ქალი და მამაკაცი 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ 2019, 9 ივლისი, 13:16 პოპულარული ნოველის "ქალივით მოიქეცი, კაცივით იფიქრე" ავტორის, სტივ ჰარვის მიხედვით: "მამაკაცი სიყვარულს 3 ფორმით გამოხატავს: საჯაროდ აჩვენებს თავის გრძნობას, გიცავთ და თქვენზე ზრუნავს". მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგმა ქალმა თქვას, რომ ამ საუკუნეში მამაკაცისგან დაცვა არ სჭირდება, მაინც ყველა მათგანს სჭირდება სიყვარული. თუმცა, ამ გრძნობას ზოგჯერ იქ ხედავენ, სადაც უკვე აღარ არსებობს.
ზოგჯერ ქალები გრძნობენ, რომ ურთიერთობაში რაღაც პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ამას პარტნიორი პირდაპირ არ ეუბნებათ. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ნიშანს იმისა, რომ მამაკაცის გრძნობები თქვენდამი გაიცვითა. ვიმედოვნებთ, საყვარელ ადამიანში ამ ნიშნებს არასდროს აღმოაჩენთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მათი ცნობა უნდა შეგეძლოთ. 1. გარეგნობის კრიტიკაომარ ხაიმიმ ასეთი რამ თქვა: "ადამიანს ყველაფერი, ნაკლიც კი მოეწონება იმისა, ვინც უყვარს, მაგრამ იდეალურობაც კი გააღიზიანებს იმისა, ვინც არ უყვარს". შეყვარებული კაცისთვის ყოველთვის ლამაზი იქნებით, გაწეწილ თმაშიც და დიდი ზომის სახლის ტანსაცმელშიც. ის ვერ შეამჩნევს, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ, თუ ამას თავად არ იტყვით. თუმცა, თუ პარტნიორი ხშირად გიმეორებთ, რომ სპორტ-დარბაზში უნდა იაროთ ან მიგანიშნებთ, რომ პლასტიკური ქირურგია გჭირდებათ, მის გრძნობაში დარწმუნებული ნუ იქნებით. დიდი შანსია იმისა, რომ თქვენი გარეგნობა კი არა, თავად თქვენ აღარ ერგებით მის გემოვნებას და თუ წონაში დაიკლებთ, ის სხვა ნაკლს მოგიძებნით.2. თქვენი პრობლემების მეგობრებთან განხილვაროგორც წესი, ქალები ხშირად განიხილავენ პირადი ურთიერთობის პრობლემებს მეგობრებთან, კაცები კი დუმილს ამჯობინებენ. იდეალური არავინაა, მაგრამ მოსიყვარულე ადამიანი ცდილობს, ყურადღება პარტნიორის კარგ თვისებებზე გაამახვილოს და არა - ნაკლზე. თუ თქვენი პარტნიორი თავს უფლებას აძლევს, საჯაროდ დაგამციროთ და თქვენს ნაკლზე იცინოს, ასეთი ურთიერთობისგან ბევრს არაფერს ელოდოთ. ასეთი ადამიანი პატივს არ გცემთ, ძლიერი და სანდო კავშირის შექმნა კი შეუძლებელია ურთიერთპატივისცემის გარეშე. სხვა ადამიანებთან თქვენი კრიტიკით, ის გაუცნობიერებლად ცდილობს დაამტკიცოს, რომ თქვენმა ნაკლმა აიძულა, აღარ უყვარდეთ. 3. მისი დამოკიდებულების ცვლილება თქვენი ჩვევების მიმართქალები ხშირად წუწუნებენ ხოლმე კაცის აქეთ-იქით მიყრილ წინდებზე სახლში, თუმცა, თავად მათაც არაერთი უცნაური ჩვევა ახასიათებთ. ქალებს მოსწონთ 2 საათის გატარება აბაზანაში, დაქალებთან გაუთავებლად ჭორაობა, გარდერობის გამოტენვა უსარგებლო ნივთებით, შეყვარებულის კერძის მირთმევა, ან ერთი და იმავეს სიმღერა მუდმივად. როგორც წესი, მოსიყვარულე მამაკაცი ამ ყველაფერს ხმაამოუღებლად იტანს ან იუმორით რეაგირებს. თუ თქვენი პარტნიორი დაიწყებს მუდმივ კრიტიკას ყველა პატარა დეტალზე, რასაც აკეთებთ და ნეგატიური კომენტარებით აგავსებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენ მიმართ უკვე