x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ოჯახი მიტოვებულ ბოსელში დასახლდა, როცა მეზობლები მასპინძლებს ესტუმრნენ, სილამაზისგან უბრალოდ გაოგნდნენ

image


ერთ დროს, კარლოს ალონსო ჩახუთული მეგაპოლისის ერთგული მკვიდრი იყო, თუმცა, ყოველთვის მშვიდ, სოფლის ცხოვრებაზე ოცნებობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, გადაწყვიტა მშობლების სახლი დაეტოვებინა და საკუთარი ბავშვობის ოცნების ასახდენად, საცხოვრებლად სოფლად გადასულიყო.



image


სახლი სოფლად


მზა სახლის შეძენის ან ახალი საცხოვრებელი კოტეჯის აშენების ფინანსური შესაძლებლობა ესპანელსა და მის ოჯახს არ ჰქონდა, მათ თანხა მხოლოდ ძველი, მიტოვებული ბოსელისთვის ჰყოფნიდათ, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან საბოლოოდ გამოისყიდეს.


image


სოფლის მოსახლეობა კარლოსის - "ძროხის სადგომის" მდიდრულ სასახლედ გარდაქმნის იდეას, დიდი ხნის განმავლობაში სკეპტიკურად უყურებდა და მის ამ წამოწყებას ხშირად დასცინოდა კიდეც, თუმცა ერთხელაც, როცა მეზობლები ახალმოსახლეებს ესტუმრნენ, მოულოდნელობისგან უბრალოდ გაშეშდნენ.


image


დაუსრულებელი რემონტი



ახალი საცხოვრებელი სახლის მოწყობა ბევრ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვდა, ამიტომაც ეს პროცესი თვეების განმავლობაში გაიწელა. კარლოსმა პირველ რიგში, შენობა მოასუფთავა, შემდეგ შუა კედელი აღმართა, რათა მომავალი ოთახების საზღვრების მონახაზი გაეკეთებინა, რასაც ნელ - ნელა ინტერიერის მოწყობაც მოჰყვა.


image

თვითნასწავლმა დიზაინერმა ჯერ იატაკი დააგო, შემდეგ ახალი ავეჯი შეიძინა, ლამაზი ფარდები არსებულ ფერთა გამას მოარგო და ახალსახლობაც, ახლობლების ვიწრო წრეში აღნიშნა. საბოლოოდ, მთელი ინტერიერი, ისევე როგორც მთლიანი სახლი ლამაზი და საკმაოდ გემოვნებიანი გამოვიდა.



image


შენობის მთავარი მახასიათებლები



ალონსოს ოჯახის გადაწყვეტილებით, შენობის ფასადი და კედლები ხელშეუხებელი დარჩა, ვინაიდან ქვით მოპირკეთებული ზედაპირი საკმაოდ მოდურად და თანამედროვედ გამოიყურებოდა, რაც მთავარია, ოჯახის ამ გონივრულმა გადაწვეტილებამ მათ საერთო ხარჯი საგრძნობლად შეუმსუბუქა.


image

კარლოსის პირად სიამაყედ მის მიერ საკუთარი ხელით გაყვანილი წყალსადენი იქცა, რომლის წყალსაც ალონსების ოჯახი უკვე სპეციალური, გამწმენდი ფილტრის საშუალებით ონკანიდან იყენებდა. ალონსომ სახლის წინ არსებული ფართიც "აითვისა" და ახლობლებისთვის, ზაფხულის ცხელი დღეების კომფორტულად გასატარებლად საცურაო აუზიც მოაწყო.



image


ახალმოსახლეობა


ახალმოსახლეობაზე დაპატიჟებული სტუმრები საკუთარ ემოციებს ვერ მალავდნენ, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, ალონსების ოჯახის საოცარ თანდაყოლილ, დიზაინერულ ნიჭსა და დახვეწილ გემოვნებას, მათ შორის ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტად სკეპტიკურად აფასებდა ოდესღაც, მიტოვებული ბოსელის წარმატებულ ტრასნფორმაციას.





0
5516
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5516