ქალი და მამაკაცი როგორ გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს ისე, რომ შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება - 13 რჩევა 2019, 14 ივლისი, 18:31 ჩვენ, ადამიანები, ურთიერთობების გარეშე არ ვარსებობთ, რა ხდება, როცა მათ არ ვუფრთხილდებით ან არ ვიცით, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ? ბოლო ერთი წელია, რაც უფრო ჩავუღრმავდი ამ საკითხს, ადამიანებთან საურთოერთობო ფორმებს, გარკვეული აღმოჩენებიც გავაკეთე და მინდა დაგროვილი გამოცდილება გაგიზიაროთ. სტატიაში წარმოგიდგენთ 13 რჩევას, რომელიც გამოგადგებათ და გასწავლით, როგორ გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს. განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას - ურთიერთობას საკუთარ თავთან! რჩევა პირველი: გაჩუმება ალბათ, გიფიქრიათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მაგრამ როგორც ამბობენ დუმილი "ოქროა რჩეული". სჯობს სხვებს მოუსმინოთ. დიახ, შეწყვიტეთ ადამიანებთან იმის თქმა, რასაც ფიქრობთ და ჰკითხეთ თავად რას ფიქრობენ. მეორე რჩევა: ნურასდროს გაიშვერთ თითს ნურავისკენ! ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, იმისათვის, რომ თავი ვიმართლოთ ხშირად სხვებს ვადანაშაულებთ. ეს ადამიანებს ცუდ მდგომარებაში აყენებს და ჩვენც სხვის თვალში ცუდად წარმოგვაჩენს. როცა პრობლემა ჩნდება ნუ გაიშვრეთ თითს ვინმესკენ, არამედ დაიწყეთ ფიქრი მის მოსაგვარებლად. ასევე: ნუ გააკრიტიკებთ - ადამიანები არიან ისინი, რაც შეუძლიათ იყვნნენ არსებულ სიტუაციაში, შეიძლება ჩვენც ზუსტად ასეთები ვყოფილიყავით მათ ადგილზე. მესამე რჩევა: თავს ნუ გამოიდებთ ყველასთან თქვენი სიმართლის დასაცავად. არავინ არაა მართალი და არავინ მტყუანი, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ამიტომ როცა ეცდებით თქვათ - მე მართალი ვარ, კარგად დაფიქრდით ღირს კი ამის თქმა, იმსახურებენ კი კონკრეტულად ეს ადამიანები თქვენს სიმართლეს? ნუ იქნებით ყოველთვის და ყველასთან ჯიუტები, რადგან ბევრ სიტუაციაში სიჯიუტე მხოლოდ სუსტებისთვისაა ძლიერი მხარე. რჩევა მეოთხე: ნუ განსჯით მხოლოდ საქციელით. თუ ადამიანები თქვენთან შეცდომებს უშვებენ გაითვალისწინეთ ვინ არიან ისინი თქვენთვის და ზოგადად, რას წარმოაგდენენ. თვითონაც ხომ არ მოგვეწონებოდა ჩვენი დაშვებული შეცდომის მიხედვით შეექმნათ ჩვენზე წარმოდგენა?! ყოველთვის ჩვენი გადასაწყვეტია რომელი კუთხიდან გვინდა ადამიანის დანახვა, ადამიანის დადებით მხარეზე თუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენც ნაკლები პრობლემა გექნებათ და მეტად ბედნიერები იქნებით. რჩევა მეხუთე: არასოდეს უგულვებელყოთ ადამიანების საჭიროებები ანუ ნუ იქნებით გულგრილები. თუ გინდათ, რომ ჰუმანურები იყოთ და რაიმე შეცვალოთ, დადებითი ემოციები გასცეთ ეს ქმედება აუცილებელია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პრობლემები არასდროს აურიოთ სხვის პრობლემებში და კარგად გქონდეთ განსაზღვრული