მხოლოდ გაღიზიანებას გრძნობს და არა - სიყვარულს.4. თქვენი ამბებისადმი ინტერესის ნაკლებობამეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაცს მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში შეუძლია ყურადღებით უსმინოს ქალს. ამიტომაც, ქალბატონებო, გაითვალისწინეთ, რომ შემდეგში, როცა კაცთან ლაპარაკს დააპირებთ, სათქმელი მოკლედ გადმოეცით. მამაკაცებს განსაკუთრებით უჭირთ კონცენტრირება ისეთ თემებზე, როგორიცაა უცნობი ხალხი, სელებრითები, შოპინგი, მოდა და დიეტები. თუ შესაძლებელი იქნება, სჯობს, ამ თემებზე მეგობრებთან ისაუბროთ. და მაინც, თუ მოსიყვარულე მამაკაცი ხედავს, რომ რაღაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეცდება, მთელი ყურადღებით მოგისმინოთ, მაშინაც კი, თუ სასაუბრო თემა მისთვის სრულებით უინტერესოა. თუ მას უყვარხართ, უყურადღებოდ არ დაგტოვებთ. თუმცა, თუ მუდმივად თემის შეცვლას ცდილობს ან მიზეზებს იგონებს, რომ თქვენთან საუბარს გაექცეს, მაშინ დიდი შანსია იმისა, რომ აღარ აინტერესებთ.5. მისი დამოკიდებულება თქვენი ემოციების მიმართკაცებს არ შეუძლიათ საყვარელი ქალის ცრემლების ატანა. ბოლოდროინდელი კვლევებით ისიც კი დადასტურდა, რომ ქალის ცრემლები მამაკაცში სექსუალურ სურვილს ამცირებს, ამიტომაც არ გამოიყენოთ ტირილი საყვარელ მამაკაცზე ზეგავლენის მოსახდენად. გულწრფელად რომ ვთქვათ, როცა ქალი ტირის, ერთადერთი რამ, რაც კაცს სურს, გაქცევაა. თუმცა, თუ მას უყვარხართ, თავს ხელში აიყვანს და ყველანაირად ეცდება, თავი უკეთ გაგრძნობინოთ, მაშინაც კი, თუ თქვენი ტირილის მიზეზი მისთვის უმნიშვნელოა. ის მხოლოდ მაშინ შეძლებს დამშვიდებას, როცა გაიღიმებთ. თუმცა, თუ მამაკაცს არ უყვარხართ, ცრემლები უბრალოდ კიდევ ერთი მიზეზი იქნება თქვენზე გასაბრაზებლად.6. ფლირტაობაფლირტაობა ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დიდი ხანია, ერთად ხართ, ეს კარგი საშუალებაა გრძნობების განსაახლებლად და რუტინიდან გადასახვევად. წერილები, ინტრიგნული მინიშნებები, თამამი ფოტოები - ეს ყველაფერი თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც ურთიერთობის პირველ დღეებში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე პარტნიორი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში და აინტერესებდეს სიტუაციის განვითარება. თუმცა, თუ პარტნიორს უკვე სხვადასხვანაირი 10 ეროტიკული სელფი გაუგზავნეთ და მისგან ყურადღება 0-ს უდრის, ამის გაკეთება შეწყვიტეთ და დაფიქრდით, რა არის მიზეზი საყვარელი კაცის იგნორისა.7. მისი რეაქცია თხოვნებზეშეყვარებული მამაკაცისთვის საყვარელი ქალის თხოვნა ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. სინამდვილეში, კაცებს მოსწონთ ქალების დახმარება - ეს მათ საშუალებას აძლევს, აჩვენონ, თუ რამდენად მაგრები, ძლიერები და პასუხისმგებლიანები არიან. