x
image
ეკა ლაცკა
"უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა, ანუ იმერსა, მესხსა, ჰერსა, რა რჯულისა ხარ, მწამს, მოგიგებს - ქართველი!"- როგორ ახასიათებს ვახუშტი ბატონიშვილი ქართველებს სხვადასხვა კუთხის მიხედვით

image

„უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა, ანუ იმერსა, მესხსა, ჰერსა, რა რჯულისა ხარ, მწამს, მოგიგებს - ქართველი, “

- წერდა თავის ჩანაწერებში ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის უკანონო შვილი, ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757) - ცნობილი კარტოგრაფი, გეოგრაფოსი და ისტორიკოსი, ავტორი არაერთი სამეცნიერო თხზულებისა თუ კვლევისა.

image


ვახუშტის სხვადასხვა უაღრესად საინტერესო ნაშრომებს შორის გვხდება ჩანაწერები, სადაც ის თავისებურად ახასიათებს ქართველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით:

აი, ამონარიდები რამდენიმე მათგანზე :

...

*ი მ ე რ ლ ე ბ ი

image


ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთვე იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა.

სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა;

ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი.

დღეისის მძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი.

მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი.

სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქვტესად მოუბარნი."




*კ ა ხ ე ლ ე ბ ი
image


ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩვეულებით და ქცევით.

არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი.

უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი.


* ა ჭ ა რ ლ ე ბ ი
image


აგებულებითა, ენითა და ჩვეულებით ნამდვილი ქართველები არიან დღევანდლამდე...

აჭარელი გურულივით მარდია, მხნე და გამბედავი, თოფ-იარაღი ძლიერ უყვარს და მეტად მარჯვე მსროლელიც არის.

ამას გარდა, საუკეთესო ზნეობითი თვისებანი აჭარლების არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა.

მთელი დღე კაცი მინდორში შეუწყვეტლად მუშაობს, დედაკაცი - სახლობაში. ყმაწვილი რა წამს მოჩიტდება, მაშინვე მწყემსად გადის და მთელს დროს ტყეში ატარებს.


*რ ა ჭ ვ ე ლ ე ბ ი
image


კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი.

უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხერანი, მომხუეჭნი და ძვირნი.

სახლობენ მთავარნი და აზნაურნი.

ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივე, რბილნი.


* ს ვ ა ნ ნ ი
image


არამედ არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა შინა რაზმთა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილის არა მომხსენენი, ავაზაკნი, მეკობრენი, უწყალონი, ბრიყუნი, უზნეონი.

სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა. ენა თვისი აქუსთ საკუთარი, გარნა უწყიან ქართულიცა.

*გ უ რ უ ლ ე ბ ი
image


ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა.

სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არმედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არმედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა.

ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი.

უქურდალნი, უავაზაკონი, ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემქყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.




* ქ ა რ თ ლ ე ლ ე ბ ი

image

ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვით შავგურემან და მოყვითან, იშვით თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ.

ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული.

ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი;

წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვით სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი, რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს.

სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი;

მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაი შეიჭირვიან; უხუნი, არცა თვისსა და არცა სხვისას კრძალვენ, საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი.

არმედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თვინიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამხედროსაგან კიდე, და ჰგონებენ დიდ-მცონარობად, ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ-ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავხედნი, დიდების მოყუარენი, თუალ-მგებნი და მოთაკილენი.

ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრობენ, მზგავსნი ნადირთა, გარნა გონიერნი.


*ა ფ ხ ა ზ ნ ი

image

"ხოლო ესე აფხაზეთი შემკულ არს ყოვლითა ნაყოფიერებითა და ჰავითა, რამეთუ ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, ვენახნი, პირუტყვნი და ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი...

გარნა არს ესე აფხაზეთი ტყიანი, ჭალიანი, ერწოვანი და მცირე ველოვანი, მთის კერძონი, აგარაკოვანნი.

ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი... ზღუათა შინა მავალნი...

სარწმუნოებით არინა ქრისტეანენი...

გარნა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხვა, აქუსთ სასოება მღვდელთა ფრიად: არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება.

რამეთუ დასწვენ შემცოდეთა: უყვართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად...

და არიან ერთგულნი ფრიად თვისთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი."

*ო ს ნ ი

image

ხოლო კაცნი და ქალნი არიან შუენიერნი, ჰაროვანნი, შავ-თუალ-წარბნი, შავ-თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი, მკვირცლად ფიცხელნი, თვისთა ქუეყანათა შინა მცირედ მჭამელნი, რამეთუ კმა იყოფონ თვინიერ წყალსა და პურსა და შრატსა, სხუათა ადგილთა და სტუმრობათა შინა გაუძღომელნი, ვერ შემმართებელნი ბრძოლასა შინა, რამეთუ ეშინისთ ლაშკართაგან ფრიად.

არამედ ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშკართა შინა და გამომსლველნი, უსაქციელონი, ბრიყუნი, ქუეყანათა თვისთა ლაღნი და ამაყნი, სხუათა ქუეყანათა შინა მდაბალნი, გონიერად მოუბარნი, ქურდნი, მპარავნი, მტყუარნი, ხარბნი, მომხუეჭნი, მესისხლენი, მემრუშავნი, ტყვის მყიდველნი, გარნა არა თვისთა ჰყიდიან.

არამედ ქალნი მათნი იცვენ ქალწულებასა ვიდრე შერთვადმდე ქრმისა, და მერე სახელ არს მათ შორის რაოდენნიცა უვისთ კურონი, რამეთუ სირცხვილად აქუსთ დღისით ხილვა ცოლშვილთა თვისთა ქრმისაგან.

...

P.S.

იუნესკოს ეგიდით, 1997 წელს საზეიმოდ აღინიშნა ვახუშტის დაბადების 300 წლისთავი და ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც მტკიცედ შევიდა მსოფლიო კულტურის საგანძურში.

0
337
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0