საზოგადოებრივი თაბალები - იბერიული ტომი 2019, 3 ივლისი, 17:52 თაბალები, იგივე თობელები ან თუბალები იყვნენ ერთ-ერთი იბერიული (პროტოქართული) ტომი, რომლებიც ბიბლიაშიც არიან მოხსენიებულნი. ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურულ წყაროებში მოხსენიებული თაბალის ქვეყანა (თა-ბა-ლუ) მდებარეობდა კაბადოკიაში. მაგალითად ბ. ლანდსბერგერის ვარაუდით თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში, სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თაბალების სახელი ასევე ასახულია ბიბლიური ეთნარქის თუბალ (თობელ)-ის სახელში. ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს თუბალების შთამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლავიუსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვ.) მსჯელობისათვის ასევე იხილეთ (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22-23. ასევე ს. ჯანაშია, 1959). ბიბლიური მეშეხი და თობელი სხვადასხვა ხალხთა წინაპრებად ივარაუდებიან. ბიბლიის განმმარტებლები თობელის (თაბალების) შთამომავლებად იბერებს (ქართველებს) აღიარებენ, იმ იბერებთან, რომლებიც ამავე დროს ტიბარენების შთამომავალნი არიან. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი მაზახა/მაზაკა, რომელიც მუშქთა/მოსხთა დედაქალაქი იყო. მასალობრივად აშკარად უახლოვდება მასხ/მასახ/მესხ ფუძეს. სწორედ ამ ქალაქთან ცხოვრობდნენ თობალებიც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების თობელები/თეობელები და ქართული თარგმანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში, კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.) წერს: "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. (გეორგიკა, 1961, გვ. 34) შდრ. XII საუკუნის ქართული თარგმანი: "დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან." ევსტათი ანტიოქიელი (ახ.წ. 280-360): ობელისგან წარმოიშვნენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34). ლეონ გრამატიკოსი (XI ს.) წერს: "თობელისგან თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები." (თ. ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49). შდრ. გიორგი სინგელოზი (VIII-IX სს.) წერს: "თობელისგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან ილირიელები" (გეორგიკა, 1941, 61-62). კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. იბერო-კავკასიური კულტურები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე493 1-ს მოსწონს |
სიბნელესა ჰკლავს სინათლე,
მზეო, ამოდი მთებიდან,
სოფელი გაგვისინათლე.
გადმოდი, გადმოიარე,
ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა ცაო,
დადექ ჩვენს თავზედ დედაო,
გული გაუთბე კაცსაო.
გაღვიძებულა ბარბოლი,
აგერ დამდგარა ჩვენს თავზედ,
მორიგეს - ღმერთსა დიდსასა,
ლოცვას ავედრებს ჩვენს ხალხზედ.
გაუნათია სოფელი,
გაუქარვია დარდია,
გადაშლილია ცაზედა,
ვით გაფურჩქნული ვარდია,
მზეო ნათელო, ანათე,
მაღალო, ყოვლისმომცველო,
სიბნელის მტერო-მგმობელო,
ცაზე მჯდომარე მშობელო!