x
image
ელენე გუმა
"მაშ ასე, დადგა დრო, გავცე პასუხი ყველა კითხვას, თუ რატომ ვტოვებ რ2-ს!"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2 "- ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სტატუსს აქვეყნებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ ტოვებს "რუსთავი 2"-ს .


მისი თქმით, ამდენი წელი შეალია ტელეკომპანიას და ელემენტარული ვერ დაიმსახურა, პირდაპირ ეთერში პუტინის გინებაზე რომ მიდგა საქმე, გაბუნიას აგინებინეს.


მისივე თქმით, სწორედ იმის გამოა რომ ემშვიდობება საკუთარ მაყურებელს.


"მაშ ასე, დადგა დრო, გავცე პასუხი ყველა კითხვას, თუ რატომ ვტოვებ რ2-ს!
ნიჭს არ აფასებენ!
ცოდნას!
გამოცდილებას!
ამდენი წელი შევალიე იქაურობას და ელემენტარული ვერ დავიმსახურე! პირდაპირ ეთერში პუტინის გინებაზე რომ მიდგა საქმე, გაბუნიას აგინებინეს.
ამ დროს მე გაცილებით უკეთესი, მაღალმხატვრული, ხარისხიანი, ფანტაზიანი და მრავალფეროვანი რუსული გინება ვიცი!
და აქცენტიც, თუ მოვინდომე, უკეთესი მაქვს!
ბლია ბუდუ!
ჰოდა, კაროჩე, ნაკიპელო!
ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს სო სლეზამი ნა გლაზახ.
დო სლედუიუშჩეგო ვოსკრესენია!"- წერს გოგოტიშვილი.



გოგოტიშვილს სტატუსს უამრავი გამოხმაურება აქვს. მიუხედავდ იმის რომ სტატუსშივე წერს ეს ყველაფერი ხუმრობააო, ხალხო მაინც სერიოზულად აღიქვამს და უწერენ რომ აქამდე რატომ არ დატოვა და ა.შ.


ცნობისთვის, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, რის გამოც მთელი დღის განმავლობაში აჟიოტაჟი არ წყდება.


საზოგადოების ნაწილი გუშინვე შეიკრიბა ტელეკომპანიასთან და აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს.


რაც შეეხება თავად ტელეკომპანიას, ბოდიში მოიხადა მაყურებლის წინაშე და გიორგი გაბუნიას 2 თვით სამსახურეობრივი უფლება მოსილება შეუზღუდა.




1
1057
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1057
  
2019, 9 ივლისი, 8:56
კიდევ რომ დაგვცინის ეს იდიოტი
0 1 1