დრაკონმა ტყეში გზა გააგრძელა, მელა დაიჭირა. -შეხედე, წითურავ, ვიწერ „მელა, წითელი, კუდიან, რაოდენობა ერთი“. დღეს საღამოს ვახშამზე მოხვალ და შეგჭამ. გაიგე? - გავიგე. - კითხვები გაქვს? - არა. მელა წავიდა, დრაკონმა გზა გააგრძელა. კურდღელი დაიჭირა და ეუბნება: - შეხედე, ვიწერ: „კურდღელი, ნაცრისფერი, ყურები გრძელი, რაოდენობა ერთი“, საუზმეზე მოხვალ და შეგჭამ. გაიგე? - გავიგე. - კითხვები გაქვს? - მაქვს. - დასვი. - შეიძლება არ მოვიდე? - შეიძლება! ა-მოვ-შა-ლოთ! პ.ს. მორალი: კითხვების დასმის არასდროს შეგეშინდეთ! ასევე დაგაინტერესებთ: ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომელთაც ჩემთვის დრო არ აქვთ და შვება ვიგრძენი გეშინოდეთ სუსტების! ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც ჯობს, რაც შეიძლება ადრე გაიგოთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
259 3-ს მოსწონს |