ისტორია როგორ გაიტაცა თეზევსმა ქალი და ბრძოლა ამაძონ ქალებთან 2019, 14 ივლისი, 17:24 თეზევსმა ევქსინის პონტო გადაცურა და ჰერაკლესთან ერთად ამაძონ ქალებზე გაილაშქრა. სიმამაცის ჯილდოდ მან მიიღო ანტიოპე.
მაგრამ უმრავლესობა კი ისტორიკოსები ამბობდნენ, რომ თეზევსი სალაშქროდ გაემართა საკუთარი ხომალდით, ჰერაკლეზე უფრო გვიან და ამაძონი ქალი ტყვედ ჩაიგდოვო. მართლაც მასთან ერთად მოლაშქრეთაგან გადმოცემაში სხვა არავინ ჩანს ისეთი, ვისაც ამაძონი ქალი ქყვედ ჩაეგდოს. ლეგენდა მოგვითხრობს : თეზევსმა ამაძონი მოტყუებით გაიტაცაო, საქმე ისაა რომ ამაძონი ქალები მამაკაცთა მოყვარულები არიან და აი, როცა თეზევსი მათი ქვეყნის ნაპირს მიადგა, კი არ გაქცეულან, არამედ სასტუმრო ძღვენი გაუგზავნეს მას. ძღვენის მიმტანს ქალს თეზევსმა ხომალდზე ასვლა სთხოვა თურმე და როცა ქალი ავიდა, თეზევსი მყისვე გავიდა ზღვაშიო. ამაძონი ქალის მოტაცებამ ამაძონის ომი გამოიწვია. ეს ომი თუმცა ქალები იყვნენ უბრალო საქმე როდი იყო. ამაძონები შიგ ათენში ვერ დაბანაკდებოდნენ და ბრძოლაში პირდაპირ პნიქსსა და მუსეიონთან ვერ ჩაებმებოდნენ ( მუზეუმების ტაძრები). ჰელანიკეს გადმოცემული ამბავი :_ ამაძონებმა ქიმერიის გაყინული ბოსფორი გადმოლახეს და ატიკაში ისე მოვიდნენო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი რომ შუაგულ პოლისში დაბანაკდნენ. ორივე მებრძოლი მხარე დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა და შეტევის დაწყებას აყოვნებდა. ბოლოს თეზევსმა, მისანის ნათქვამის თანახმად, შესწირა მსხვერპლი ფობოსს და ამაძონებს ეკვეთა. კლიდემე, რომელიც ცდილობს ყველაფერი ზუსტად და დაწვრილებით გადმოგვცეს, მოგვითხრობს, რომ ამაძონთა მარცხენა ფრთა მიბრუნებული იყო ახლანდელი ამაძონიონისკენ, მარჯვენა კი სპინქსის გასწვრივ იდგა და ქრისემდე აღწევდა. ბრძოლაში დაცემულთა საფლავები განლაგებულია იმ ქუჩის გასწვრივ, რომელსაც გმირ ქალკოდონტის ტაძრის მახლობლად მდებარე კარიბჭესთან მივყავართ. ამ კარიბჭეს ამჟამად პირევსის კარიბჭეს ეძახიან. ბრძოლის დროს ათენელები იძულებული გახდნენ ქალებისთვის ზურგი ეჩვენებინათ და უკან დახეულიყვნენ, ევმენიდების ტაძრამდე. მერე არდეტოსიდან და ლიკეონიდან ეკვეთნენ ამაძონებს. მათი მარჯვენა ფრთა ბანაკამდე უკუაგდეს და გაჟლიტეს. მეოთხე თვეს დაიდო ზავი. კლიდემე იმ ამაძონ ქალს, რომელიც თეზევსთან ცხოვრობდა ჰიპოლიტეს უწოდებს და არა ანტიოპეს. სხვები ამბობენ, ეს ქალი თეზევსის მხარეზე იბრძოდაო. გასაკვირი არ არის რომ ისტორია იბნევა შორეული ამბის გადმოცემისას. მაგ. ამბობენ დაჭრილი ამაძონები ანტიოპემ უჩუმრად გაგზავნა ქალკიდაში, სადაც მათ მკურნალობდნენ. ასე იყო თუ ისე, ომი დასრულდა და იმ ადგილას ამაძონები მსხვერპლს სწირავდნენ თეზევსისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. ასევე დააინტერესებთ :
“ კურტუაზული " ცხოვრების ეტიკეტი ანუ რაინდების პლატონური სიყვარულის შესახებ
მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით
თეზევსის გმირობები, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანტიკური ფილმები, შეხვედრა კოლხ მედეასთან 151 3-ს მოსწონს
|