x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას ამტკიცებენ ასტროლოგები : ვინ არის თქვენი იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგები ამტკიცებენ: იმისათვის რომ ჭეშმარიტი სულიერი მეგობარი და პარტნიორი მონახოთ, საჭიროა ზუსტად იცოდეთ რომელი ზოდიაქოს ნიშანი მიიჩნევა თქვენთვის იდეალურად.

მაშ ასე, რას ყვებიან ვარსკვლავები თქვენზე და ვინ არის თქვენთვის იდეალური პარტნიორი :

image

ვერძი


ვერძი მგრძნობიარე საყვარელია, რომლის კაპრიზებიც ისე უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ჭირვეული ბავშვისა.

მოუსვენარი და ბობოქარი.

მას მხოლოდ ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც „მის დროს“ ფეხს აუწყობს და არასოდეს, არაფერში ჩამორჩება.

მისი იდეალური მეორე ნახევარია ის ვისაც გარისკვის არ ეშინია!

ამიტომ საურველია ვერძმა პოტენციური მეორე ნახევარი ეძებოს : ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპი და მერწყული.


image

კურო

კუროს სიყვარული მზით გაჩახჩახებული დაუსახლებელი კუნძულის ინტიმითა და თბილი, ბნელი გამოქვაბულის იდუმალებითაა გაჟღენთილი. ეს ღრმა, ფაქიზი და ხანგრძლივი გრძნობაა.

კურო მიწის ნიშანია. მიწაზე მყარად მდგომი. მას ერთგული პარტნიორი სჭირდება.

მისი იდეალური მეორე ნახევარია ის, რომელიც იმსახურებს ნდობას, არ თამაშობს, რადგან კუროს ამისთვის დრო არ ყოფნის.

კუროს პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები.


image

ტყუპი

ტყუპის სიყვარული იოლია და სასიამოვნო იმ შემთხვევაში, თუ გრძნობას მთელი ძალით არ მიეცემით. საჭირო არ არის ურთიერთობების გართულება და დრამატიზება, აუცილებელია ყველაფერს მარტივად და მშვიდად მოეკიდოთ

ტყუპებს სჭირდებათ ჭკვიანი, იუმორით სავსე და საინტერესო მეგზური.

მათი იდეალური მეორე ნახევარიაოხუნჯი, ჭკვიანი და საინტერესო.
პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.


image

კირჩხი
ბი

კირჩხიბს სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც ერთდროულად საკმაოდ ჭკვიანიც არის და ალერსიანიც.

კირჩხიბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავი განსაკუთრებულად იგრძნოს პარტნიორის გვერდით!


მისი პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.

image

ლომი

ლომს თავდაჯერებული ადამიანი სჭირდება.
ადამიანი, რომელიც მზადაა თავგადასავლებისთვის და მრავალფეროვნება არ აშინებს.

მაგრამ, ამასთან, დამაინტრიგებელიც, რომ ლომი ვერ მიხვდეს, რა მოხდება შემდეგ.

ლომის პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი.


image

ქალწული

ქალწული — ეს მწველი ყინულია. ის არ იღვრება სიტყვებად, სიყვარულის დამტკიცება საქმით ურჩევნია. ისეთ ურთიერთობას ამჯობინებს, რომელშიც აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, გრძნობების სისუფთავეზე, ღრმა უბიწობაზე კეთდება. თუ ეს ასე არ არის, ქალწული მარტოობას არჩევს.

ქალწულისთვის იუმორს, ინტელექტს და დახვეწილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მას ყოველდღიურობაში გახლართული ზედმეტი მგრძნობელობა სულაც არ სჭირდება.

ქალწულისადმი გამოხატული ემოცია უნდა იყოს გულწრფელი და არაგაცვეთილი.


ქალწულის პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო.

image

სასწორი

სასწორს არ უყვარდება ერთი ნახვით, მაგრამ როცა უყვარდება, მთლიანად ემონება გრძნობებს.

სასწორს სჭირდება ადამიანი კარგი გარეგნობით, ტვინითა და თავდაჯერებულობით.

მას მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება და შემთხვევით ადამიანს ცხოვრებას არ დაუკავშირებს.

მას ფიზიკური სილამაზე ხიბლავს.

პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.


image

მორიელი

მორიელი მგრძნობიარე ნატურაა. გადაჭარბება სჩვევია, მათ შორის, სიყვარულშიც. მორიელი მთელი არსებით ისწრაფვის სიყვარულისკენ. მისთვის მიუღებელია მარცხი — იცის საკუთარი მომაჯადოებლობის ფასი.

მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით.

მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის.

მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს.

პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.



image

მშვილდოსანი

მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას.

მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება.

მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს.


პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.


image

თხის რქა

თხის რქა ღვინოსავითაა — ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება, რადგან შინაგანი შებოჭილობა ეხსნება.

თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული…

თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება.


პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი.



image

მერწყული

მერწყულებს უყვართ უჩვეულოზე ოცნება. სიყვარულის ობიექტს ისინი აიდეალებენ. თუმცა მერე განიხიბლებიან ხოლმე და ყველაფერი მეგობრობაში გადაჰყავთ.

მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი. თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს .

მერწყულის პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი.


image

თევზები


თევზების გული ამოუცნობია და მიუწვდომელი, როგორც ზღვა. სიყვარული შეუმჩნევლად ეუფლებათ და ასევე შეუმჩნევლად უძლიერდებათ გრძნობა. თავადაც იშვიათად იციან, სად დაიწყო ის და სად დასრულდა.

მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი.

მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი.

პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი



1
8612
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
8612
  
2019, 27 მაისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1