x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
აფელაი გერმანიისკენ

image

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვას იბრაჰიმ აფელაი აღარ სჭირდება.შესაბამისად, ჰოლანდიელი შემტევს ახალი გუნდის ძიება შეუძლია. თურმე 26 წლის აფელაის მთხოვნელების რიგიც დაუდგა. ყველაზე მეტად გერმანული კლუბები, ერთმანეთის მოსისხლე მტრები, ჩემპიონი "დორტმუნდი" და " შალკე " აქტიურობენ. თავად აფელაიმ ბევჯერ თქვა, "ბარსადან" მხოლოდ ისეთ გუნდში გადავალ რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებსო და ამ მხრივ ვერც "დორტმუნდს" დაუწუნებს რამეს და ვერც "შალკეს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ორივე კლუბს გარანტირებული აქვს.

კაგავას წასვლის შემდეგ, დორტმუნდელები ეძებენ ერთ კარგ შემტევ ნახევარმცველს.ასეთი ფეხბურთელი " შალკესაც " სჭირდება.აღსანიშნავია, რომ გელზენკერხენელებს აფელაის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ეს ფეხბურთელის პსვ–ში თამაშობდა, მაგრამ მაშინ "შალკეს" "ბარსელონამ" აჯობა.

1
56
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
56
  
2012, 26 ივლისი, 2:05
რა ეშველებათ აწი აფელაი თუ წავიდა
0 1 1