x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი "სან-ალფონსო-დელ-მარი" კურორტ ალგარობბოში, ჩილე

image დედამიწაზე ბლომადაა ადგილები, სადაც დასვენებას ბევრი ჩვენგანი ისურვებდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს სურვილი ხშირ შემთხვევაში ოცნებადვე რჩება.
ქართველებს ზღვაც გვაქვს და მთა ხომ გვაქვს და გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც არ ვუვლით სათანადოდ, მოუვლელ ადგილებს კი უცხოელი ტურისტები დიდად არ წყალობენ.
ჩვენ რომ სათანადო დონეზე გვქონდეს საზღვაო ინფრასტრუქტურა მოწყობილი, წარმოიდგინეთ, ტურისტების რამხელა მასა მოაწყდებოდა შავი ზღვის ქართულ ნაწილს, მიუხედავად ქართული ოაზისის - აფხაზეთის ოკუპირებისა, საკმაოდ გრძელი ზოლია შავ ზღვაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის იურისდიქციაშია.
დაწყებული სარფიდან და ჯერჯერობით დამთავრებული განმუხურის ჩათვლით.
რა მინდოდა ამით მეთქვა, ჩილელებმა მოინდომეს და ოკეანის სანაპიროზე გააკეთეს მსოფლიოში უდიდესი აუზი, რომლის სიგრძე 1013 მეტრია და 8 ჰექტარზეა გადაჭიმული. აუზში ჩასხმულია 250 მილიონი ლიტრი ოკეანის წყალი.
ღია აუზში განთავსებულია ასევე დახურული აუზი, ასევე შეგიძლიათ იცურაოთ აკვარიუმის გვერდით, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზებია.
აუზშივეა განთავსებული აფრიანი ნავების კლუბი, ასევე აუზში შესაძლებელია საწყლოსნო სკუტერებით და კატარღით სეირნობაც, გასართობად და დასასვენებლად ჩასული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, იმდენი საშუალებაა და ისეთი პირობებია დამსვენებლებისთვის შექმნილი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი, რომელიც ჩილეში მდებარეობს, 8 ჰექტარზეა გაშლილი, აუზის სიგრძე კი 1013 მეტრია.
აუზი 2006 წელს ოფიციალურად შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი აუზი მსოფლიოში.
imageimageimageimage აუზში ჩასხმულია წყლის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც სპეციალური საშუალებებით მუდმივად იფილტრება და წყალიც აუზში ხშირად იცვლება.
აუზის მოცულობა არც მეტი და არც ნაკლები 6 000-ი 8 მეტრიანი აუზის მოცულობისაა.
1997 წელს ფერნანდო ფიშმანმა გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი და შეექმნა უდიდესი ტურისტული ოაზისი, "სან-ალფონსო-დელ-მარი" ჩილეს პატარა ქალაქ ალგარობბოში უკვე იქცა ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად.
ჩილეს სანაპიროზე წყალი მუდამ ცივი და სპეციფიურობის გამო საშიშია, რის გამოც ბანაობა აკრძალულია ოფიციალურად.
სწორედ ასეთმა პირობებმა გადააწყვეტინა ფიშმანს ემოგზაურა მსოფლიოში და დაწვრილებით გასცნობოდა აუზის წყლის გათბობისა და მოვლის ყველა ტექნოლოგიას, რაც წარმატებით განახორციელა კიდეც აღნიშნულ აუზში.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
192