პროზა ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა 2019, 9 ივლისი, 18:59 ერთხელ მინოსეტაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელების სიის ჩამოწერა და გვარების გვერდით იმ თვისების მითითება სთხოვა, რომელიც ამ კონკრეტულ თანაკლასელში განსაკუთრებით მოსწონდათ. ეს მოხდა პარასკევს. მან შაბათ-კვირას გადაამუშავა ეს სიები და ორშაბათს მოსწავლეებს დაურიგა ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველაფერი, რაც თანაკლასელებს მათში განსაკუთრებით მოსწონდათ. ბავშვებმა წაიკითხეს და ჩურჩული დაიწყეს - "ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არც კი ვიცოდი, თუ ასე ვუყვარდი მათ". ეს შედეგები ხმამაღლა არ განუხილავთ, თუმცა მასწავლებელმა ზუსტად იცოდა, რომ მიაღწია მიზანს - მის მოსწავლეებს გაუჩინა საკუთარი თავის რწმენა. ამის შემდეგ გავიდა წლები და ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დაიღუპა ვიეტნამში. ის დაკრძალეს სამშობლოში - მინოსეტაში. გამოსათხოვრად მივიდნენ მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და მასწავლებლები. დაღუპულის მამა მივიდა მათემატიკის მასწავლებელთან და გადასცა მას ფურცელი. ეს იყო იმ დადებითი თვისებების სია, რომელიც მის შვილში შეამჩიეს თანაკლასელებმა. – დიდი მადლობა, - უთხრა მასწავლებელს დედამ - ჩვენი შვილისთვის ეს ფურცელი განსაკუთრებით ძვირფასი იყო. და აი, აქ მოხდა გასაოცარი რამ, ყოფილ თანაკლასელებს ერთიმეორეს მიყოლებით მოჰქონდათ ასეთივე ფურცლები. ზოგი თავის საოჯახო ალბომშიც კი ინახავდა მას. – ყველა ჩვენგანი ინახავს ამ სიას. განა შეიძლება ასეთი რამე დაგავიწყდეს?! - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. ნაწყვეტი გარი ჩეპმენისა და როს კემპბელის წიგნიდან ასევე დაგაინტერესებთ:9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთსისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებსამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლადროგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში - უნიკალური მეთოდი ფსიქოლოგებისგან"დედიკოს ბიჭები" უკეთესი ქმრები დგებიან - 9 მიზეზი, თუ რატომ სჯობს ის "ცუდ ბიჭს"
წყარო, შესაბამისი ნებართვით: mental.ge 717 2-ს მოსწონს
|