x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თურქმა კულინარმა პუტინს 4 კილოგრამიანი ღვეზელი გაუგზავნა თურქეთი-რუსეთის მეგობრობის ნიშნად
image



თურქმა კონდიტერმა ჰასან აჯარმა გადაწყვიტა ღვეზელი გამოეცხო რუსეთის პრეზიდენტისათვის.


როგორც აჯარი აცხადებს, მას სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს რუსეთ-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობაში და ისისც დასძინა, რომ ეს მოვლენა დაამთხვია თურქების ნაყიდ რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ს "ტრიუმფი" პირველი პარტიის შემოტანას


კონდიტერმა განაცხადა, რომ ღვეზელში სანელებლებად გამოიყენა ბრინზა(ყველი) და ისპანახი, ღვეზელის მთლიანი წონა 4 კილოგრამია, ნობათი პუტინის მისამართით 13 ივლისს გაიგზავნა და 5 დღეში მიიღებს, აჯარმა დასძინა, რომ "ღვეზელის ჭამა დამზადებიდან 10 დღის განამავლობაში შეიძლება".



ჰასან აჯარი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარია თურქეთში, 2012 წელს იგი გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა-დაამზადა ყველაზე დიდი ნაციონალური ღვეზელი, რომლის სიგრძეც 2023 მეტრი იყო.

image

გუშინ, 12 ივლისს ანკარაში დაჯდა თვითმფრინავი, რომელმაც რუსეთიდან პირველად ჩამოიტანა С-400- საზენიტო რაკეტების კომპონენტები.



შეგახსენებთ, აშშ-ს მწვავე რეაქციის მიუხედავად, ერდოღანმა რუსეთისგან შეიძინა -С-400 რაკეტები, რომლის საერთო ღირებულება 2, 5 მილიარდი დოლარია.



0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0