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როცა კაცს დახმარება არ შეუძლია. მაგალითად, მან არ იცის, როგორ შეაკეთოს წყალსადენი, მაგრამ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად მარტო არ უნდა დაგტოვოთ, სანტექნიკოსს მაინც უნდა დაურეკოს. თუმცა, თუ მამაკაცი თქვენს მარტივ თხოვნებსაც კი გაღიზიანებით პასუხობს, დროა, ურთიერთობას გადახედოთ და გადააფასოთ. ხომ არ არსებობს სხვა ქალი, ვის თხოვნებსაც ის უფრო დიდი ენთუზიაზმით ასრულებს?8. ეჭვიანობაროგორც აღმოჩნდა, მაიმუნებიც კი ეჭვიანობენ პარტნიორებზე. კაცი ისეა "მოწყობილი", რომ სურს, თავისი გრძნობა საჯაროდ გამოხატოს და ყველას გააგებინოს, რომ თავისი შეყვარებულის სილამაზე მხოლოდ მას ეკუთვნის. ამიტომაც ბუნებრივია მამაკაცის გაღიზიანება, როცა სხვა კაცი იჩენს თქვენდამი ყურადღებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანები მაიმუნები არ არიან და ზედმეტი ეჭვიანობა სულაც არაა კარგი ურთიერთობისთვის. თუ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სხვის მიერ გამოჩენილი ყურადღება მისი შეყვარებულისადმი, ეს უკვე სახიფათო ნიშანია. მას არ სურს საყვარელი ქალისთვის ბრძოლა და საკითხავია, ისევ აინტერესებს თუ არა ის.9. საფრთხისგან დაცამამაკაცებს აქვთ მოთხოვნილება, დაიცვან საყვარელი ადამიანი, მაშინ როცა ქალებს აქვთ მოთხოვნილება, სხვამ დაიცვას. მართალია, თანამედროვე კაცს აღარ უწევს, სუსტი სქესის წარმომადგენელი მტაცებლისგან ან ველური ტომებისგან დაიცვას, მაგრამ ხიფათი დღევანდელ სამყაროშიც არსებობს. ამიტომაც, ბუნებრივია კაცის ნერვიულობა, როცა მისი მეორე ნახევარი გვიან ღამით ბრუნდება სახლში სამსახურიდან ან უცხო ადგილას მარტოა. თუ შეყვარებულ მამაკაცს ქალის გვერდით ყოფნა არ შეუძლია გარკვეულ სიტუაციაში, დაურეკავს მაინც იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგადაა. როცა ქალს რეალური ან წარმოსახვითი საფრთხისგან იცავს, კაცს თავი სუპერგმირად წარმოუდგენია და უფრო თავდაჯერებული ხდება. ასე რომ, თუ საყვარელი მამაკაცისგან ელემენტარულ ყურადღებას ვერ იღებთ, ეს ცუდის ნიშანია. თქვენი რჩეული ან მხდალია, ან აღარ უყვარხართ.10. სასიამოვნო სიტყვები და გრძნობების გამოხატვასიყვარულის ენა სასიამოვნო სიტყვებს, მოფერებას, კოცნასა და ჩახუტებას მოიცავს. როცა პარტნიორს მივმართავთ სიტყვებით "ძვირფასო", "საყვარელო", "პატარავ", ამით ინტიმურ ატმოსფეროს ვქმნით. სასიყვარულო ზედმეტსახელები ჩვენს გონებაში გაუცნობიერებლად ჩნდება და აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთი პარტნიორი მეორესთვის და რამდენად დაბალანსებულია ურთიერთობა. სხვათა შორის, სიყვარულის გამოხატვა კაცებსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ქალებს. აშშ-ში მკვლევრებმა 1000 დაქორწინებული წყვილი გამოჰკითხეს და დაადგინეს, რომ ის ქმრები, რომლებიც ხშირად კოცნიან და ეხუტებიან ცოლებს, თავს 3-ჯერ მეტად ბედნიერებად გრძნობენ ქორწინებაში, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ. ასე რომ, თუ კაცი ყოველ ჯერზე იღუშება, როცა მის ჩახუტებას ცდილობთ, რამდენადაც სევდიანად არ უნდა ჟღერდეს, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მისი გრძნობები თქვენდამი განელდა.p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. 4 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მეუღლე გღალატობთ - კერძო გამომძიებლის დასკვნები 2. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი
3. 10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს 7069 4-ს მოსწონს
|