x
image
intermedia.ge
Mediator image
საჭირო ინფორმაცია სასტუმროების შესახებ - „პალიტრა მედიამ“ კამპანია #ქართულიზაფხულის ფარგლებში ახალი გვერდი შექმნა
image


მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აკ­რძა­ლა და აქ მყოფ რუს ტუ­რის­ტებ­საც უკან დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი შე­საძ­ლო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

„პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია: #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი.

ჰოლ­დინ­გის ქუ­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით: ტე­ლე­ვი­ზია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი Ambebi.ge, გა­ზე­თი „ კვი­რის პა­ლიტ­რა“, სას­ტუმ­რო­ე­ბის, ჰოს­ტე­ლე­ბი­სა თუ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უფა­სო რეკ­ლა­მას სთა­ვა­ზობს.



image


„ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა, მაგ­რამ ერ­თო­ბი­ლი ძა­ლე­ბით ვფიქ­რობთ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას დავძლევთ. და­ინ­ტე­რე­სე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უკვე საკ­მა­ოდ დი­დია. გვი­რე­კა­ვენ რო­გორც დიდი კომ­პლექ­სე­ბი, ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­ვა­ზობთ ჩვენს სა­რეკ­ლა­მოს სივ­რცეს, “ -გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.


კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ვებგ­ვერდს Ambebi.ge და­ე­მა­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, Georgiansummer.ge, რო­მელ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ სას­ტუმ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ხვდე­ბათ.


სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თვნენ, სპე­ცი­ა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამ ყვე­ლა­ფერ­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას ვებგ­ვერ­დი­დან Georgiansummer.ge მი­ი­ღებთ.


AMBEBI.GE ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლია, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად, 150 000 უნი­კა­ლუ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს. ასე­თი რე­ი­ტინ­გის ვებგ­ვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა კი ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას უდ­რის, რაც სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბათ.


გა­ზე­თი „კვი­რის პა­ლიტ­რა“ კი თა­ვის მხრივ, ყვე­ლა ნო­მერ­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხის სას­ტუმ­რო­ებს და­უთ­მობს სა­რეკ­ლა­მო სივ­რცეს.


ეს ახა­ლი წა­მო­წყე­ბა ხელს შე­უ­წყობს რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.


პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავს სურ­ვილს რომ მისი სას­ტუმ­როს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლოს. ასე­ვე, ისი­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო და­მა­ტე­ბი­თი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი გა­ა­კე­თონ, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს.


#ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი არის სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბის აქტი, რო­მელ­საც გვსურს ჩვენ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდნენ ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი და მკი­თხვე­ლე­ბი. თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ #და­ვა­ფა­სოთ ­სა­კუ­თა­რი და მო­ვი­წყოთ #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი.


ახა­ლი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დით: 0322196013

1
41
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
41
  
2019, 9 ივლისი, 20:58
მშვენიერი წამოწყებაა. მადლობა "პალიტრას" :)
0 1 1