x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროდან 58 პენსიონერ პედაგოგს სკოლის დატოვება სურს

image


განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაჟღერებული სპეციალური შეთავაზების შემდეგ, რომელიც პენსიონერი პედაგოგებისთვის ფინანსურ პირობებს გულისხმობს პედაგოგთა ნაწილი სკოლის დატოვებას განიხილავს. საპენსიო ასაკის ის პედაგოგები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, შეუძლიათ სკოლა დატოვონ, სანაცვლოდ კი ჯილდოდ ერთჯერადად მიიღებენ 2 წლის ხელფასს, პლიუს კლასის ხელმძღვანელობის ანაზღაურება, რომელიც ჯამში საშუალოდ 8000 ლარს აღემატება. პროცესი ნებაყოფლობითია. როგორც გაირკვა, ჯილდოთი სარგებლობისა და სკოლების დატოვების მსურველი თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში შეთავაზებით სარგებლობის სურვილი ოფიციალურად 672-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოთქვა.


რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, აქ მოქმედი საჯარო სკოლებიდან ჯილდოს მიღებისა და სკოლის დატოვების მსურველი 58 პენსიონერი პედაგოგია რეგისტრირებული. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა სამინისტროს შეთავაზება მიიღოს და ახალი სასწავლო წლიდან სკოლა დატოვოს.


„თავდაპირველად 62 იყო, თუმცა ოთხმა მათგანმა გამოცდაზე გასვლა გადაწყვიტა, ამდენად 58 პენსიონერი დატოვებს სკოლას, რომელიც ჩვეულებრივ მიიღებს ზაფხულის ხელფასსაც და სექტემბრიდან კი ჯილდოს, “ - აღნიშნავს ზურიკაშვილი.


დღეის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით სამსახურიდან წასვლის სურვილი დაახლოებით 672-მა პედაგოგმა გამოთქვა. მათგან ყველაზე მეტია თელავში- 144, შემდეგ გურჯაანში -137-მდე, ლაგოდეხში - 105, 80 მსურველი პედაგოგია როგორც ახმეტაში, ისე სიღნაღში, ყვარელში - 64.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერ პედაგოგებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ.
0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0