პრიორიტეტები. მეექსვე რჩევა ეხება პატიებას: პატიება უნდა შეგეძლოთ, რადგან პატიების გარეშე რთულია ცხოვრების გაგრძელება. როცა ადამიანს დაგროვილი აქვს მეორე ადამიანის მიმართ ბრაზი ეს უფრო მეტად თავად გაბრზებულს აზარალებს, ამიტომ აპატიეთ და დაივიწეთ, რადგან პატიება წარსულს ვერ შეცვლის, სამაგიეროდ მას მომავლის შეცვლა შეუძლია. რჩევა მეშვიდე: ნუ იწუწუნებთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით და საერთოდ ნუ იწუწუნებთ თუ არაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ რაიმე შეცვალოთ. თუ არ მოგწონს რაიმე, შეცვალე. თუ შეცვლა არ შეგიძლია, შეცვალე შენი დამოკიდებულება. ნუ იწუწუნებ! - მაია ენჯელო მერვე რჩევა: ნუ შეაწუხებ ადამიანებს თქვენი ლაპარაკით, დამოკიდებულებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი. განსაკუთრებით, როცე საქმე რაიმე კამათს ეხება, ხშირად ადამიანები კამათისას ერთმანეთს იმიტომ კი არ უსმენენ ერთმანეთს რომ გაუგონ, არამედ იმიტომ რომ უპასუხონ, ამიტომ გადამეტებულად ნუ ეცდებით თქვენი პოზიციების დაცვას, ხანდახან სჯობს უბრალოდ შეწყვიტოთ ჩხუბი და საღ გონებაზე, უკვე დაწყნარებულმა გააგრძელოთ მოლაპარაკება. მეცხრე რჩევა: ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი წესი. ნურასდროს შეადარებთ საკუთარ თავს სხვას, მითუმეტეს ნუ შეეჯიბრებით, შეჯიბრება მხოლოდ საკუთარ თავთან შეგიძლიათ გამართოთ! მეათე: არ მისცეთ არაფერს და არავის უფლება თქვენი დღე და მითუმეტეს, ცხოვრება წარმართოს. წარმატებული რომ იყოთ თქვენს საქმიანობაში, ეს მოითხოვს საქმეზე კონცეტრირებას, კარგი მეგობარი რომ იყოთ, მოითხოვს თქვენს აწმყოსა და ენერგიას, ასევე თუ გინდათ კარგი მშობელი იყოთ, სიყვარულის უანგაროდ გაცემა უნდა შეგეძლოთ. თუ თქვენ ყურადღებას მოადუნებთ და გარეფაქტორებს უფლებას მისცემთ თქვენი დღე და ზოგადად ცხოვრება გააფუჭოს, არაფერი გამოგივათ. მეთერთმეტე: თუ გინდათ რომ პროფესიონალურად და ინდივიდუალურად გაიზარდოთ, ნუ იუკადრისებთ კრიტიკას, პირიქით, ყოველთვის მზად იყავით მის მოსასმენად. შეიძლება ეს რთული პროცესია, მაგრამ აუცილებლად გასავლელი! მეთორმეტე: ნუ იფიქრებთ რომ რაც გაქვთ, სამუდამოა! მაგალითად, კარგი კარიერა და ცხოვრება პრივილეგიაა და არა თქვენი უფლება და ის მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. არავინ ეცდება თქვენს გადარჩენას, თუ თქვენ არ იბრძოლებთ თქვენი ყოველდღიურობისთვის. და თუ მაინც ეს ყველაფერი სხვაზეა დამოკიდებული, მაშინ რაღაც არასწორადაა და უნდა კარგად დაფიქრდეთ, რა მოხდება ერთ დღესაც თუ თქვენ მარტო დარჩებით?! მეცამეტე: ყოველთვის იყავით მადლიერები! თუ თქვენ მადლობელი ხართ თქვენი მეგობრის, უთხარით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მშობელი, შეყვარებული ან მეუღლე ძალიან მაგარი პიროვნებაა, უთხარით. როდესაც მადლიერები ხართ კარგია, მაგრამ ამის გამოხატვაც აუცილებლად უნდა შეგეძლოთ. სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი
86 3-ს მოსწონს
|