საზოგადოება ამ გოგონას სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოების გამო ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს (ფოტოები) 2019, 11 ივლისი, 14:18 ყველა ქვეყანას საკუთარი წესები და კანონები აქვს. მაგალითად ბანგკოკში გოგონას სოცქსელში გამოქვეყნებული თამამი ფოტოების გამო ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს.
ნანგ მვე სანი 22 წლის უკვე ექიმი გახდა, ეს იმიტომ რომ მის მშობლებს ძალიან უნდოდათ ექიმი შვილი ჰყოლოდათ, თვითონ სანი კი ყოველთვის მოდელობაზე ოცნებობდა და თითქმის არ გამოდიოდა სპორტდარბაზიდან, რათა ლამაზი ფიგურა ჰქონოდა. სამსახურშI გოგონა ყოველთვის მოკრძალებულად იცვამდა, თუმცა თავისუფალ დროს მოკლე კაბებსა და საცურაო კოსტიუმებში პოზირებდა და შემდეგ ამ სექსუალურ ფოტოებს სოცქსელში ანთავსებდა. ერთხელ ასეთი ფოტოები ნახა მისმა კოლეგამ და სწორედ ეს გახდა მისი პროფესიული კარიერის დასასრული. პირველ ეტაპზე კონტროლის სამსახურმა მას ექაუნთის წაშლა მოსთხოვეს, თუმცა გოგონამ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას ლიცენზია გაუუქმეს. მას შემდეგ გოგონა არა თუ ექიმად, არამედ მოხალისედაც ვეღარ იმუშავებს. თვითონ ნან სანგს ფაქტის გამო დიდად არ უნერვიულია, რადგან ის ყოველთვის ოცნებობდა პროფესიონალი მოდელი გამხდარიყო, ახლა კი აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსს და საკუთარ ძალებს მოდელობაზე გამოსცდის. 572 1-ს მოსწონს
|