სხვა როგორი მეგობარი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2019, 2 ივლისი, 15:10
... “მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია”, - ასე ამბობს იტალიელი მწერალი მარიო პიუზო მოდით, ჰოროსკოპში ჩავიხედოთ და ვნახოთ, როგორი მეგობრობა იციან ზოდიაქოს ნიშნებმა. ^^^ თხის რქა თხის რქა ირჩევს ისეთ მეგობრებს, ვინც იზიარებს მის იდეალებს, შემდეგ კი, მთელი ცხოვრების მანძილზე რკინის ხელით ცდილობს მიიყვანოს მეგობარი ბედნიერებისკენ. ის გულჩათხრობილი და ჩუმია. უსიტყვოდ გაცილებით მეტის გაგება შეუძლია, ვიდრე ლაპარაკით. ის ერთგულია და მზად არის მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით იყოს. თხის რქა უცხოებთან თავშეკავებულ, საკმაოდ გულგრილ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მეგობრებისთვის ყველაზე ხელგაშლილი და საიმედო ადამიანია. მეგობარი, რომელიც არასდროს მიგატოვებთ გასაჭირში - ეს არის თხის რქა. ^^^ მერწყული ენერგიული და იდეური. ყოველთვის ახერხებს პრობლემების მიზიდვას და მის გვერდით "არასდროს მოგწყინდებათ". საკუთარ ემოციებზე საუბარი ყოველთვის სურს, მაგრამ თქვენც გაწუხებთ რამე? ნუთუ? მერწყულს ხალხმრავალი კომპანიები უყვარს და რა ქნას თუ თავს იქ გრძნობს კარგად სადაც, მხიარულად შეიძლება დროის გატარება. პრობლემებზე წუწუნით ნუ შეაწუხებთ, მაგრამ სამაგიეროდ სადაც გინდათ იქ გამოგყვებათ. ყოველთვის მზად არის ურთიერთობისთვის. მასთან მეგობრობა სასიამოვნოა, თუ არ დაგავიწყდებათ მთავარი: მას თქვენისთანა საუკეთესო მეგობარი კიდევ დაახლოებით 45 ჰყავს. ^^^ თევზები მგრძნობიარე მეგობარია. ვერ გაიგებთ, რატომ იჩხუბეთ და რა ეწყინა. სინამდვილეში თევზები მეგობრებთან ტყუილაუბრალოდ ჩხუბობენ, რათა ჰქონდეთ საშუალება შემდეგ განმარტოვდნენ - მჭიდრო კავშირისგან ისინი იღლებიან. აი, შორ მანძილზე მეგობრობა და წელიწადში რამდენჯერმე შეხვედრა მათთვის იდეალურია. სხვათა შორის, თევზებს შეგიძლიათ გაუმხილოთ ნებისმიერი საიდუმლო. მათი სიმშვიდე შესაშური და გადამდებია. მუდამ მზად არიან განუგეშონ და სწრაფად განგაწყობენ გულახდილობისკენ. თუმცა არ ღირს ზედმეტად დაახლოება, რადგან შუაღამისასაც თავისუფლად შეუძლიათ შეგახსენოთ თავი და მეგობრობის მომიზეზებით დიდხანს გესაუბროთ საკუთარ გეგმებსა და არ ახდენილ ოცნებებზე. ^^^ ვერძი ვერძი - ნაზი მეგობარია. გაგიკვირდათ? ყველაფერს პატიობს, ყველაფერი ესმის, იღებს მეგობრებს ყველა მათი ნაკლოვანებებით. მაგრამ მთავარია გესმოდეთ, რომ საპასუხოდაც იგივეს ელოდება. და არ გაბედოთ ოდესმე დაყვედრება, თორემ მაშინვე ვერძის მტრად გადაიქცევით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის თავგანწირული მეგობარია. ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის. მაქსიმალისტ ვერძს ძალიან არ უყვარს შუა გზაზე გაჩერება და ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე. როდესაც გგონიათ რომ დაგივიწყათ, მაშინაც ახსოვხართ. ყველაზე ძლიერი ჩახუტება ალბათ, მხოლოდ ვერძს თუ შეუძლია. ^^^ კურო მეგობარი-დამგეგმავია. უყვარს ცხოვრების დაგეგმვა, განსაკუთრებით სხვისი. მან თქვენზე კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე გჭირდებათ გახდომა, გათხოვება ან აგარაკზე ერთი-ორი ხის დარგვა. კუროს არ დაეზარება პუნქტების მიხედვით დაგიწერთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. მას სიმშვიდე მოაქვს. სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით კუროს ყველაზე მეტად შეუძლია სულ რაღაც ერთი სიტყვით მთლიანად დაგამშვიდოთ და ყველა პრობლემა დაგავიწყოთ. კუროსთან ურთიერთობისას მთავარია ფინანსურ საკითხებს არ შეეხოთ, რადგან ვერც მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ და მეგობარსაც სამუდამოდ დაკარგავთ. მან იცის, რომ ფული ყველაფერს აფუჭებს. ამიტომ ფული ცალკე თემაა და მეგობრობა ცალკე. ^^^ ტყუპები უნივერსალური მეგობარები არიან.მათთან ყოველთვის შეიძლება გულითადი საუბრები. მოსმენა მათ ისევე კარგად იციან, როგორც ლაპარაკი. ნამდვილ მეგობრებში წერენ მხოლოდ რჩეულებს. ისნი ოპტიმისტები და ყოველთვის მსუბუქი, იდეალური კომპანიონიონები არიან მოგზაურობისას. მათთან ერთად სასიამოვნოა ექსკურსიის მოწყობა და ღირსშესანიშნაობების დათვარიელება, თუმცა, მზად იყავით, რომ ამავდროულად მოგიწევთ მათი გაუთავებელი საკურორტო რომანების, კავალერების გაძლება. ასევე გაუთავებელი ყბედობის მოსმენა. შვებულების ბოლოს კი, მიხვდებით, რომ დასვენების ნაცვლად, ძალიან დაიღალეთ. ^^^ კირჩხიბი კირჩხიბთან მეგობრობა სამუდამოა. მისი სახლი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, ისევე როგორც მისი გული, საფულე და მაცივარი. შეგიძლიათ თამამად გაანდოთ კირჩხიბს ყველაზე ფარული საიდუმლო. ის სამართლიანად იმსახურებს “ნამდვილი მეგობრის” სტატუსს, მაგრამ ალტრუისტს ნამდვილად ვერ დაარქმევთ, რადგან მგრძნობიარე და გულისხმიერი, პრაქტიკული და საკმაოდ ანაგარებიანიცაა. რა თქმა უნდა, თუ გაგიჭირდათ აუცილებლად დაგეხმარებათ, მაგრამ ისე, რომ თვითონ არაფერი დააკლდეს. ^^^ ლომი ლომებთან მეგობრობა ნამდვილი ფეიერვერკია. ის არასოდეს არ ახვევს მეგობარს საკუთარ პრობლემებს, ძალიან იშვიათად სთხოვს დახმარებას, ანებივრებს მეგობრებს საჩუქრებითა და გართობებით. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი პირობით: თუ თანახმა ხართ რომ ის აღიაროთ და უბრალოდ გააღმერთოთ. ლომი ელიტარული საზოგადოების მოყვარულია და მეგობრებადაც მხოლოდ მათ ირჩევს. ახლობლების წრეში ყოველთვის ლიდერის სტატუსით სარგებლობს და ხშირად, საკმაოდ “ძვირადღირებული კაპრიზების” დაკმაყოფილებას მოითხოვს. ^^^ ქალწული ეს ზოდიაქოს ნიშანი სხვაზე მზრუნველობისთვის იბადება. მასთან შეიძლება მიხვიდეთ ნებისმიერი პრობლემით და ის უცებ მოგიძებნით გამოსავალს. ის გისმენთ, როგორც ფსიქოანალიტიკოსი, და თქვენც მზად ხართ ყველა საიდუმლო უმალ გაუმხილოთ. ქალწული საკუთარი თავის და სხვების მიმართ ერთნაირად მომთხოვნია. ის ჭკვიანია და უყვარს “სასარგებლო” რჩევების მიცემა, თუმცა, თავად არასდროს ღებულობს კრიტიკას და მაშინაც კი, როცა დარწმუნებულია თქვენს ობიექტურობაში, ძალიან გაგიბრაზდებათ. ქალწულს თავისი უნიკალური იუმორის წყალობით შეუძლია უკიდურესი დეპრესიიდან საოცარ სიცოცხლისუნარიანობამდე მიგიყვანოთ. თუ ქალწულის გულის ტკენა გსურთ, უბრალოდ მისი დიდი ამაგი უნდა დაივიწყოთ. ქალწული მეგობრობას იმ წუთიდანვე წყვეტს, როგორც კი შეამჩნევს, რომ მისი ფასი თქვენ ვერ გაიგეთ. ^^^ სასწორი მეგობარი-პანიკიორია. პატარა რამეზეც პანიკაში ვარდება. მაგრამ ამასაც კი ლამაზად აკეთებს. მათ, ვინც მზად არის სასწორს მხარში ამოუდგეს და დააწყნაროს, სასწორები დიდად დააფასებენ. მათთან მეგობრობა სასიამოვნო და იოლია. ისინი არიან კორექტულნი და თავაზიანი. ყოველთვის ერიდებიან უსიამოვნებებს და არასდროს ებმებიან კონფლიქტში. სასწორებს უყვართ მაღალ მატერიებზე საუბარი და თუ შესაბამისი განთლება არ გქვთ, სჯობს მათ ნურც დაუმეგობრდებით. ^^^ მორიელი საშიში მეგობარია. ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასია, უნდა დამალოთ მორიელისგან, რადგან ამ ყველაფერს თქვენთვის ძვირფასს მორიელი საგულდაგულოდ შეისწავლის და საჭირო მომენტში თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. ანუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენს წინააღმდეგ, სინამდვილეში მან, როგორც ნამდვილი მანიპულატორი, იგრძნო, რომ თქვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს. ზოდიაქოს ნიშნებს შორის მორიელი ყველაზე ეჭვიანი მეგობარია და რატომღაც დარწმუნებულია, თუ პატივი დაგდოთ და მეგობარი დაგარქვათ, მაშინ აუცილებლად მისი საკუთრება ხართ. არასდროს გაუწევს ანგარიშს თქვენს პირად ცხოვრებას, მაშინ გესტუმრებათ, როცა მოისურვებს და ულევ პრობლემებსაც მოგიტანთ. ნურასდროს ეცდებით გაუზიაროთ მორიელს საკუთარი დარდი, რადგან არასდროს მოგისმენთ და გულსაც დაგწყვიტავთ. ^^^ მშვილდოსანი ყველა ზოდიაქოს ნიშანს ჰგონია, რომ მშვილდოსანი სასტიკი მეგობარია. ის კი სინამდვილეში სიმართლეს მხოლოდ მათთან ამბობს, ვინც უყვარს. მეგობრები კი მას გულწრფელი სიყვარულით უყვარს. ასე რომ, როცა გესმით მშვილდოსნისგან: „ეს კაბა კი არ გასუქებს, ნაკლები უნდა ჭამო“, - ამას ბოროტებისგან არ ამბობს, არამედ დიდი სიყვარულისგან. და, სხვათაშორის, სიმართლეს იძახის. ყური დაუგდეთ. ის არასდროს მოგიწონებთ იმას, რაც არ მოსწონს. მშვილდოსანისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ნუ დაკარგავთ მას. “, ასევე შეგიძლიათ ნახოთ: 1. როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს 2. ყველაზე ეჭვიანი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 3.რას ამტკიცებენ ასტროლოგები : ვინ არის თქვენი იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 4.სიყვარული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქალისთვის და მისი შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან 1537 შეფასება არ არის
|