საბუნებისმეტყველო გაიცანით სახელგანთქმული მოცეკვავე-კაკადუ "თოვლის გუნდა" 2019, 15 ივლისი, 20:24 მოცეკვავე კაკადუმ სახელად "Snowball"(თოვლის გუნდა) დიდი ხანია გაითქვა სახელი YouTube-ის მეშვეობით, დღეს ფრინველს შეუძლია 16 საცეკვაო მოძრაობის შესრულება, რა დროსაც რიტმულად ჰყვება თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას. როგორც კაკადუს პატრონი აცხადებს, ერთი და იგივე სიმღერის დაკვრის დროსაც კი ფრინველი იმპროვიზირებს და სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებს. Snowball-ის ცეკვის პირველი ვიდეორგოლი პატრონმა 2007 წელს დადო, რა დროსაც ფრინველი ყვირის, თავს, ფეხებს იქნევს და რიტმულად ჰყვება Backstreet Boys «Everybody»-ის, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, კაკადუ ძალე პოპულარული გახდა, რა დროსაც პარალელურად მეცნიერთა ყურადღებაც მიიქცია. ნეორობიოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ "თოვლის გუნდას" ნამდვილად შეუძლია მუსიკის რიტმს აჰყვეს და გრძნობს ტემპის შენელებასაც და აჩქარებასაც. ბოლო წლებში მეცნიერები უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ, აქვთ თუ არა ცხოველებს და ფრინველებს იგივე "ინტელექტუალური შესაძლებლობები", რომელსაც აქამდე მხოლოდ ადამიანს მიაწერდნენ? უკვე მოიპოვება მაგალითები, რა დროსაც რამდენიმე სახეობის ფრინველში და ცხოველში აღმოჩნდა ისეთი თვისებები, რომელიც აქამდე ეეგონათ, რომ ეს მხოლოდ "ჰომოსაპიენსს" -ადამიანს შეუძლია. 40 7-ს მოსწონს
|